ვისაც გასული საუკუნის 90-იანების საქართველო ახსოვს, შუქის ჩაქრობა, შესაძლოა, დიდად არც გაუკვირდეს. იმ დროიდან მოყოლებული, ალბათ, ყველას გვაქვს გამომუშავებული ქვეცნობიერი რეფლექსი: დენი ქრება თუ არა, ხელი ავტომატურად მიდის სანთლისა და ასანთისკენ, გულში კი იღვიძებს იმედი, რომ გრაფიკით მაინც ჩაგვირთავენ (ფუი, ფუი, თვალი არ გვეცეს).
გაკვირვება და ნოსტალგია იქით იყოს, 21-ე საუკუნეში ვართ და დღეს უშუქობა მხოლოდ რომანტიკული ვახშამი სანთლების შუქზე აღარაა. ეს არის გათიშული Wi-Fi მნიშვნელოვანი ონლაინ შეხვედრის დროს, გამორთული მაცივარი, გაჩერებული გათბობის ქვაბი შუა ზამთარში, ჩაშლილი სამუშაო პროცესი და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
მოკლედ, 90-იანებიდან უკვე გამოვედით და სანთლებსაც მხოლოდ დაბადების დღის ტორტზე ვანთებთ. იმისათვის, რომ დენის მოულოდნელმა გათიშვამ თქვენი გეგმები არ ჩაშალოს, გამოსავალი მარტივია - საკუთარი, პირადი ელექტროსადგური, ანუ - გენერატორი.
ახლა არ იფიქროთ, რომ ამ წამსვე უნდა შეხვიდეთ Holst.ge-ზე და გენერატორები შეარჩიოთ. სულ რამდენიმე წუთი დაგვითმეთ, რათა იმ 5 გამორჩეულად მნიშვნელოვან ფაქტზე მოგითხროთ, რაც გენერატორის შეძენამდე აუცილებლად უნდა იცოდეთ.
1. სიმძლავრის სწორად დათვლა (ვატები და კილოვატები)
ყველაზე დიდი შეცდომა, რასაც გენერატორის ყიდვისას უშვებენ, სიმძლავრის არასწორი გაანგარიშებაა. „ერთი მაცივარი და 3 ნათურა რას უნდა ითხოვდეს“ - ეს ფრაზა ბევრს ძვირად უჯდება.
- სამუშაო სიმძლავრე: ეს არის ენერგიის ის რაოდენობა, რაც მოწყობილობას მუდმივად სჭირდება მუშაობისთვის.
- პიკური/გაშვების სიმძლავრე: ელექტროძრავის მქონე ტექნიკას (მაცივარი, წყლის ტუმბო, კონდიციონერი, გათბობის ქვაბი) ჩართვის მომენტში 2-3-ჯერ მეტი ენერგია სჭირდება, ვიდრე სტანდარტული მუშაობისას.
ოქროს წესი: შეკრიბეთ ყველა იმ მოწყობილობის სიმძლავრე, რომლის ერთდროულად ჩართვაც გსურთ, გაითვალისწინეთ მათი პიკური დატვირთვა და მიღებულ ჯამს დაამატეთ 20-30%-იანი რეზერვი. გენერატორს არ უყვარს ზღვარზე მუშაობა.
2. საწვავის ტიპი: ბენზინი, დიზელი, გაზი
საჭირო სიმძლავრის გარკვევის შემდეგ, უნდა აირჩიოთ, რაზე იმუშავებს თქვენი გენერატორი:
- ბენზინი: საუკეთესო არჩევანია სახლისთვის, აგარაკისთვის, არც თუ დიდი მასშტაბების მაღაზიისთვის. გაცილებით ხელმისაწვდომი ფასი აქვს, ადვილად იქოქება ცივ ამინდში, ნაკლებ ხმაურს გამოსცემს და ასე შემდეგ.
- დიზელი: გამძლე და ეკონომიურია, თუ გენერატორს ყოველდღიურად ან ხანგრძლივად იყენებთ, მაგალითად, მშენებლობაზე ან ობიექტზე. თავად აგრეგატი ძვირია, თუმცა საწვავის ხარჯი - ნაკლები.
- გაზი: თხევად გაზზე მომუშავე მოდელები ძალიან ეკონომიურია, თუმცა მოითხოვს გაზის ბალონის უსაფრთხო მიერთებას.
3. ტიპი: სტანდარტული (ტრადიციული) თუ ინვერტორული?
ეს პუნქტი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია თანამედროვე მგრძნობიარე ტექნიკის მფლობელებისთვის:
- სტანდარტული გენერატორი: იძლევა შედარებით „უხეშ“ დენს. გამოდგება განათებისთვის, სამშენებლო ინსტრუმენტებისა და გამათბობლებისთვის.
- ინვერტორული გენერატორი: გამოსცემს სუფთა დენს. აუცილებელია ლეპტოპების, სმარტ-ტელევიზორების, თანამედროვე მაცივრებისა და გაზის ქვაბების უსაფრთხოებისთვის. გარდა ამისა, არის გაცილებით ჩუმი, კომპაქტური და ეკონომიური.
4. ხმაური და განთავსების ადგილი
გენერატორი არ არის ჩუმი მოწყობილობა. მისი ხმაურის დონე დეციბელებში იზომება.
- სტანდარტული ღია კორპუსის მქონე გენერატორები გამოსცემს 70-80 dB ხმაურს (თითქმის მტვერსასრუტის ან მძიმე ტრაფიკის დონეზე).
- თუ გენერატორი მჭიდროდ დასახლებულ ეზოში ან აივანზე უნდა დადგათ, ეძებეთ მოდელები ხმის დამხშობი კორპუსით ან აირჩიეთ ინვერტორული ტიპი (50-65 dB).
უსაფრთხოება: არასოდეს ამუშაოთ გენერატორი დახურულ ოთახში ან საცხოვრებელ სივრცეში! გამონაბოლქვი შეიცავს მხუთავ აირს, რომელიც სიცოცხლისთვის საშიშია.
5. ჩართვის სისტემა და ავტომატიკა
ბოლო დეტალი კომფორტს ეხება - როგორ უნდა აინთოს სინათლე, როცა დენი ჩაქრება?
- ხელით დაქოქვა: ტროსის ამოქაჩვა. ბიუჯეტურია, თუმცა მოითხოვს ფიზიკურ ძალისხმევას (განსაკუთრებით ზამთარში).
- ელექტრო სტარტერი: იქოქება გასაღების მოტრიალებით ან ღილაკზე თითის დაჭერით (მარტივი და კომფორტულია).
- ავტომატური ჩართვის სისტემა: სისტემა თავად აღიქვამს, რომ შუქი ქრება და გენერატორს ჩარევის გარეშე, რამდენიმე წამში ქოქავს. დენის მოსვლისთანავე კი ავტომატურად ითიშება.
Schpindel SCHI-112319 გენერატორი ბენზინზე 2.5KW X208CC

- ბრენდი - SCHPINDEL
- პროდუქტის ტიპი - გენერატორი
- სიმძლავრე - 2.5kw
- გარანტია - 1 წელი
- შტრიხ-კოდი - 7314518112319
- წონა (კგ) - 37.3
- კვების წყარო - 220-240V
- ავზის მოცულობა - 15L
- საწვავის ტიპი - ბენზინი
- კუბატურა - 208cc
- სტარტერი - მექანიკური
- ზეთი - SAE 10W-30
- დამატებითი ინფორმაცია - ზეთის ავზის მოცულობა: 0.6L
Schpindel SCHI-169016 გენერატორი ბენზინზე 5.5KW X420CC

- ბრენდი - SCHPINDEL
- პროდუქტის ტიპი - გენერატორი
- სიმძლავრე - 5.5kw
- გარანტია - 1 წელი
- შტრიხ-კოდი - 7314518169016
- წონა (კგ) - 75.2
- კვების წყარო - 220-240V
- კომპლექტაცია - სახელური და ბორბლები
- ავზის მოცულობა - 25L
- საწვავის ტიპი - ბენზინი
- კუბატურა - 420cc
- სტარტერი - მექანიკური
- ზეთი - SAE 10W-30
- დამატებითი ინფორმაცია - სამართავი პანელი: უკუქცევის დაწყება/სამი ევროპული სოკეტები/ძაბვის მრიცხველი/T ტიპის DC სოკეტი/მიწის ტერმინალი; ალტერნატორი: 220V/50HZ /T ტიპის DC/AVR ერთფაზიანი, სპილენძის მავთული
Schpindel SCHI-198573 გენერატორი ბენზინზე (E.START) 8.5KW (220-380V) X459CC

- ბრენდი - SCHPINDEL
- პროდუქტის ტიპი - გენერატორი
- სიმძლავრე - 8.5kw
- გარანტია - 1 წელი
- შტრიხ-კოდი - 7314518198573
- წონა (კგ) - 105
- კვების წყარო - 220/380V
- კომპლექტაცია - სახელური და ბორბლები
- ავზის მოცულობა - 25L
- საწვავის ტიპი - ბენზინი
- კუბატურა - 459cc
- სტარტერი - ავტომატური/მექანიკური
- ზეთი - SAE 10W-30
- დამატებითი ინფორმაცია - სამართავი პანელი / 16A და 32A ევროპული როზეტი / ძაბვის მრიცხველი / V ტიპის DC როზეტი და 9V DC / დამიწების ტერმინალი / AVR ერთ და სამ ფაზიანი / სპილენძის მავთული