რომელი პერფორატორებია ყველაზე ეფექტური?

პერფერატორი ერთ-ერთი პრაქტიკული ელექტროინსტრუმენტია, რომელიც განსაკუთრებით საჭიროა სამშენებლო, სარემონტო და სამონტაჟო სამუშაოების დროს. მისი მთავარი დანიშნულებაა მყარ მასალებში, როგორიცაა ბეტონი, აგური და ქვა, სივრცის გაკეთება და სხვადასხვა სახის სამუშაოს შესრულება.

რა არის პერფერატორი?

პერფორატორი არის მძლავრი ელექტრო ან აკუმულატორული ხელსაწყო, რომელიც ბურღვის გარდა დარტყმითი მექანიზმის გამოყენებით მასალას ამტვრევს. სწორედ ეს მექანიზმი განასხვავებს მას ჩვეულებრივი ელექტრობურღისგან. პერფერატორის გამოყენება განსაკუთრებით ეფექტურია ბეტონისა და სხვა მყარი ზედაპირების დამუშავებისას. მისი დახმარებით შესაძლებელია როგორც მცირე დიამეტრის სივრცის შექმნა, ისე შედარებით მძიმე დემონტაჟის სამუშაოების შესრულება.

როგორ მუშაობს პერფერატორი?

პერფერატორის მუშაობის მთავარი პრინციპი დარტყმითი მექანიზმის გამოყენებას ეფუძნება. ჩართული ხელსაწყოს შიდა მექანიზმი საბურღ ან სპეციალურ საცემ თავაკს სწრაფ დარტყმებს გადასცემს. ამ მოძრაობას ბრუნვაც შეიძლება დაემატოს, რის შედეგადაც მყარი მასალის დამუშავება უფრო მარტივი და სწრაფი ხდება.

პერფერატორის მუშაობის რეჟიმი მოდელის მიხედვით განსხვავდება. გავრცელებულია:

  • მხოლოდ ბურღვის რეჟიმი;
  • დარტყმითი ბურღვის რეჟიმი;
  • მხოლოდ დარტყმის, ანუ მტვრევის რეჟიმი.

ამ რეჟიმების არსებობა ხელსაწყოს მრავალფუნქციურს ხდის და სხვადასხვა სამუშაოსთვის გამოყენების საშუალებას იძლევა.

რას გთავაზობთ ჰოლსტი?

ჩვენი ონლაინ ჰიპერმარკეტი ბევრი უპირატესობით გამოირჩევა. პირველ რიგში, ხელსაწყოებს სახლიდან გაუსვლელად იძენთ და საკურიერო მომსახურებით სარგებლობთ. თუ თქვენი შეკვეთა 50 ლარზე მეტისაა, მიტანა სრულიად უფასოა. ეს წესი მოქმედებს ყველგან - როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. ამ მეთოდით კი თქვენ დაზოგავთ დროს და გაიმარტივებთ საქმეს. გარდა ამისა, ჩვენთან მხოლოდ მაღალი ხარისხის ინსტრუმენტები დაგხვდებათ. თითოეული მათგანი დიდხანს და უპრობლემოდ მუშაობს.

CROWN CT18180 BMC - ელექტრო პნევმატური დრელი 650W;1,7J

Crown-ის პერფორატორი კარგ მონაცემებს ფლობს იმისთვის, რომ შეუფერხებლად იმუშაოს. ხელსაწყოს თან ახლავს დამატებითი ნივთები, კერძოდ, ქეისი, სახელური, საცვლელი პირები, ქანჩი და მტვრის შესაგროვებელი. თითოეული ნივთი საქმეს კიდევ უფრო გაგიმარტივებთ. ინსტრუმენტს შეუძლია დარტყმა, ბურღვა და ბურღვის დროს დარტყმა. ამასთანავე, კომპაქტური და კარგად გამოსაყენებელია.

Crown perforatori

  • ბრენდი - CROWN   
  • პროდუქტის ტიპი - პერფორატორი           
  • სიმძლავრე - 650W   
  • გარანტია - 1 წელი   
  • შტრიხ-კოდი - 7640186249348         
  • წონა (კგ) - 5.3
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-1800min         
  • ვაზნის დიამეტრი - SDS PLUS         
  • ფუნქციები - დარტყმა/დარტყმა ბურღვისას/ბურღვა       
  • დამატებითი კომპლექტაცია - ქეისი + დამატებით სახელური + საცვლელი პირები + ქანჩი + მტვრის შესაგროვებელი
  • დარტყმის ძალა - 1.7J         
  • დარტყმის სისრაფე - 0-5800min

უპირატესობები:

  • კომპაქტურობა
  • მაღალი ხარისხი
  • დამატებითი ნივთები
  • დარტყმის ძალა და სისწრაფე
  • ერთ წლიანი გარანტია
  • ვაზნის დიამეტრი

TOLSEN TOL1789-79510 ელექტრო პნევმატური დრელი 800WX26MMX3.0J

Tolsen-ის პერფერატორი უფრო მძლავრია და ბრუნვის მაღალი სიჩქარე აქვს. ამასთანავე, ახლავს ქეისი, სახელური, სიღრმის მარეგულირებელი, 5 საცვლელი პირი. მოყვება ერთ წლიანი გარანტიაც, რასაც ქარხნული დეფექტის შემთხვევაში კარგად გამოიყენებთ.

Tolsen perforatori

  • ბრენდი - TOLSEN   
  • პროდუქტის ტიპი - პერფორატორი           
  • სიმძლავრე - 800W   
  • გარანტია - 1 წელი   
  • შტრიხ-კოდი - 6933528789581         
  • წონა (კგ) - 5   
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-1100min         
  • ვაზნის დიამეტრი - SDS PLUS         
  • ფუნქციები - დარტყმა/დარტყმა ბურღვისას/ბურღვა       
  • დამატებითი კომპლექტაცია - ქეისი + დამატებით სახელური + სიღრმის მარეგულირებელი + 5 საცვლელი პირი 
  • დარტყმის ძალა - 3J
  • დარტყმის სისრაფე - 0-4000min     
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) - 26mm/30mm/13mm

უპირატესობები:

  • სიძლავრე
  • მაღალი ხარისხი
  • კომპლექტაცია
  • ერთ წლიანი გარანტია
  • ღრმად ბურღვის უნარი
  • გამძლეობა
  • ფუნქციები

Schpindel SPB-02150B ელ. პნევმატური დრელი 1500W 4.5J SDS-PLUS

თუ მძლავრ ხელსაწყოს ეძებთ, მაშინ Schpindel-ის ეს კონკრეტული მოდელი უნდა შეიძინოთ. ინსტრუმენტს არაჩვეულებრივი მონაცემები აქვს და თან ახლავს დამატებითი ნივთებიც. პერფერატორი სამი სახის მასალაზე მუშაობს, კერძოდ, ბეტონს, ხესა და მეტალს ბურღავს. 

Schpindel perforatori

  • ბრენდი - SCHPINDEL         
  • პროდუქტის ტიპი - პერფორატორი           
  • სიმძლავრე - 1500W
  • გარანტია - 1 წელი   
  • შტრიხ-კოდი - 2514252153363         
  • წონა (კგ) - 7.53         
  • კვების წყარო - 220-240V     
  • ბრუნვის სიჩქარე - 260-870min       
  • ვაზნის დიამეტრი - SDS PLUS         
  • დამატებითი კომპლექტაცია - საბურღი თავაკი 8/10/12 + წვეტიანი საბურღი თავი 13*240mm + ბრტყელი საბურღი თავი 13*240mm + სიღრმის მზომი + 1 წყვილი ნახშირი   
  • დარტყმის ძალა - 4.5J         
  • დარტყმის სისრაფე - 1200-4100min
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) - 32mm/32mm/13mm
  • დამატებითი ინფორმაცია    კაბელის სიგრძე - 2მ; 6 ცვლადი სიჩქარით

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • მაღალი სიმძლავრე
  • დამატებითი ნივთები
  • ერთ წლიანი გარანტია
  • ბრუნვის მაღალი სიჩქარე    

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება