რომელი წყლის ტუმბო გჭირდებათ, ანუ როგორ უნდა ააწყოთ გამართული წყალმომარაგების სისტემა

21-ე საუკუნეში წყლის სტაბილური წნევა და უწყვეტი მომარაგება ფუფუნება აღარ არის, ალბათ, დაგვეთანხმებით, ეს ელემენტარული საჭიროებაა.

თუკი საკუთარი წყალმომარაგების სისტემის მოწყობას გეგმავთ ან არსებულის გაუმჯობესება გსურთ, პირველი კითხვა, რაც უნდა დასვათ, ასე ჟღერს: „რომელი წყლის ტუმბო მჭირდება?“ ამ კითხვაზე პასუხი ბევრ ფაქტორზეა დამოკიდებული, მათ შორის, წყლის სიღრმიდან დაწყებული, სახლის სართულებით დასრულებული.

ბაზარზე არსებული მოდელების მრავალფეროვნება, იქნება ეს ზედაპირული, ჩასაძირი, ჭაბურღილისა თუ საცირკულაციო, მომხმარებელს ხშირად აბნევს. სწორედ ამიტომ, ძალიან მნიშვნელოვან საკითხს: რომელი წყლის პომპა გჭირდებათ რეალურად.

წყლის ტუმბოების ტიპები - რომელი რისთვის გამოიყენება?

წყლის ტუმბოები უამრავი სახეობის არსებობს, თუმცა თუ ჩვენი მიზანი სახლის უზრუნველყოფა და გამართული სისტემის აწყობაა, სამ მთავარ კატეგორიად უნდა დავყოთ. თითოეულ მათგანს თავისი კონკრეტული დანიშნულება და სამუშაო გარემო აქვს:

  • - ზედაპირის ტუმბოები

როგორც სახელწოდება მიგვანიშნებს, ეს ტუმბოები წყალში არ იძირება და თავსდება მიწაზე, სპეციალურ სათავსოში ან სახლში, ხოლო წყლის გადაქაჩვა მილის საშუალებით ხდება.

მაქსიმალური სიღრმე: როგორც წესი, მათ შეუძლიათ წყლის ამოტუმბვა მაქსიმუმ 7-9 მეტრის სიღრმიდან.

რისთვის გამოიყენება: იდეალურია ჭებიდან, ღია რეზერვუარებიდან (ავზებიდან) წყლის ამოსაქაჩად, ასევე, ცენტრალური წყალმომარაგების წნევის მომატებისთვის.

მთავარი პლუსი: მარტივია მონტაჟი, მოვლა და კონტროლი.

  • - ჩასაძირი ტუმბოები

ეს მოწყობილობები მუშაობისას მთლიანად წყალშია ჩაშვებული. ზედაპირის ტუმბოებისგან განსხვავებით, ისინი წყალს კი არ ქაჩავენ, არამედ ქვემოდან ზემოთ „ბიძგით“ უშვებენ, რაც ბევრად უფრო ეფექტიანია.

სიღრმე და სიმძლავრე: მათ შეუძლიათ წყლის ამოტანა ძალიან დიდი სიღრმიდან (ზოგიერთი მოდელი 100+ მეტრზეც მუშაობს).

ქვეტიპები:

ჭის ტუმბოები: გამოიყენება სტანდარტულ, შედარებით განიერ ჭებში.

ჭაბურღილის (ღრმა) ტუმბოები: აქვთ ვიწრო, ცილინდრული ფორმა და განკუთვნილია სპეციალური, ვიწრო ჭაბურღილებისთვის.

რისთვის გამოიყენება: როცა წყლის დონე მიწის ზედაპირიდან 9 მეტრზე უფრო ღრმად არის.

  • - საცირკულაციო ტუმბოები

ეს პატარა ტუმბოები სრულიად სხვა ამოცანას ასრულებენ - მათ წყალი სიღრმიდან კი არ ამოაქვთ, არამედ უკვე არსებულ, დახურულ სისტემაში (მილებში) მის მოძრაობასა და ცირკულაციას უზრუნველყოფენ.

რისთვის გამოიყენება: გათბობის სისტემებში (რადიატორები, იატაკის გათბობა) და ცხელი წყლის მუდმივი ცირკულაციისთვის, რათა ონკანის მოშვებისას ცხელ წყალს დიდხანს არ ელოდოთ.

რა უნდა გაითვალისწინოთ წყლის ტუმბოს შერჩევისას

მას შემდეგ, რაც განსაზღვრავთ ტუმბოს ტიპს, ყურადღება უნდა მიაქციოთ სამ ძირითად პარამეტრს. სწორედ ამაზეა დამოკიდებული, შეძლებს თუ არა აპარატი თქვენი სახლის წყლით მომარაგებას.

  • წყლის ხარჯი/პროდუქტიულობა - ეს პარამეტრი გვიჩვენებს, რა მოცულობის წყლის მიწოდება შეუძლია ტუმბოს დროის გარკვეულ მონაკვეთში (ჩვეულებრივ იზომება ლიტრებში წუთში ან კუბურ მეტრებში საათში - m3/h).

როგორ დათვალოთ: საშუალოდ, ერთი სტანდარტული ონკანი წუთში დაახლოებით 10-12 ლიტრ წყალს მოიხმარს. თუ სახლში ერთდროულად შეიძლება ჩაირთოს შხაპი, სამზარეულოს ონკანი და სარეცხი მანქანა, გჭირდებათ წყლის ტუმბო, რომლის პროდუქტიულობა 40-50 ლ/წთ იქნება.

  • წნევა და მაქსიმალური სიმაღლე - საუბარია სიმაღლეზე, სადაც ტუმბოს შეუძლია წყლის ატანა. გაითვალისწინეთ, რომ ყოველი 10 მეტრი ვერტიკალური აწევა უდრის დაახლოებით 1 ბარ წნევას.
  • სიმძლავრე - ტუმბოს ძრავის სიმძლავრე ვატებში იზომება (kw) ან ცხენის ძალებში (HP). ბევრს ჰგონია, რომ რაც უფრო მძლავრია ტუმბო, მით უკეთესია. თუმცა, თუ თქვენი ჭის დებიტი დაბალია, ზედმეტად მძლავრი ტუმბო ჭას წამებში დაცლის, თავად კი მშრალზე იმუშავებს და დაიწვება.

Schpindel - წყლის ტუმბო QB80

Schpindel wylis tumbo

  • ბრენდი - SCHPINDEL
  • პროდუქტის ტიპი - ზედაპირის წყლის ტუმბო
  • სიმძლავრე - 0.75kw/1.0HP
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 1200091218134
  • წონა (კგ) - 9.73
  • კვების წყარო - 220-240V
  • წარმადობა (Max) - 3.6m3/h
  • სიმაღლე (Max) - 60
  • შემსვლელი - 25mm(1'')
  • გამომსვლელი - 25mm(1'')
  • ამოტუმბვის სიღრმე (Max) - 8m

Schpindel - წყლის ტუმბო SGJ300

Schpindel wylis tumbo

  • ბრენდი - SCHPINDEL
  • პროდუქტის ტიპი - ზედაპირის წყლის ტუმბო
  • სიმძლავრე - 0.3kw/0.4HP
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 1200091214860
  • წონა (კგ) - 6.4
  • კვების წყარო - 220-240V
  • წარმადობა (Max) - 3m3/h
  • სიმაღლე (Max) - 28
  • შემსვლელი - 25mm(1'')
  • გამომსვლელი - 25mm(1'')
  • ამოტუმბვის სიღრმე (Max) - 8m

Schpindel - წყლის ტუმბო CPm-S146

Schpindel wylis tumbo

  • ბრენდი - SCHPINDEL
  • პროდუქტის ტიპი - ზედაპირის წყლის ტუმბო
  • სიმძლავრე - 0.55kw/0.75HP
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 1200091218158
  • წონა (კგ) - 12.08
  • კვების წყარო - 220-240V
  • წარმადობა (Max) - 6.6m3/h
  • სიმაღლე (Max) - 28
  • შემსვლელი - 25mm(1'')
  • გამომსვლელი - 25mm(1'')
  • ამოტუმბვის სიღრმე (Max) - 8m

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება