რომელია Ledex-ის 3 გამორჩეული მაგიდის სანათი?

გსურთ რომ ოთახში მყუდრო გარემო შექმნათ და სივრცეები სასიამოვნოდ გაანათოთ? მაშინ ზუსტად ჩვენი საოცარი მაგიდის სანათები დაგეხმარებათ მშვიდი ატმოსფეროს შექმნასა და სხვადასხვა კუთხის კარგად მოწყობაში. თუ როგორ უნდა შეარჩიოთ სასურველი ხელსაწყო და კიდევ სხვა მსგავს კითხვებზე პასუხებს ბლოგში ამოიკითხავთ.

რა განსხვავებაა მაგიდის სანათებს შორის?

როცა საქმე მაგიდის სანათებს ეხება, პირველი თვალშისაცემი სხვაობა განათების სიმძლავრეა. თითოეული ინსტრუმენტი სხვადასხვა ტიპისაა და შერჩევისას დაკვირვებაა საჭირო. არსებობს მაღალი ძალის მქონე ხელსაწყოები, რომლებიც სივრცეს სრულყოფილად ანათებს და ისეთებსაც ვხვდებით, რომლებსაც მხოლოდ მცირე ტერიტორიის განათება შეუძლია. გარდა ამისა, უნდა გაითვალისწინოთ ფერის ტემპერატურა, რადგან ამ მხრივ ინსტრუმენტები ორ კატეგორიად იყოფა. არსებობს თბილი და ცივი ნათების მქონე მაგიდის სანათები. აქ უკვე ყველაფერი თქვენს გემოვნებაზეა დამოკიდებული. ასევე, გირჩევთ გაითვალისწინოთ მასალა, ფუნქციები და სხვა მახასიათებლები.

რატომ უნდა შეიძინოთ მაგიდის სანათები ჩვენთან?

ხარისხიანი ხელსაწყოების შეძენა გსურთ? მაშინ ერთ-ერთი მთავარი მიზეზი, თუ რატომ უნდა გამოიწეროთ მაგიდის სანათი ჩვენი საიტიდან, სწორედ ესაა. ჰოლსტი ონლაინ ჰიპერმარკეტია, რომელიც სრულ კომფორტს გთავაზობთ. ხელსაწყოებს სახლიდან გაუსვლელად იძენთ, უბრალოდ იწერთ და საკურიერო მომსახურებით სარგებლობთ. თუ თქვენი შენაძენი 50 ლარზე მეტისაა, მიტანა უფასოა. ეს წესი მოქმედებს ყველგან - როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. შეძენილი ნივთები კი თქვენამდე საკმაოდ მოკლე დროში მოვა. ამ მეთოდით შეგიძლიათ თავიდან აირიდოთ უსიამოვნო მოვლენები, მაგალითად, საცობი, როგი და ა.შ. სამაგიეროდ, დაზოგავთ დროსა და ენერგიას.

LEDEX-32264 მაგიდის LED-სანათი LDX-914 თეთრი

Ledex-ის მაგიდის სანათს ჩვენგან სრული რეკომენდაცია აქვს, რადგან მართლაც საუკეთესოა ფუნქციებითა და სიმძლავრით. ხელსაწყოს თეთრი ფერის კორპუსი აქვს, რაც ნებისმიერი ტიპის ინტერიერთან თავსებადს ხდის. ინსტრუმენტი პლასტიკის, სილიკონისა და რკინისგანაა შექმნილი. სამივე სახის მასალა უმაღლესი ხარისხისაა და დიდხანს ძლებს. ეს კონკრეტული მაგიდის სანათი ასევე აღჭურვილია IP დაცვის ფუნქციით.

LEDEX magidis sanati

  • ბრენდი - LEDEX     
  • პროდუქტის ტიპი - მაგიდის სანათი         
  • ვოლტი - DC 5V 2A (USB)   
  • ფერის ტემპერატურა - 3CCT (3000K,4000K,6500K)       
  • განათების სიმძლავრე - 300 lm       
  • კორპუსის ფერი - თეთრი   
  • მასალა - პლასტიკი, სილიკონი, რკინა     
  • IP დაცვა - IP20         
  • გარანტია - 2 წელი   
  • შტრიხ-კოდი - 5433553532264       
  • წონა (კგ) - 0.32         
  • სიმძლავრე (W) - 6

უპირატესობები:

  • განათების სიმძლავრე
  • დაცვის ფუნქცია
  • სიმძლავრე
  • ორ წლიანი გარანტია
  • გამძლე მასალა
  • სიმსუბუქე

LEDEX-32226 მაგიდის LED-სანათი LDX-919 თეთრი

Ledex-ის მეორე მაგიდის სანათი ოდნავ განსხვავებულია როგორც ფუნქციებით, ასევე ვიზუალური კუთხითაც. ხელსაწყოს თან ახლავს 2 წლიანი გარანტია. მუშაობის დროს თუ თავს ქარხნული წუნი იჩენს, საგარანტიო ტალონი პრობლემას მარტივად გადაჭრის. ამასთანავე, ხელსაწყოს მაღალი სამუშაო რესურსი აქვს და დიდხანს ძლებს.

LEDEX magidis sanati

  • ბრენდი - LEDEX     
  • პროდუქტის ტიპი - მაგიდის სანათი         
  • ვოლტი - DC 5V 2A (USB)   
  • ფერის ტემპერატურა - 3CCT (3000K,4000K,6500K)       
  • განათების სიმძლავრე - 250 lm       
  • კორპუსის ფერი - თეთრი   
  • მასალა - პლასტიკი 
  • IP დაცვა - IP20         
  • გარანტია - 2 წელი   
  • შტრიხ-კოდი - 5433553532226       
  • წონა (კგ) - 0.453       
  • სიმძლავრე (W) - 8

უპირატესობები:

  • ხარისხიანი მასალა
  • გამძლეობა
  • სიმძლავრე
  • მაღალი სამუშაო რესურსი
  • ორ წლიანი გარანტია

LEDEX-32233 მაგიდის LED-სანათი LDX-8035F თეთრი

მესამე მაგიდის სანათი ხელმისაწვდომი ფასითა და დახვეწილი ვიზუალით გამოირჩევა. ასევე, ძალიან კარგი მონაცემები აქვს და სივრცეს სრულყოფილად ანათებს. ინსტრუმენტს თან ახლავს ორ წლიანი გარანტია და აღჭურვილია IP დაცვის ფუნქციით.

LEDEX magidis sanati

  • ბრენდი - LEDEX     
  • პროდუქტის ტიპი - მაგიდის სანათი         
  • ვოლტი - DC 5V 2A (USB)   
  • ფერის ტემპერატურა - 3CCT (3000K,4000K,6500K)       
  • განათების სიმძლავრე - 250 lm       
  • კორპუსის ფერი - თეთრი   
  • მასალა - პლასტიკი 
  • IP დაცვა - IP20         
  • გარანტია - 2 წელი   
  • შტრიხ-კოდი - 5433553532233       
  • წონა (კგ) - 0.833       
  • სიმძლავრე (W) - 8

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • გამძლეობა
  • მაღალი ხარისხი
  • მძლავრი ნათება
  • ხარისხიანი მასალა
  • ორ წლიანი გარანტია
  • კომპაქტურობა

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება