რევოლუცია რემონტში: რატომ გახდა პულივიზატორი ხელოსნების ფავორიტი ინსტრუმენტი

როგორც წესი, რემონტი ასოცირდება უსასრულო დროსთან, ფიზიკურ გადაღლასთან და რუტინულ სამუშაოსთან, რომლის დროსაც ფუნჯითა თუ ლილვაკით ხელში საათობით გვიწევს ერთი და იმავე მონაკვეთის დამუშავება.

რევოლუცია, რა თქმა უნდა, ყოველთვის ძალადობასა და ხელისუფლების გადატრიალებასთან არ ასოცირდება და აგერ, ინებეთ - ტექნოლოგიურმა რევოლუციამ ეს სფეროც მნიშვნელოვნად შეცვალა - დღეს პროფესიონალი ხელოსნებისა თუ ენთუზიასტი მოყვარულების არსენალში გამოჩნდა ხელსაწყო, რომელმაც ტრადიციული მეთოდები გვერდზე გადადო და შეღებვის პროცესი ნამდვილ სიამოვნებად აქცია. მიხვდებოდით - ელექტრო პულივიზატორი იგულისხმება, მოწყობილობა, რომელმაც თანამედროვე რემონტში ნამდვილი რევოლუცია მოახდინა.

ელექტრო პულივიზატორი არა მხოლოდ მუშაობის ტემპს აჩქარებს, არამედ ისეთ ხარისხს იძლევა, რომლის მიღწევაც ჩვეულებრივი ფუნჯით, პრაქტიკულად, შეუძლებელია.

რატომ თქვა უარი უამრავმა ხელოსანმა ძველ მეთოდებზე და რატომ იქცა ეს ხელსაწყო ნებისმიერი რემონტის განუყოფელ ნაწილად? ქვემოთ სწორედ მის შესაძლებლობებზე ვაპირებთ საუბარს.

ელექტრო პულივიზატორის სახეობები

სანამ უშუალოდ მუშაობას დაიწყებთ, უნდა იცოდეთ, რომ ყველა პულივიზატორი ერთნაირად არ მუშაობს. ძირითადად, ისინი ორ დიდ ჯგუფად იყოფა:

  • - ჰაეროვანი: ეს სისტემა მუშაობს დიდი მოცულობის ჰაერის დაბალ წნევაზე მიწოდების პრინციპით. ის საღებავს ნაზ ნისლად აქცევს, რაც მაქსიმალურ სიზუსტეს უზრუნველყოფს. იდეალურია ავეჯის, კარებისა და წვრილი დეტალების შესაღებად, რადგან საღებავის დანაკარგი მინიმალურია.
  • - უჰაერო: აქ საღებავი მაღალი წნევით პირდაპირ დგუშიდან გამოდის, ჰაერის დახმარების გარეშე. ეს არის ნამდვილი „მძიმე არტილერია“ - ძალიან სწრაფია და გამოიყენება დიდი ფართობების (კედლები, ფასადები, ჭერი) შესაღებად. მას შეუძლია სქელი საღებავების გაფრქვევაც კი გაზავების გარეშე.

როგორ შევარჩიოთ ელექტრო პულივიზატორი

შესაბამისი ხელსაწყოს შერჩევა თქვენს სამუშაო გეგმებზეა დამოკიდებული. ყურადღება შემდეგ ფაქტორებს მიაქციეთ:

  • - სამუშაოს მოცულობა: თუ მხოლოდ სახლში, წვრილმანი ნივთების განახლებას აპირებთ, კომპაქტური HVLP მოდელი საკმარისია. დიდი სახლის შესაღებად კი აუცილებლად Airless აპარატი დაგჭირდებათ.
  • - სიმძლავრე და წნევის რეგულირება: კარგია, თუ ხელსაწყოს სიმძლავრის რეგულატორი აქვს. ეს საშუალებას მოგცემთ, აკონტროლოთ საღებავის ნაკადი და თავიდან აიცილოთ ზედაპირის არათანაბრად შეღებვა.
  • - ავზის მოცულობა და წონა: გაითვალისწინეთ, რომ სავსე ავზით პულივიზატორი დამძიმდება. თუ ხანგრძლივი მუშაობა გიწევთ, შეარჩიეთ ერგონომიკული მოდელი ან ისეთი, რომელსაც ძრავის ბლოკი ცალკე აქვს.

როგორ გამოვიყენოთ პულივიზატორი სწორად?

  • - მომზადება: აუცილებლად გაფილტრეთ საღებავი და საჭიროების შემთხვევაში გააზავეთ (წყლით ან გამხსნელით), რათა საქშენი არ გაიჭედოს.
  • - ზედაპირის დაცვა: პულივიზატორით მუშაობისას ჰაერში მცირე ნაწილაკები მაინც იფრქვევა, ამიტომ ყველაფერი, რისი შეღებვაც არ გსურთ, საგულდაგულოდ შეფუთეთ ცელოფნით ან წებოვანი ლენტით.
  • - მოძრაობის ტექნიკა: დაიჭირეთ აპარატი ზედაპირიდან დაახლოებით 20-30 სმ-ის დაშორებით. არასოდეს ამოძრაოთ ხელი რკალივით, თქვენი მოძრაობა უნდა იყოს ზედაპირის პარალელური და თანაბარი.
  • - გაწმენდა - ოქროს წესი: მუშაობის დასრულებისთანავე აუცილებელია აპარატის გარეცხვა - გამხმარი საღებავი პულივიზატორის მთავარი მტერია.

TOLSEN TOL1616-79577 საღებავის შესაფრქვევი ელექტრო 220-240V/50HZ, 110W/800ML

Tolsen eleqtro pulivizatori

  • ბრენდი - TOLSEN
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო პულივიზატორი
  • სიმძლავრე - 110W
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 6933528788744
  • წონა (კგ) - 1.918
  • კვების წყარო - 220-240V
  • ავზის მოცულობა - 800 ml
  • წარმადობა - 300ml/min
  • შესაფრქვევი ლულის ზომა - 0.8mm
  • ცხვირის ტიპი - რეგულირებადი
  • მაქსიმალური სიბლანტე - 60DIN

Schpindel SPK-08450 ელ. საღებავის შესაფრქვევი 450W Φ1.8/2.6მმ

Schpindel eleqtro pulivizatori

  • ბრენდი - SCHPINDEL
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო პულივიზატორი
  • სიმძლავრე - 450W
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 1152519204819
  • წონა (კგ) - 9.72
  • კვების წყარო - 220-240V
  • კომპლექტაცია - სიბლანტის საზომი ჭიქა + შესაფრქვევი თავაკი Φ2.6mm + შესაფრქვევი თავაკი Φ1. 8mm (დამაგრებულია ხელსაწყოზე)
  • ავზის მოცულობა - 800ml
  • წარმადობა - 350ml/min
  • შესაფრქვევი ლულის ზომა - Φ1. 8/2.6mm
  • მაქსიმალური სიბლანტე - 50DIN
  • დამატებითი ინფორმაცია კაბელის სიგრძე - 2მ;

CROWN CT31010 - ელ. პულივიზატორი 700W

Crown eleqtro pulivizatori

  • ბრენდი - CROWN
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო პულივიზატორი
  • სიმძლავრე - 700W
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - CT31010
  • წონა (კგ) - 5.5
  • კვების წყარო - 220-240V
  • წნევა - 0.1-0.3bar
  • ავზის მოცულობა - 800 ml
  • წარმადობა - 1000 l/min
  • შესაფრქვევი ლულის ზომა - 2.5mm
  • ცხვირის ტიპი - რეგულირებადი
  • მაქსიმალური სიბლანტე - 50DIN

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება