როდის გვჭირდება და როგორ შევარჩიოთ სწორად პერფორატორი?

სახლში თაროს დაკიდება გადაწყვიტეთ, კედელზე სურათის ჩამოკიდება გინდათ თუ რემონტს შეუდექით, მაგრამ ბეტონის კედელი ამ გადასარევ გეგმებს ჯიუტად ეწინააღმდეგება? სწორედ ასეთ დროს უნდა გაიხსენოთ პერფორატორი - ხელსაწყო, რომელსაც მყარ ზედაპირებთან ურთიერთობის ისეთი გამოცდილება აქვს, თქვენი მოწონებული.

პერფერატორი, ერთი შეხედვით, ჩვეულებრივ ელექტრობურღს ჰგავს, თუმცა მისი შესაძლებლობები გაცილებით ფართოა. ის არა მხოლოდ ბურღავს, არამედ დარტყმითი მექანიზმის დახმარებით ბეტონს, აგურსა და სხვა მყარ მასალებსაც უმკლავდება. ზოგიერთ მოდელს კი მსუბუქი ნგრევითი სამუშაოების შესრულებაც შეუძლია.

თუმცა, სანამ ყველაზე მძლავრი მოდელის შეძენას გადავწყვეტთ, ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ: ხელსაწყოს არჩევისას მეტი სიმძლავრე ყოველთვის უკეთეს გადაწყვეტილებას არ ნიშნავს. მთავარია, იცოდეთ, რა სამუშაოსთვის გჭირდებათ პერფორატორი, რამდენად ხშირად გამოიყენებთ და რომელ მახასიათებლებს უნდა მივაქციოთ ყურადღება.

ჰოდა, მივყვეთ ახლა და გავარკვიოთ, როდის არის პერფორატორი ნამდვილად საჭირო, რით განსხვავდება ის სხვა საბურღი ხელსაწყოებისგან და როგორ შეარჩიოთ მოდელი, რომელიც საქმესაც გაგიმარტივებთ და ზედმეტ ხარჯებსაც აგარიდებთ.

რა სამუშაოსთვის გჭირდებათ პერფორატორი?

პერფორატორის შერჩევა იმით უნდა დაიწყოთ, რა სამუშაოს შესრულებას აპირებთ. მაგალითად, ბეტონის კედელში რამდენიმე ხვრელის გაბურღვა, აგურის კედელზე თაროს დამაგრება და ძველი ფილების ან ბეტონის ნაწილის მოშორება ერთი და იგივე ამოცანა არ არის. შესაბამისად, განსხვავებული შეიძლება იყოს ხელსაწყოც.

თუ პერფორატორი ძირითადად სახლის მცირე სარემონტო სამუშაოებისთვის გჭირდებათ, მსუბუქი ან საშუალო სიმძლავრის მოდელიც შეიძლება სრულიად საკმარისი აღმოჩნდეს. უფრო რთული, ხშირი და მძიმე სამუშაოებისთვის კი უმჯობესია ისეთი ხელსაწყო შეარჩიოთ, რომელიც დატვირთვას გაუმკლავდება.

გაითვალისწინეთ ისიც, რომ ყველა პერფორატორს ერთნაირი ფუნქციები არ აქვს. ზოგი მოდელი ბურღვასა და დარტყმით ბურღვაზეა გათვლილი, ზოგიერთს კი დარტყმის რეჟიმიც აქვს, რაც მასალების ჩამოსაშლელად გამოიყენება. ამიტომ შეძენამდე კარგად დაფიქრდით: მხოლოდ ხვრელების გაბურღვა გჭირდებათ თუ ხელსაწყოს სხვა სამუშაოებისთვისაც გამოიყენებთ? ამ კითხვაზე პასუხი არჩევანს საგრძნობლად გაგიმარტივებთ.

რამდენად ხშირად გამოიყენებთ?

თუ ხელსაწყო მხოლოდ პერიოდულად დაგჭირდებათ, მაგალითად, თაროების დასამაგრებლად, კედელში ხვრელების გასაკეთებლად ან მცირე სარემონტო სამუშაოებისთვის, პრაქტიკული და მარტივად გამოსაყენებელი მოდელი კარგი არჩევანი იქნება. ასეთ შემთხვევაში პროფესიული კლასის ძვირადღირებული ხელსაწყოს შეძენა გამართლებული არ არის.

ხოლო თუ პერფორატორი თქვენი ყოველდღიური სამუშაოს ნაწილია, ყურადღება მიაქციეთ გამძლეობას, გადახურებისადმი მდგრადობას, ვიბრაციის შემცირების სისტემასა და მომსახურების შესაძლებლობას. ასეთ დროს მხოლოდ დაბალი ფასი შეიძლება ძვირადაც დაგიჯდეთ, განსაკუთრებით მაშინ, თუ ხელსაწყო ყველაზე შეუფერებელ მომენტში გადაწყვეტს, რომ დასვენება სჭირდება.

რომელ მახასიათებლებს უნდა მიაქციოთ ყურადღება?

ერთი შეხედვით, პერფორატორის ტექნიკური მონაცემები შეიძლება რთულად გასაგები ჩანდეს, თუმცა რამდენიმე ძირითადი მახასიათებლის ცოდნა არჩევანს გაცილებით მარტივს გახდის.

  • - სიმძლავრე (ვატი) - გვიჩვენებს, რამდენ ელექტროენერგიას მოიხმარს ხელსაწყო. თუმცა მაღალი სიმძლავრე ავტომატურად არ ნიშნავს, რომ პერფორატორი ყველა სამუშაოს უკეთ შეასრულებს.
  • - დარტყმის ენერგია (ჯოული) - ერთ-ერთი მნიშვნელოვანი მაჩვენებელია, რომელიც გვიჩვენებს, რამდენ ენერგიას გადასცემს ხელსაწყო თითოეულ დარტყმას. ბეტონისა და სხვა მყარი მასალების დასამუშავებლად ეს მონაცემი განსაკუთრებით საყურადღებოა.
  • - ბრუნვის სიჩქარე და დარტყმების სიხშირე - გავლენას ახდენს მუშაობის პროცესზე და ხელსაწყოს შესაძლებლობებზე. თუმცა შედეგი დამოკიდებულია მასალაზეც, გამოყენებულ ბურღსა და სამუშაოს ტიპზე.
  • - სამუშაო რეჟიმები - შეამოწმეთ, აქვს თუ არა მოდელს ჩვეულებრივი ბურღვის, დარტყმითი ბურღვისა და დარტყმის რეჟიმები. საჭირო ფუნქციები კონკრეტული სამუშაოს მიხედვით შეარჩიეთ.
  • - წონა და ერგონომიკა - თუ ხელსაწყო დიდხანს ან თავზემოთ უნდა გამოიყენოთ, მისი წონა, სახელურის მოხერხებულობა და ვიბრაციის შემცირების სისტემა განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.

მთავარი პრინციპი მარტივია: შეარჩიეთ პერფორატორი რეალური სამუშაოს მიხედვით და არა მხოლოდ ყველაზე დიდი რიცხვების ან მიმზიდველი ფასის გამო. სწორად შერჩეული ხელსაწყო საქმესაც გაგიმარტივებთ და ზედმეტ ძალისხმევასაც აგარიდებთ.

Schpindel SPB-03790B ელ. პნევმატური დრელი 790W 2.8J სიჩქარის რეგულირებით SDS-PLUS

Schpindel perforatori

  • ბრენდი - SCHPINDEL
  • პროდუქტის ტიპი - პერფორატორი
  • სიმძლავრე - 790W
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 2514252153141
  • წონა (კგ) - 5.09
  • კვების წყარო - 220-240V
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-1250min
  • ვაზნის დიამეტრი - SDS PLUS
  • დამატებითი კომპლექტაცია - საბურღი თავაკი 8/10/12 + წვეტიანი საბურღი თავი 13*240mm + ბრტყელი საბურღი თავი 13*240mm + სიღრმის მზომი + 1 წყვილი ნახშირი
  • დარტყმის ძალა - 2.8J
  • დარტყმის სისრაფე - 0-5500min
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) - 24mm/30mm/13mm
  • დამატებითი ინფორმაცია - კაბელის სიგრძე - 2მ; ცვლადი სიჩქარით

TOLSEN TOL1789-79510 ელექტრო პნევმატური დრელი 800WX26MMX3.0J

Tolsen perforatori

  • ბრენდი - TOLSEN
  • პროდუქტის ტიპი - პერფორატორი
  • სიმძლავრე - 800W
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 6933528789581
  • წონა (კგ) - 5
  • კვების წყარო - 220-240V
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-1100min
  • ვაზნის დიამეტრი - SDS PLUS
  • ფუნქციები - დარტყმა/დარტყმა ბურღვისას/ბურღვა
  • დამატებითი კომპლექტაცია - ქეისი + დამატებით სახელური + სიღრმის მარეგულირებელი + 5 საცვლელი პირი
  • დარტყმის ძალა - 3J
  • დარტყმის სისრაფე - 0-4000min
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) - 26mm/30mm/13mm

CROWN CT18101 - ელ. პნევმატური დრელი 1100W

Crown perforatori

  • ბრენდი - CROWN
  • პროდუქტის ტიპი - პერფორატორი
  • სიმძლავრე - 1100W
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 7640372691951
  • წონა (კგ) - 4.5
  • კვების წყარო - 220-240V
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-850min
  • ვაზნის დიამეტრი - SDS PLUS
  • ფუნქციები - დარტყმა ბურღვისას/დარტყმა/ბურღვა
  • დამატებითი კომპლექტაცია - ქეისი + დამატებით სახელური + სიღრმის მარეგულირებელი + საჭრისები
  • დარტყმის ძალა - 4J
  • დარტყმის სისრაფე - 0-4200min
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) - 26mm/40mm/13mm

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება