როგორ გავახანგრძლივოთ ელექტრო დრელის „სიცოცხლე“ - ინსტრუმენტის მოვლის წესები

ყველა ხელოსანმა თუ სახლში ჩხირკედელაობის მოყვარულმა იცის ის იმედგაცრუება, როცა შუა მუშაობისას ინსტრუმენტი ხურდება, უცნაურ ხმებს გამოსცემს, ან სულაც ჩერდება. ხშირად ამის მიზეზი არა ქარხნული წუნი, არამედ ელემენტარული მოვლის წესების უგულებელყოფაა. თამამად შეიძლება იმის თქმა, რომ ელექტრო დრელი ჩვენი ერთ-ერთი მთავარი დამხმარეა, რომელსაც არაერთი რთული საქმის იოლად მოგვარება შეუძლია.

ქვემოთ იმის შესახებ ვისაუბროთ, როგორ მოვუაროთ მას სწორად, რათა ყოველთვის მზად იყოს ახალი გამოწვევებისთვის.

ელექტრო ბურღი და მისი ტიპები

სანამ მოვლის წესებზე გადავიდოდეთ, მნიშვნელოვანია, გვესმოდეს, რომ ყველა დრელი ერთნაირი დატვირთვისთვის არ არის შექმნილი. ინსტრუმენტის „სიცოცხლის“ გახანგრძლივება მისი სწორად შერჩევით იწყება. თუკი ჩვეულებრივ დრელს ბეტონის დასანგრევად გამოიყენებთ, ის რამდენიმე წუთში გადაიწვება, როგორი გასაოცარი მოვლა-პატრონობაც არ უნდა გამოგეჩინათ მანამდე.

ელექტრო ბურღები ძირითადად, სამ კატეგორიად იყოფა:

  • - სტანდარტული (დარტყმის გარეშე): განკუთვნილია ზუსტი სამუშაოებისთვის ხეზე, მეტალსა და პლასტმასაზე. აქვს მაღალი ბრუნთა რიცხვი, მაგრამ არ აქვს დარტყმის ფუნქცია. ასეთი ბურღის გადატვირთვა მაგარ მასალებზე (აგური, ბეტონი), ყოვლად დაუშვებელია.
  • - დარტყმითი დრელი: ყველაზე პოპულარული არჩევანია სახლისთვის. აქვს სპეციალური მექანიზმი, რომელიც ბურღვისას მცირე დარტყმებს ახორციელებს. იდეალურია აგურისა და მსუბუქი ბეტონისთვის, აი, რთულ კონსტრუქციებზე ხანგრძლივი მუშაობა კი მის რესურსს სწრაფად ფიტავს.
  • - პერფორატორი: შეიძლება ითქვას, ეს უკვე მძიმე არტილერიაა. თუ თქვენი მიზანი მყარი ბეტონის კედლების გაბურღვაა, ამგვარ დატვირთვას მხოლოდ პერფორატორი თუ გაუძლებს. მისი მექანიზმი პნევმატიკურია, რაც იმას ნიშნავს, რომ თავად ასრულებს სამუშაოს და თქვენგან ძალის დატანებას არ მოითხოვს.

გაითვალისწინეთ, რომ თქვენი ინსტრუმენტის ხანგრძლივი მუშაობის საიდუმლო იმაში მდგომარეობს, რომ არ მოსთხოვოთ იმაზე მეტი, ვიდრე მისი კონსტრუქცია ითვალისწინებს.

როგორ მოვუაროთ ელექტრო ბურღს - 5 ოქროს წესი

იმისათვის, რომ თქვენი ინსტრუმენტი წლების განმავლობაში გამართულად მუშაობდეს, აუცილებელია სწორი მოვლა და აი, რას ვგულისხმობთ:

  • გაწმინდეთ მტვრისგან ყოველი გამოყენების შემდეგ

მტვერი ელექტრო ინსტრუმენტის ნომერ პირველი მტერია. ბურღვისას წარმოქმნილი ნაწილაკები აღწევს ძრავის სავენტილაციო ხვრელებში, რაც გადახურებას იწვევს.

რჩევა: სამუშაოს დასრულების შემდეგ, გამოიყენეთ მტვერსასრუტი ან კომპრესორი სავენტილაციო ხვრელების გასაწმენდად.

  • არ გადაახუროთ ძრავა

ხშირად, როცა მაგარ მასალას ვბურღავთ, ინსტრუმენტს მთელი ძალით ვაწვებით. ეს შეცდომაა. ზედმეტი დაწოლა ძრავას აიძულებს, მაქსიმალურ დატვირთვაზე იმუშაოს, რაც გადაწვას იწვევს.

წესი: მიეცით დრელს საშუალება, „დამოუკიდებლად“ ბურღოს. თუ გრძნობთ, რომ კორპუსი ძალიან გაცხელდა, ინსტრუმენტი 5-10 წუთი შეასვენეთ.

  • სწორად შეარჩიეთ საბურღი პირი (სვერლო)

ბლაგვი ან არასწორად შერჩეული პირი დრელზე დატვირთვას აორმაგებს. არასწორად შერჩეული პირით ბეტონის ბურღვა არაეფექტურიცაა და ინსტრუმენტს სერიოზულ ზიანს აყენებს.

კონტროლი: ყოველთვის დარწმუნდით, რომ საბურღი პირი მჭიდროდ არის დაფიქსირებული ვაზნაში და რომ არ არის დეფორმირებული.

  • სწორი სტარტი და ბრუნთა რიცხვის კონტროლი

ბევრი შეცდომას უშვებს, როცა ბურღვის დაწყებისთანავე ღილაკს ბოლომდე აწვება. ეს ძრავისთვის მკვეთრი დატვირთვაა.

რჩევა: ყოველთვის დაიწყეთ ბურღვა დაბალი ბრუნებით. მხოლოდ მას შემდეგ, რაც მიმართულება დაფიქსირდება, თანდათან მოუმატეთ სიჩქარეს. ასევე, არასდროს გადართოთ დარტყმითი რეჟიმიდან ჩვეულებრივზე მაშინ, როცა ძრავა ჯერ კიდევ ტრიალებს – ეს მექანიზმის კბილანებს აზიანებს.

  • შენახვის პირობები

ნესტი და ტენიანობა იწვევს შიდა დეტალების კოროზიასა და ელექტრო გაყვანილობის დაზიანებას.

რჩევა: ყოველთვის შეინახეთ დრელი თავის ქარხნულ ქეისში, მშრალ და გრილ ადგილას. სადენი კი არ დაახვიოთ მჭიდროდ ინსტრუმენტზე, რომ სადენები არ დაზიანდეს.

Schpindel SPA-05600 ელ. დრელი ჩაქუჩით 600W - M

Schpindel eleqtro dreli

  • ბრენდი - SCHPINDEL
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო დრელი ჩაქუჩით
  • სიმძლავრე - 600W
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 1920512914888
  • წონა (კგ) - 2.3
  • კვების წყარო - 220-240V
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-3000min
  • ვაზნის დიამეტრი - 13mm
  • დამატებითი კომპლექტაცია - 1 წყვილი ნახშირი + ინსტრუქცია + დამატებითი სახელური + სიღრმის მარეგულირებელი
  • დარტყმის სისრაფე - 0-48000min
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) - 13mm/25mm/N/A
  • დამატებითი ინფორმაცია - კაბელის სიგრძე - 2მ; მეტალის ვაზნით; ცვლადი სიჩქარე

TOLSEN TOL1814-79505 ელექტრო დრელი ჩაქუჩით 750w

Schpindel eleqtro dreli

  • ბრენდი - TOLSEN
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო დრელი ჩაქუჩით
  • სიმძლავრე - 750W
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 6933528798026
  • წონა (კგ) - 2.38
  • კვების წყარო - 220-240V
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-3000min
  • ვაზნის დიამეტრი - 0.8-13mm
  • ფუნქციები - დარტყმა ბურღვისას/ბურღვა
  • დამატებითი კომპლექტაცია - დამატებით სახელური + სიღრმის მარეგულირებელი
  • დარტყმის სისრაფე - 0-48000min
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) - 13mm/25mm/13mm

CROWN CT10130 - ელექტრო დრელი ჩაქუჩით 810W

Crown eleqtro dreli

  • ბრენდი - CROWN
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო დრელი ჩაქუჩით
  • სიმძლავრე - 810W
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 7640177420190
  • წონა (კგ) - 2.1
  • კვების წყარო - 220-240V
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-2800min
  • ვაზნის დიამეტრი - 1.5-13mm
  • ფუნქციები - დარტყმა ბურღვისას/ბურღვა
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) - 16mm/30mm/13mm

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება