| როგორც ავეჯი და ტექნიკა, ისე ელექტრო სახრახნისის ქონაც აუცილებელია ნებისმიერ ოჯახში |
| როგორც ავეჯი და ტექნიკა, ისე ელექტრო სახრახნისის ქონაც აუცილებელია ნებისმიერ ოჯახში |
ავეჯის, ტექნიკის, ჭურჭლის, ჰიგიენური საშუალებების, აფთიაქის გარეშე ხომ პრაქტიკულად, შეუძლებელია თანამედროვე ოჯახი, არა? ასევე შეუძლებელია, ერთი ელექტრო სახრახნისი მაინც არ მოგეძიებოდეთ უჯრაში, საკუჭნაოში, კარადის თავსა თუ იმ ადგილას, სადაც ყველაზე საჭირო ხელსაწყოებს ინახავთ.
ახლა, ელექტრო სახრახნისი რომ კომპოტს ვერ გაგვიცხელებს და ხახვს ვერ მოგვითუშავს, კი ბატონო, არ გეკამათებით, მაგრამ იმ დროს რას ვშვრებით, როცა რაღაც არის შესაკეთებელი, მეზობელს უნდა მივადგეთ? იქნებ, კაი გემრიელი „ჟმოტი“ და უჟმური მეზობელი გვყავს ან საუკეთესო შემთხვევაში, იქნებ, უხასიათოდ არის, მერე?
მოკლედ, ბევრი რომ აღარ გავაგრძელოთ, მეგობრული რჩევა გვაქვს, ოჯახში მინიმუმ ერთი ელექტრო სახრახნისი მაინც იქონიოთ და თუკი საქმიანობა ხელმარჯვეობას უკავშირდება, Holst.ge-ზე, სხვა ყველაფერთან ერთად, წამყვანის ბრენდების სახრახნისებსაც შეიძენთ.
რა თქმა უნდა, ეს უფრო რიტორიკული კითხვაა, თუმცა, მარტივ ჭეშმარიტებას ორიოდე სიტყვით მაინც მოგახსენებთ: ინსტრუმენტის მთავარი დანიშნულება ხრახნების, ჭანჭიკებისა და სხვა დეტალების კედლებში, ინტერიერის საგნებსა და სხვა ზედაპირებში დამაგრებაა. სახრახნისის გამოყენება შეიძლება სარემონტო სამუშაოებისას, სხვადასხვა სახეობის ავეჯის აწყობისას, ფანჯრების ღიობებისა და თავად ფანჯრების მონტაჟისას, ელექტრო მოწყობილობების შეკეთებისთვის, კომპიუტერული ტექნიკის მომსახურებისთვის და ასე შემდეგ და ასე შემდეგ
- სიმძლავრე ან ძაბვა - ამ მაჩვენებელზეა დამოკიდებული ინსტრუმენტის მარგი ქმედების კოეფეიციენტი. მახასიათებლები ცვალებადია და პირდაპირ კავშირშია დამუხტვის დონესთან. რაც უკეთესად არის აკუმულატორი დატენილი, მით აქტიურად და დიდხანს შეიძლება მუშაობა;
- ელემენტის ტიპი - სულ სამი სახეობა გამოიყენება: ნიკელ-კადმიუმიანი, ჰიბრიდული ნიკელ-ლითონისა და ლითიუმ-იონური აკუმულატორები. პირველი ვარიანტი ყველაზე ხელმისაწვდომია ფასის მხრივ. მარტივად ადაპტირდება ტემპერატურული რეჟიმების ცვლილებებთან, ხოლო ექსპლუატაციის ვადა 1000 დამუხტვით განისაზღვრება. ლითიუმ-კადმიუმიანი მოდელი ყველაზე დიდი ტევადობისაა და მცირე ზომებითაც გამოირჩევა, თუმცა ღირებულება საკმაოდ მაღალია. რაც შეეხება ჰიბრიდულს, დამუხტვა შთამბეჭდავი დროით ჰყოფნის, თუმცა პირველისგან განსხვავებით, ექსპლუატაციის ვადა შედარებით ნაკლები აქვს;
- ელემენტის ტევადობა - მაჩვენებელი მოქმედებს ინსტრუმენტით მუშაობის დროზე. ენერგიის ხარჯვა არათანაბრად ხდება და პირდაპირ კავშირშია რეჟიმზე, რომელიც კონკრეტულ დროს არის მოწყობილობაზე დაყენებული;
- ბრუნვის მომენტი - განისაზღვრება მასალასთან შეხებისას;
- საცმის ბრუნების რაოდენობა - დამოკიდებულია სიმძლავრეზე. ამდენად, არჩევანის გაკეთებამდე, კარგად უნდა გქონდეთ განსაზღვრული, კონკრეტულად, რა ტიპის სამუშაოები გაქვთ შესასრულებელი.
პირველ რიგში, სახრახნისი მოსახერხებელი და კომფორტული უნდა იყოს. თუკი კორპუსი რეზინით არის დაფარული, ეს დიდი პლუსია. სხვა ყველაფერთან ერთად, ასეთი მოდელი გაცილებით დაცულია დავარდნის შემთხვევაში. ასევე, რეზინი ინსტრუმენტის გამოყენებას გაცილებით მსუბუქს და ბევრად ერგონომიულს გახდის.
კარგია, თუკი კომპლექტში ორი აკუმულატორი შედის. ბრუნების რეგულირების ფუნქციაც ზედმეტი ნამდვილად არ იქნება.
არ უნდა დავივიწყოთ დელიკატური მუშაობა, რაც განსაკუთრებით მნიშვნელოვანია რბილ და ძვირფას მასალასთან მუშაობის შემთხვევაში. ამ დროს დაგეხმარებათ წნევის სიდიდის რეგულირების ფუნქცია.
გახსოვდეთ, რომ რაც უფრო მძლავრია სახრახნისის ძრავა და ელემენტის მოცულობაც მეტია, შესაბამისად, წარმადობაც მაღალია, ვინაიდან ინსტრუმენტს მალ-მალე დატენა არ დასჭირდება.


