როგორი ელექტო დრელი უნდა შეიძინო?

სხვადასხვა ტიპის ნაგებობის დანგრევა გსურთ? მაშინ ხარისხიანი დრელი გჭირდებათ. ხელსაწყო ყველა ამ ტიპის საქმეს იდეალურად უმკლავდება და შეუფერხებლად მუშაობს. თუმცა, ეს ასე ხარისხიანი ინსტრუმენტის შემთხვევაშია. ასეთების შერჩევაში კი ჩვენ დაგეხამრებით, რადგან ჰოლსტი სავსეა საუკეთესო ელექტრო დრელებით. 

რომელი ბრენდები დაგხვდებათ ჩვენთან?

ბრენდების მხრივ სრული მრავალფეროვნებაა. ამავდროულად, თითოეული მათგანი მაღალი ხარისხის პროდუქტებს გვთავაზობს და ნებისმირი არჩევნის შემთხვევაში, თქვენს ხელთ არაჩვეულებრივი ინსტრუმენტი მოხვდება. უფრო მეტად რომ დავკონკრეტდეთ, ჩვენთან შეხვდებით ისეთ წამყვან ბრენდებს, როგორებიცაა: Schpindel, Tolsen, Crown და სხვა. ყველა მათგანის ელექტრო დრელს დეტალურად განვიხილავთ.

რას უნდა მიაქციოთ ყურადღება შეძენისას?

როცა ინსტრუმენტს იძენთ, არსებობს გარკვეული საკითხები, რომლებიც მნიშვნელოვანია და აუცილებლად უნდა მიაქციოთ ყურადღება. დრელის შემთხვევაში პირველი ასეთი მახასიათებელი სიმძლავრეა. თუ ინსტრუმენტს მაღალი მონაცემები აქვს, ყველანაირი ტიპის საქმეზე მუშაობს. მაგალითად, შეუძლია შედარებით შრომატევად პროექტებში დახმარება. დაბალი ძალის შემთხვევაში კი უფრო მსუბუქ საქმეს ასრულებს. რის მიხედვით უნდა აირჩიოთ ელექტრო დრელი? ეს მთლიანად თქვენზეა დამოკიდებული. ჯერ კარგად უნდა გაერკვეთ, როგორი ტიპის საქმე ელოდება ინსტრუმენტს? ხშირად მოუწევს მუშაობა თუ არა? სირთულეებს მაღალი ძალის მქონე დრელი კარგად გაუმკლავდება, ხოლო მსუბუქ საქმეებზე შეგიძლიათ ნაკლებად მძლავრი ხელსაწყო დაიხმაროთ. გარდა ამისა, თვალი უნდა გადაავლოთ ბრუნვის სიჩქარეს, მაქსიმალური ბურღვის მონაცემებს, ვაზნის დიამეტრსა და სხვა მსგავსი ტიპის მონაცემებს.

რატომ უნდა შეიძინოთ ხელსაწყოები ჩვენთან?

უკვე ვთქვით ის, რომ ჰოლსტზე საუკეთესო ბრენდები იყრის თავს, მაგრამ გარდა ამისა კიდევ ბევრი უპირატესობაა. ხელსაწყოების შესაძენად სახლიდან გასვლა არ გჭირდებათ. ნივთებს ონლაინ არჩევთ და იწერთ. ამ მეთოდით კი ზოგავთ დროს. საკურიერო მომსახურება მთელი ქვეყნის მასშტაბით ვრცელდება და უფრო მეტიც, თუ შეკვეთა 50 ლარზე მეტისაა, მიტანა უფასოა. ეს წესი მოქმედებს როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. 

Schpindel SPA-05600 ელ. დრელი ჩაქუჩით 600W - M

Schpindel-ის ელექტრო დრელი საშუალო სიმძლავრისაა და კარგად მუშაობს შედარებით მსუბუქ საქმეებზე. ინსტრუმენტს თან ახლავს დამატებითი ნივთები, კერძოდ, 1 წყვილი ნახშირი, ინსტრუქცია, დამატებითი სახელური და სიღრმის მარეგულირებელი. თითოეული ხელსაწყო სამუშაო პროცესს ბევრად უფრო კომფორტულს გახდის. დრელი სამი სახის მასალაზე მუშაობს, კერძოდ, ბეტონზე, ხესა და მეტალზე.

Schpindel eleqtro dreli

  • ბრენდი - SCHPINDEL       
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო დრელი ჩაქუჩით 
  • სიმძლავრე - 600W
  • გარანტია - 1 წელი   
  • შტრიხ-კოდი - 1920512914888     
  • წონა (კგ) - 2.3
  • კვების წყარო - 220-240V   
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-3000min     
  • ვაზნის დიამეტრი - 13mm
  • დამატებითი კომპლექტაცია - 1 წყვილი ნახშირი + ინსტრუქცია + დამატებითი სახელური + სიღრმის მარეგულირებელი   
  • დარტყმის სისრაფე - 0-48000min           
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) - 13mm/25mm/N/A
  • დამატებითი ინფორმაცია - კაბელის სიგრძე - 2მ; მეტალის ვაზნით; ცვლადი სიჩქარე

უპირატესობები:

  • მაღალი სამუშაო რესურსი
  • დამატებითი ნივთები
  • ბურღვის სიღრმე
  • ერთ წლიანი გარანტია
  • ვაზნის დიამეტრი
  • კომპაქტურობა

TOLSEN TOL2096-79504 ელექტრო დრელი 650W 13MM

უფრო მძლავრ დრელს ეძებთ? Tolsen-ის ეს მოდელი 650 W ძალას ფლობს და არაჩვეულებრივად უძღვება საქმეს. ამასთანავე, მოყვება დამატებითი სახელური, ქანჩი და სიღრმის მარეგულირებელი. თან ახლავს ერთ წლიანი გარანტიაც. თუ ინსტრუმენტს ქარხნული დეფექტი აღმოაჩნდება, ასეთ დროს საუკეთესო გამოსავალი სერვის ცენტრში მიტანაა.

Tolsen eleqtro dreli

  • ბრენდი - TOLSEN   
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო დრელი ჩაქუჩით 
  • სიმძლავრე - 650W 
  • გარანტია - 1 წელი   
  • შტრიხ-კოდი - 6933528798019     
  • წონა (კგ) - 2.38         
  • კვების წყარო - 230-240V   
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-3000/min   
  • დამატებითი კომპლექტაცია - დამატებითი სახელური + ქანჩი + სიღრმის მარეგულირებელი         
  • დარტყმის სისრაფე - 0-48000bpm         
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) - 13mm/25mm/13mm           

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • დამატებითი კომპლექტაცია
  • ბრუნვის სიჩქარე
  • ფუნქციები
  • მაღალი ხარისხი
  • გამძლეობა
  • ერთ წლიანი გარანტია

CROWN CT10129-ელექტრო დრელი ჩაქუჩით 750W 

Crown-ის დრელი ჩამოთვლილებს შორის ყველაზე მძლავრია, ამიტომ თუ წინ შრომატევადი საქმე გელით, ამ ხელსაწყოს გირჩევთ. ინსტრუმნეტს ახლავს ერთ წლიანი გარანტია.

Crown eleqtro dreli

  • ბრენდი - CROWN 
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო დრელი ჩაქუჩით 
  • სიმძლავრე - 750W 
  • გარანტია - 1 წელი   
  • შტრიხ-კოდი - 7640177420176     
  • წონა (კგ) - 1.9
  • კვების წყარო - 220-240V   
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-2800min     
  • ვაზნის დიამეტრი - 1.5-13mm       
  • ფუნქციები - დარტყმა ბურღვისას/ბურღვა           
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) - 16mm/30mm/13mm           

უპირატესობები:

  • მაღალი სიმძლავრე
  • ერთ წლიანი გარანტია
  • ვაზნის დიამეტრი
  • სიმსუბუქე
  • ბურღვის სიღრმე
  • მაღალი ხარისხი

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება