როგორ შევმატოთ სიმყუდროვე სამუშაო კუთხეს სწორი სანათით?

სახლიდან მუშაობა, გვიანობამდე მეცადინეობა თუ უბრალოდ საყვარელი წიგნის კითხვა - ჩვენი სამუშაო მაგიდა ხშირად იქცევა სივრცედ, სადაც დღის უდიდეს ნაწილს ვატარებთ. თუმცა, ხანგრძლივი მუშაობის შემდეგ, ხშირად ვგრძნობთ დაღლილობას, დისკომფორტს ან მოტივაციის ნაკლებობას, რის მიზეზსაც იშვიათად ვეძებთ... განათებაში. არადა, არასწორმა შუქმა შეიძლება სივრცე საავადმყოფოს პალატას დაამსგავსოს, მაშინ, როცა სწორად შერჩეულ მაგიდის სანათი ნამდვილ მშველელად გვევლინება.

აქვე ისიც უნდა ვთქვათ, რომ დიდი ხანია, მაგიდის სანათი გასცდა მხოლოდ ფუნქციური ნივთის ჩარჩოებს და ინტერიერის მნიშვნელოვან აქცენტად გადაიქცა. მთავარი საკითხი, ალბათ, მაინც ის არის, რომ სწორ შუქს შეუძლია, ცივი სამუშაო გარემო მყუდრო, შთამაგონებელ თავშესაფრად აქციოს, სადაც საქმის კეთება ტვირთი კი არა, სიამოვნებაა.

როგორი ტიპის მაგიდის სანათები არსებობს?

სანამ უშუალოდ შეძენაზე გადახვალთ, უნდა იცოდეთ, რა არჩევანს გთავაზობთ Holst.ge. დიზაინისა და ფუნქციონალის მიხედვით, მაგიდის სანათები რამდენიმე ძირითად ჯგუფად იყოფა:

  • კლასიკური (ფიქსირებული) სანათები: აქვს მყარი სადგამი და ტრადიციული დიზაინი. ძირითადად, სინათლეს ერთ წერტილში მიმართავs და იდეალურია მათთვის, ვისაც სამუშაო მაგიდაზე მუდმივი, სტაბილური განათება სჭირდება. ამასთან, ასეთი სანათი ხშირად ინტერიერის მშვენიერი დეკორაციაა.
  • მოქნილი (რეგულირებადი) სანათები: ეს არის ე.წ. არქიტექტორის ლამპები მოძრავი მუხლებით ან დრეკადი კორპუსით. მათი მთავარი პლუსი ისაა, რომ შეგიძლიათ შუქის კუთხე, სიმაღლე და მიმართულება წამებში შეცვალოთ და ზუსტად იქ მიანათოთ, სადაც განათება კონკრეტულ მომენტში გჭირდებათ.
  • სამაგრებიანი სანათები: თუ თქვენს მაგიდაზე ადგილს ოქროს ფასი აქვს, ეს ვარიანტი თქვენთვისაა. ასეთი ტიპის სანათი მაგიდის კიდესა თუ თაროზე სპეციალური მომჭერით მაგრდება, რაც სივრცეს მნიშვნელოვნად ზოგავს.
  • სმარტ-სანათები: თანამედროვე ტექნოლოგიების მოყვარულთათვის. აქვს სენსორული მართვა, შუქის სიკაშკაშის რეგულირება და მათ სადგამში ხშირად ტელეფონის უსადენო დამტენიც კი არის ჩაშენებული.

როგორ შევარჩიოთ საჭირო მაგიდის სანათი?

სრულყოფილი სანათის შესარჩევად მხოლოდ მისი ვიზუალით მოხიბვლა არ კმარა. სიმყუდროვისა და კომფორტის შესაქმნელად რამდენიმე ოქროს წესი უნდა გაითვალისწინოთ:

  • განსაზღვრეთ თქვენი საჭიროება: თუ ძირითადად კომპიუტერთან მუშაობთ, დაგჭირდებათ რბილი, გაბნეული შუქი, რომელიც ეკრანზე არ აირეკლება. ხოლო თუ წერთ, ხატავთ ან წვრილ დეტალებთან გიწევთ მუშაობა, მძლავრი, მიმართული შუქი გესაჭიროებათ.
  • მაგიდის ზომა და სანათის მასშტაბი: დიდი ზომის მაგიდას პატარა სანათი ვერ გაანათებს და პირიქით, პატარა მაგიდაზე გიგანტური სანათი სივრცეს ვიზუალურად გადატვირთავს. ოპტიმალურია, როცა სინათლის წყარო თქვენი თვალების დონეზე ოდნავ მაღლა ექცევა.
  • ინტერიერთან თავსებადობა: სიმყუდროვის განცდას ჰარმონია ქმნის. თუ თქვენი ოთახი ლოფტის ან მინიმალიზმის სტილშია, მეტალის ან შავი მქრქალი სანათი მოუხდება. ხოლო კლასიკურ ან სკანდინავიურ სტილს ხის დეტალები და ნაჭრის აბაჟური იდეალურად დაამშვენებს.

კიდევ რა უნდა ვიცოდეთ მაგიდის სანათის შესახებ?

ხშირად ყველაფერს სწორად ვაკეთებთ, მაგრამ არასწორი ნათურის გამო მთელი ეფექტი ფუჭდება. აი, ის ტექნიკური დეტალები, რომლებიც აუცილებლად უნდა იცოდეთ:

მთავარი საიდუმლო შუქის ტემპერატურაშია!

  • თბილი შუქი (2700K - 3000K): ეს არის ყვითელი, მყუდრო განათება. ის იდეალურია საღამოს საათებში განსატვირთად, წიგნის წასაკითხად და მოდუნებისთვის. თუ თქვენი მიზანი მყუდრო გარემოა, აირჩიეთ თბილი განათება.
  • ნეიტრალური/დღის შუქი (4000K): ეს არის თეთრი, ბუნებრივი შუქი. ის ყველაზე ნაკლებად ღლის თვალს ხანგრძლივი მუშაობისას და ხელს უწყობს კონცენტრაციას.
  • ცივი შუქი (5000K+): ლურჯი ელფერის მქონე მკვეთრი განათება. სამუშაო კუთხისთვის ნაკლებად რეკომენდებულია, რადგან სივრცეს სიმყუდროვეს უკარგავს და ხელს უშლის ძილის ჰორმონ მელატონინის გამომუშავებას.

Linus LSH-74419 მაგიდის სანათი

Linus magidis sanati

  • ბრენდი - LINUS
  • პროდუქტის ტიპი - მაგიდის სანათი
  • ვოლტი - 220-240V
  • სიხშირე - 50-60Hz
  • ვაზნის ტიპი - E14
  • სიგრძე - კაბელის სიგრძე: 1.5m
  • კორპუსის ფერი - შავი
  • გარანტია - 1 წელი
  • ენერგოეფექტურობის კლასი - A+
  • შტრიხ-კოდი - 4869321874419
  • წონა (კგ) - 0.95
  • სიმძლავრე (W) - 5

Linus LSH-74563 მაგიდის სანათი

Linus magidis sanati

  • ბრენდი - LINUS
  • პროდუქტის ტიპი - მაგიდის სანათი
  • ვოლტი - 220-240V
  • სიხშირე - 50-60Hz
  • ვაზნის ტიპი - E27
  • სიგრძე - კაბელის სიგრძე: 1.5m
  • კორპუსის ფერი - შავი
  • გარანტია - 1 წელი
  • ენერგოეფექტურობის კლასი - A+
  • შტრიხ-კოდი - 4869321874563
  • წონა (კგ) - 0.95
  • სიმძლავრე (W) - 40

Linus LSH-74488 მაგიდის სანათი

Linus magidis sanati

  • ბრენდი - LINUS
  • პროდუქტის ტიპი - მაგიდის სანათი
  • ვოლტი - 220-240V
  • სიხშირე - 50-60Hz
  • ვაზნის ტიპი - E27
  • სიგრძე - კაბელის სიგრძე: 1.5m
  • კორპუსის ფერი - შავი
  • გარანტია - 1 წელი
  • ენერგოეფექტურობის კლასი - A+
  • შტრიხ-კოდი - 4869321874488
  • წონა (კგ) - 0.95
  • სიმძლავრე (W) - 40

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება