| როგორ და რატომ გვიმარტივებს ცხოვრებას წყლის ტუმბო |
| როგორ და რატომ გვიმარტივებს ცხოვრებას წყლის ტუმბო |
ერთი ასეთი საინტერესო ანდაზაა: „წყალზე გასდე ხიდიო, მოისხი მადლი დიდიო“. როდის და რომელ საუკუნეში ითქვა ეს ანდაზა პირველად, რთული სათქმელია, თუმცა, დღეს, 21-ე საუკუნეში რომ წყალს ხიდის გარდა კიდევ ბევრი რამ სჭირდება, ფაქტია. მაგალითად, წყლის პომპა, რომელიც დღეს უამრავი ოჯახისა და ბიზნესის შეუცვლელი დამხმარეა. იქნება ეს სარწყავი სისტემის გამართული მუშაობა, სახლისთვის წყლის მიწოდება თუ საწარმოო პროცესები - ტუმბო იქ არის, სადაც წყლის უწყვეტი ნაკადია საჭირო. მისი მრავალფეროვანი მოდელები და დანიშნულება საშუალებას გვაძლევს, ყოველდღიური საქმეები უფრო მარტივად და ეფექტიანად მოვაგვაროთ.
ქვემოთ იმის შესახებ ვისაუბროთ, როგორ და რატომ გვიმარტივებს წყლის ტუმბო ცხოვრებას.
ყველაზე უფრო გავრცელებულია წყლის ტუმბოების ორი ტიპი: ზედაპირისა და ჩასაძირი, თუმცა, ასევე არსებობს, მაგალითად, არტეზიული წყლის ტუმბოები, ვერტიკალური მრავალსაფეხურიანი ტუმბოები, საცირკულაციო ტუმბოები და ასე შემდეგ.
ზედაპირისა და ჩასაძირი წყლის ტუმბოები განვიხილოთ.
მოწყობილობას არაერთი უპირატესობა აქვს, მათ შორის:
აგრეგატის მნიშვნელოვანი უპირატესობა წყლის თანაბარი მიწოდებაა. ჰიდროაკუმულატორში ყოველთვის არის სითხის გარკვეული მარაგი, რომელიც მომენტალურად ივსება ხარჯვის შესაბამისად.
ჩასაძირი ტუმბო ფუნქციონირებს სითხეში ნაწილობრივი ან სრული ჩაძირვით. ასეთი მოწყობილობის შემთხვევაში, პირველ რიგში, ელექტრო კაბელების საიმედო იზოლაციაა საჭირო. ზოგადად, ჩასაძირი ტუმბოს კონსტრუქციისთვის ისეთ მასალებს იყენებენ, რომელსაც წყლის არ ეშინია (უჟანგავი ფოლადი და სხვადასხვა პოლიმერი). ძრავა გადატუმბული წყლით გრილდება, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი გადახურება ხანგრძლივი მუშაობის გამო, პრაქტიკულად, გამორიცხულია.
ინდივიდუალური მეურნეობის წყლით მომარაგებისთვის არსებობს ორი ტიპის ჩასაძირი ტუმბო: ჭისა და ჭაბურღილის. ასევე, შეხვდებით კიდევ ორ ტიპს - სადრენაჟოს (მექანიკური მინარევების მქონე წყლის სატუმბად) და ფეკალური (კანალიზაციისთვის) - მათი დანიშნულება კონკრეტული ფუნქციების შესრულებაა.
ზედაპირის ტუმბო, მარტივად მისახვედრი ამბავია, მიწის ზედაპირზე უნდა განთავსდეს. მოწყობილობას წყლის ამოტუმბვა არც ისე ძალიან ღრმა ჭიდან, მდინარიდან თუ ტბიდან შეუძლია. აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ რა თქმა უნდა, წყლის პომპა დიდ სიღრმეზეც წარმატებით მუშაობს, თუკი სპეციალური მოწყობილობის აღიჭურვება. საუბარია ეჟექტორზე, რომელიც შლანგზე მაგრდება და წყალში მასთან ერთად იძირება.
ტუმბოს მუშაობის დროს ამოტუმბული სითხის ნაწილი დამატებითი არხის მეშვეობით უკან ეჟექტორში მიედინება, რაც წნევის გაზრდის საშუალებას იძლევა. თუმცა, ასეთ სისტემას უარყოფითი მხარეებიც აქვს: რაც უფრო ღრმაში ჩადის შლანგი, წარმადობა მცირდება, ხოლო ენერგიის მოხმარება პირიქით, იზრდება.
სწორად შერჩეული წყლის ტუმბო არა მხოლოდ კომფორტს, არამედ ეკონომიასაც უზრუნველყოფს. მარტივად რომ ვთქვათ, ეს არის მოწყობილობა, რომელიც დიდ საქმეს აკეთებს - წყლით გვამარაგებს იქ, სადაც ყველაზე მეტად გვჭირდება. ამიტომ, ვისაც სურს, ცხოვრება ერთხელ და სამუდამოდ გაიმარტივოს, ტუმბოზე ინვესტიცია ნამდვილად ღირს.


