რომელ 3 კიბეს შეგიძლიათ ენდოთ ბოლომდე?

არსებობს ისეთი ინსტრუმენტები, რომლებიც სახლში აუცილებლად უნდა გქონდეთ და სწორედ ასეთია კიბე. ხელსაწყო ნებისმიერ დროს შეიძლება გამოგადგეთ და თქვენს საიმედო დამხმარედ იქცეს. თუ ჯერ კიდევ არ გაქვთ ინსტრუმენტი, სწორედ ახლაა ყიდვის დრო.

რა დროს შეიძლება დაგჭირდეთ კიბე?

ქალაქგარეთ ცხოვრობთ, დიდი ეზო და ხეხილის ბაღები გაქვთ? თუ ასეა, მაშინ კიბე აუცილებლად დაგჭირდებათ. ინსტრუმენტის გარეშე კი ყველაფერი ბევრად რთულად იქნება, უფრო მეტიც, რიგ საქმეებს ვერც კი შეასრულებთ. მაგალითად, როგორ წარმოგიდგენიათ ხის კენწეროდან ხილის ჩამოკრეფა კიბის გარეშე? დიახ, ნამდვილად შეუძლებელია. ხელსაწყო კი ამ ერთი შეხედვით რთულ საქმეს გაამარტივებს. მხოლოდ გარეთა ტერიტორიაზე კი არა, კიბეები ოთახშიც საჭიროა. რომელი ინსტრუმენტი დაგჭირდებათ ნათურის შესაცვლელად ანდაც ფარდების ჩამოსაკიდ/ჩამოსახსნელად? აქაც სწორი პასუხი მხოლოდ ერთია და ისევ ამ ამ არაჩვეულებრივ ინსტრუმენტთან მივდივართ.

რა სახის კიბეები არსებობს?

კიბეების შერჩევისას რამდენიმე საკითხია გასათვალისწინებელი და პირველად ყურადღება სწორედ ხელსაწყოს ტიპზე უნდა გაამახვილოთ. არსებობს ისეთი ინსტრუმენტები, რომლებიც მხოლოდ გარეთა ტერიტორიისთვის გამოდგება და შიდა სივრცისთვის მოუხერხებელია. ასევე პირიქით, გვაქვს ისეთი ინსტრუმენტები, რომლებიც მხოლოდ ოთახში გამოიყენება. აქ მთავარი თქვენი საჭიროებაა. თუ კიბეები გარე სივრცისთვის გჭირდებათ, უნდა შეიძინოთ მაღალი მონაცემების მქონე ხელსაწყო, ხოლო შიდა ტერიტორიისთვის პატარა და კომპაქტური ინსტრუმენტია საჭირო. ასევე მნიშვნელოვანია საფეხურების რაოდენობა, მასალის ტიპი, ზომა გაშლისას და სხვა მსგავსი მახასიათებლები. როცა თითოეულ მათგანს გულდასმით გადახედავთ და მონაცემებს ერთმანეთს შეადარებთ, მარტივად გადაწყვეტთ, თუ რომელი სახის კიბე გესაჭიროებათ.

რომელი ბრენდის კიბეა სანდო?

Sarayli კიბეების წარმოებაში სახელგანთქმულია და ყოველთვის მაღალ ხარისხს გვთავაზობს. ეს კი ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, რადგან კიბე გამძლე და სანდო უნდა იყოს, წინააღმდეგ შემთხვევაში რისკებთანაა დაკავშირებული. თუმცა, როცა ასეთი ბრენდის ხელსაწყოებზე ვსაუბრობთ, საშიში არაფერია. შეგიძლიათ მშვიდად იყოთ, რადგან Sarayli საუკეთესო კიბეებს გვთავაზობს.

რატომ ჩვენი ონლაინ ჰიპერმარკეტი?

მაღალი ხარისხის ინსტრუმენტებსა და კომფორტულ მომსახურებას ეძებთ? მაშინ ზუსტად ამის გამო უნდა შეიძინოთ ხელსაწყოები ჩვენს ონლაინ ჰიპერმარკეტში. ნივთების საყიდლად სახლიდან გასვლა და თანმდევი, არც თუ ისე სასიამოვნო პროცედურების გავლა არ მოგიწევთ და ინსტრუმენტებს ნებისმიერი წერტილიდან შეიძენთ. ამ მეთოდით თქვენ დაზოგავთ ძალიან მნიშვნელოვანს - დროს. ინსტრუმენტებს საიტიდან იწერთ და ელოდებით, სულ ეს არის. საკურიერო მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება და უფრო მეტიც, თუ თქვენი შეკვეთა 50 ლარზე მეტისაა, მიტანა უფასოა. ეს წესი მოქმედებს როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში.

SARAYLI კიბე Acrobat Aluminium 4x4 დასაკეცი

Sarayli მრავალფეროვანი არჩევნითაც გვანებივრებს და სწორედ ამიტომ, ბლოგში 3 კიბეს წარმოგიდგენთ. ეს კონკრეტული მოდელი ძალიან კომპაქტურია, რადგან მაქსიმალურად მჭიდროდ იკეცება, რაც მარტივად გადასაადგილებელს ხდის და მცირე სივრცესაც იკავებს. კიბე მეტალისგანაა დამზადებული, რაც იმას ნიშნავს რომ სანდოა. ინსტრუმენტი 4 X 4 საფეხურების რაოდენობითა და სიმაღლით გამოირჩევა. ხელსაწყო საუკეთესოა გარე სივრცეებისთვის.

Sarayli dasakeci kibe

  • ბრენდი - SARAYLI   
  • პროდუქტის ტიპი - კიბე     
  • ზომა - სიმაღლე: 4675mm სიმაღლე გაშლისას: 2300mm სადგამის სიგრძე: 2250mm 
  • მასალა - მეტალი     
  • შტრიხ-კოდი - 8695849009325         
  • წონა (კგ) - 16
  • პროფილი - 63x25mm           
  • საფეხურების რაოდენობა - 4x4

უპირატესობები:

  • მაქსიმალური ზომა გაშლისას
  • საფეხურების რაოდენობა
  • კომპაქტურობა
  • გამძლე მასალა
  • მაღალი ხარისხი

SARAYLI კიბე Professional Alu.5+1 საფეხური

მეორე კიბე პირველთან შედარებით განსხვავებულია. ეს კონკრეტული მოდელი ოთახისთვისაა გამოსადეგი. ინსტრუმენტს 5 + 1 საფეხური აქვს და ძალიან კომპაქტური გამოსაყენებელია. საკმაოდ მარტივი გადასაადგილებელია, რის გამოც კიდევ უფრო კომფორტული ხდება. თუ კიბეს შიდა სივრცისთვის ეძებთ, ეს მოდელო საუკეთესოა.

Sarayli kibe

  • ბრენდი - SARAYLI   
  • პროდუქტის ტიპი - კიბე     
  • მასალა - ალუმინი   
  • შტრიხ-კოდი - 8699897397823         
  • წონა (კგ) - 9   
  • საფეხურების რაოდენობა - 5+1       
  • სიმაღლე - 1840MM

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • საფეხურების რაოდენობა
  • კომფორტულობა
  • მაღალი ხარისხი
  • სიმაღლე

SARAYLI კიბე Industrial Aluminium 1x15 საფეხური

Sarayli-ის კიდევ ერთ კიბეს წარმოგიდგენთ. ეს მოდელიც, პირველის მსგავსად, გარე ტერიტორიისთვისაა გამოსადეგი. ინსტრუმენტი საკმაოდ მაღალია და 15 საფეხური აქვს.

Sarayli kibe

  • ბრენდი - SARAYLI   
  • პროდუქტის ტიპი - კიბე     
  • ზომა - 410x4090mm 
  • მასალა - მეტალი     
  • შტრიხ-კოდი - 8695849009912         
  • წონა (კგ) - 9.2
  • სიმაღლე - 4090MM 
  • პროფილი - 80x20mm           
  • საფეხურების რაოდენობა - 15

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • მაღალი ხარისხი
  • გამძლეობა
  • მეტალის მასალა

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება