| რომელი ჯობია: 800 ათასზე მეტი ავტომობილი თუ ამდენივე ელექტრო შალაშინი? |
| რომელი ჯობია: 800 ათასზე მეტი ავტომობილი თუ ამდენივე ელექტრო შალაშინი? |
თბილისში ავტომობილების რაოდენობამ 800 ათასს გადააჭარბაო, ნახეთ ახალი კვლევის შედეგები? ბევრია, თან ძალიან ბევრი, არა? და რა კავშირშია დედაქალაქში ასე გიჟურად მომრავლებული ავტომობილები და ელექტრო შალაშინი? პირდაპირი კავშირი, პრინციპში, არ არის, თუმცა, ავდგეთ და დავაკავშიროთ, ჩვენს ხელში არ არის? მაგალითად, აი, ასე: 800 ათასზე მეტ ავტომობილს ხომ ჯობია 800 ათასზე მეტი ელექტრო შალაშინი, არა? იმიტომ ჯობია, რომ თუ ამდენი ინსტრუმენტი გაიყიდა, გამოდის, რომ საქმეც ძალიან ბევრია, ხალხიც დასაქმებულა და ჩვენც გავიხარებთ, თქვენც და აღარც ტრიფონიას დაიჭერს ვინმე. რაც მთავარია, საცობს არც 800 ათასი შალაშინი გამოიწვევს და არც - 800 მილიონი!..
სინამდვილეში, ელექტრო სალაშინი მართლაც უაღრესად საჭირო და გამოსადეგი ინსტრუმენტია და რატომ გვაქვს ასეთი აზრი, ამას ქვემოთ დეტალურად მოგახსენებთ. უფრო მეტიც, ასე ვირტუალურად დავშლით და ორიოდე სიტყვას მთავარი ნაწილების შესახებაც გეტყვით.
ეს გლეხი კაცითვინ არ არის არავინ, თორემ, იდეალური შედეგებისთვის, აგერ, ბატონო ელექტრო შალაშინია, რომელიც ჭკვიან და გადასარევ ხალხს მოუგონია. მართლაც, ეს ინსტრუმენტი ხის პრაქტიკულად, იდეალურად სწორი და გლუვი ზედაპირის შესაქმნელად გამოიყენება. ინსტრუმენტი მოთხოვნადია როგორც პროფესიულ სფეროებში, ასევე, ყოველდღიურ ცხოვრებაში. მექანიკური მოწყობილობისგან განსხვავებით, ელექტრო მოწყობილობას ფუნქციონირების ფართო სპექტრი აქვს. უკეთ რომ დავაზუსტოთ, ინსტრუმენტის ფუნქციებში შედის:
ამ მოწყობილობის დეტალებს თუ ჩავუღრმავდებით, ის უნდა ვთქვათ, რომ მოტორიდან ბარაბანზე მომენტის გადაცემა უფრო ხშირად კბილა ამძრავი ღვედით ხდება, რომელიც გვინდა თუ არ გვინდა, ერთხელაც გაიცვითება. თუმცა, ამ ნაწილის შეცვლა არანაირ სირთულეს არ წარმოადგენს, ვინაიდან ღვედი ხელმისაწვდომ ადგილას არის განთავსებული და დიდი ჯაფა შეცვლის პროცესში არ დაგადგებათ. აქედან დასკვნა: ისეთი მოდელის ძებნა, რომელსაც უსაზღვროდ და უკიდეგანოდ გამძლე ამძრავი ღვედი აქვს, არც მთლად წარმატებული გადაწყვეტილებაა, მით უმეტეს, რომ ამ ელემენტის ღირებულება საკმაოდ დაბალია.
საერთოდ, დამუშავების სიღრმის დარეგულირება ჩვეულებრივ ხელის შალაშინზეც შესაძლებელია, ხოლო რაც შეეხება ელექტრო მოდელს, ეს პროცესი ცოტათი სხვანაირად გამოიყურება. პირველ რიგში, ყველა მოდელი ერთმანეთისგან პარამეტრების დიაპაზონით განსხვავდება და შესაძლებელია, სიღრმის რამდენიმე საფეხურისგან შედგებოდეს.
უფრო ხშირად, სიღრმის შეცვლის მინიმალური მაჩვენებელი 0,1 მილიმეტრია, თუმცა, მოდელის თავისებურებებიდან გამომდინარე, ეს პარამეტრი შესაძლოა, განსხვავებულიც იყოს.
მინიმალური სიღრმის შერჩევა უმჯობესია ისე, რომ მაჩვენებელი უარყოფითი ნიშნულიდან იწყებოდეს, ვინაიდან შალაშინის ზოგიერთი მოდელი ნულოვანი მაჩვენებლიდანაც კი იწყებს ფენების დამუშავებას.
რაღა თქმა უნდა, გაბარიტები და სიმძლავრე ერთმანეთთან პირდაპირ კავშირშია. სულაც არ არის რთული მისახვედრი, რომ უფრო მძლავრი მოდელი ზომებითაც მოზრდილი იქნება. თუმცა, ზოგიერთი მწარმოებელი ახერხებს და მომხმარებელს საკმაოდ მძლავრ, თუმცა, შედარებით მოკრძალებული ზომის ინსტრუმენტს სთავაზობს. მთავარი ამ ყველაფერში მაინც ის არის, რომ სიგრძე და სიგანე შალაშინის სტაბილურად მუშაობაზე გავლენას ახდენს. შესაბამისად, კომპაქტური ზომები პანაცეა ნამდვილად არ არის.
დანარჩენს რაც შეეხება, Holst.ge-ზე შალაშინების საკმაოდ დიდი არჩევანია წარმოდგენილი - პირველ რიგში, ის მოიფიქრეთ, რისთვის გჭირდებათ ხელსაწყო და დანარჩენი უკვე ძალიან მარტივია...


