არც თუ ისე კარგ ხელოსანთან ერთხელ მაინც თუ გქონიათ შეხება და მით უმეტეს, სიმწრით ან თუნდაც - სიმღერ-სიმღერით ნაყიდ სახლში შეგიშვიათ რემონტისთვის, რთული წარმოსადგენი არ არის, ნერვები რა დღეში გექნებოდათ. თან მიზეზებიც რომ არასოდეს ელევათ ხოლმე: წებოა უხარისხო, არც ცემენტის ხარისხია მისაღები, ამ გაჯს ხომ ისეთს ვეღარსად შოულობს, კომუნისტების დროს რომ ყველგან იყიდებოდა. ჰოდა, გამოვა კედლები და იატაკი აცაბაცა და აჯღაბაჯღა, აბა, რა იქნება?!
რას ვიზამთ, არსებობენ არც თუ კარგი ხელოსნები, მაგრამ საბედნიეროდ, არსებობს ლაზერული თარაზო, რომელზეც ღვთის პირიდან გავარდნილი ყველაზე აფერისტი ხელოსანიც კი საყვედურს ვერ გაბედავს - სიზუსტე ამ ხელსაწყოს მთავარი დანიშნულებაა და იმიტომ. ეს კი იმას ნიშნავს, რომ უბრალოდ რემონტი გაქვთ თუ კიდევ უფრო მაგარი ამბავი - სახლს აშენებთ, ლაზერული თარაზო აუცილებლად დაგჭირდებათ, რომელიც ერთი, რომ ზედმეტი ხარჯებისგან დაგიხსნით და მეორე - არც ნერვების აშლის მიზეზს მოგცემთ.
ლაზერული თარაზო და მისი თავისებურებები
ლაზერული თარაზო - ეს არის ხელსაწყო წერტილებს შორის სიმაღლის სხვაობის დასადგენად. ინსტრუმენტი გამოიყენება გეოდეზიაში, კარტოგრაფიაში, ასევე, რაღა თქმა უნდა, მშენებლობა-რემონტის დროსაც.
სიზუსტის მიხედვით, თარაზო ამგვარად იყოფა:
- მაღალი სიზუსტის - ყველაზე ზუსტი ხელსაწყო, რომლის ცდომილება პრაქტიკულად, უმნიშვნელოა და უნდა გააჩნდეს მინიმუმ 30-ჯერ გადიდების საცქერი მილაკი. მარტივი მისახვედრია, რომ მაღალი სიზუსტის ლაზერული თარაზო გამოიყენება მაშინ, როცა აუცილებელია აზომვითი სამუშაოების ზედმიწევნით ზუსტად შესრულება.
- ზუსტი - დაშვებული ცდომილება ამ ხელსაწყოს შემთხვევაში 2-3 მმ გახლავთ.
- 3ტექნიკური - შესაძლებელია, შეცდომა 10 მმ-ს აღემატებოდეს. ასეთი ხელსაწყო, როგორც წესი, ისეთი მასშტაბური სამუშაოების შესრულებისას გამოიყენება, სადაც მაღალი სიზუსტე სულაც არ არის საჭირო.
- წერტილოვანი - ყველაზე მარტივი ხელსაწყო, რომელიც ობიექტზე წერტილის დასასმელად მხოლოდ ერთი სხივის პროეცირებას ახდენს. წერტილოვანი ლაზერული თარაზო მარტივი საყოფაცხოვრებო სამუშაოებისას გამოიყენება, როგორიც შეიძლება იყოს, მაგალითად, შპალერის გაკვრა, თაროების მონტაჟი და ასე შემდეგ.
- ხაზოვანი - ხელსაწყო, სადაც სინათლის ნაკადი გადის პრიზმიდან, რომელიც პერპენდიკულარულად არის განლაგებული. სხივების რაოდენობის მიხედვით განისაზღვრება ხელსაწყოს შესაძლებლობები. ყველაზე ფუნქციონალურს შეუძლია ჯვარედინი სხივების, დამატებითი წერტილების პროეცირება. იყენებენ სხვადასხვა კონსტრუქციის მონტაჟისას, სარემონტო სამუშაოების დროს.
- როტაციული - სხივების გაფრქვევა ლინზაში გავლის შემდეგ ხდება. სხივის დიაპაზონი, ზოგ შემთხვევაში, 100 მეტრსაც აჭარბებს. ძირითადად, ხელსაწყოს პროფესიონალები იყენებენ: მშენებლები, ლანდშაფტის დიზაინერები, არქიტექტორები და ასე შემდეგ.
მაღალი სიზუსტის ლაზერული თარაზოს გამოყენების სფერო
პირველი და მეორე კლასის ან განსაკუთრებით ზუსტი საინჟინრო სამუშაოებისთვის მაღალი სიზუსტის მქონე ლაზერული თარაზო გამოყენება. გაზომვის მაღალი სიზუსტე საშუალებას იძლევა, ასეთი ხელსაწყოები შემდეგი დანიშნულებით იქნეს გამოყენებული:
- შენობებისა და ნაგებობების დეფორმაციის კონტროლი;
- შენობების აგება;
- მაღალი კოშკურა ამწეებისა და კონსტრუქციების კონტროლი;
- ავტობანებისა და რკინიგზის მშენებლობა;
- სახელმწიფო და სპეციალური გეოდეზიური ქსელების მშენებლობაზე მუშაობა;
- კვლევითი სამუშაოების წარმოება;
- სხვადასხვა გეოდეზიური კვლევები;
TOLSEN TOL1572-35141 - ლაზერული თარაზო 20M

- ბრენდი - TOLSEN
- პროდუქტის ტიპი - ლაზერული თარაზო
- დიაპაზონი - 20 m
- გარანტია - 1 წელი
- შტრიხ-კოდი - 6933528735632
- წონა (კგ) - 0.55
- კვების წყარო - 2xAA ელემენტი
- კომპლექტაცია - ჩანთა
- სიზუსტე - ±0.3 mm/10m
- ლაზერი - 635 Nm Arima
- შტატივის ხრახნი - 1/4''
- ლაზერის ფერი - წითელი
CROWN CT44047 - ლაზერული თარაზო 30m

- ბრენდი - CROWN
- პროდუქტის ტიპი - ლაზერული თარაზო
- დიაპაზონი - 30 m
- გარანტია - 1 წელი
- შტრიხ-კოდი - 7640177425058
- წონა (კგ) - 0.85
- კვების წყარო - 4xAA ელემენტი
- ლაზერის პროექცია - 1V 1H
- სიზუსტე - ±3 mm / 10m
- ლაზერი - 520 Nm II კლასი
- შტატივის ხრახნი - 1/4''
- თვითგასწორების დრო და დიაპაზონი - <=4 წ/± 4o
- ლაზერის ფერი - მწვანე
Dewalt DW088K-XJ - ლაზერული თარაზო

- ბრენდი - DEWALT
- პროდუქტის ტიპი - ლაზერული თარაზო
- დიაპაზონი - 50 m
- გარანტია - 1 წელი
- შტრიხ-კოდი - 5035048338575
- წონა (კგ) - 1.85
- კვების წყარო - 3xAA ელემენტი
- კომპლექტაცია - კედელზე დასამაგრებელი + ქეისი + 3x ელემენტი
- სიზუსტე - ±0.3 mm/m
- ლაზერი - II კლასი, <1 mW
- შტატივის ხრახნი - 1/4''
- თვითგასწორების დრო და დიაპაზონი - <=4 წ/± 4o
- ლაზერის ფერი - წითელი