რომელია Linus-ის გამორჩეული უსაფრთხოების კამერა?

ყოველდღიურობაში ბევრი რამ არის მნიშვნელოვანი და ერთ-ერთი მათგანი სწორედ უსაფრთხოებაა. ნებისმიერ ადგილას ამ საკითხს სათანადო ყურადღება უნდა მიაქციოთ. სათვალთვალო კამერები კი სწორედ ამისთვისაა და თქვენს უსაფრთხოებაზე ზრუნავს. ინსტრუმენტი თანამედროვე სამყაროში ფართოდ გამოიყენება. ხელსაწყოს შეხვდებით სხვადასხვა ადგილას. ეს სივრცე შეიძლება იყოს სახლი, მაღაზია ან სხვა ობიექტი.

რა განსხვავებაა უსაფრთოხების კამერებს შორის?

ნაცნობი საკითხია ის, რომ განსხვავებას ყველა ხელსაწყოს შემთხვევაში ვაწყდებით. ცხადია, გამონაკლისი არც ეს კონკრეტული ინსტრუმენტია. სხვადასხვანაირი სათვალთვალო კამერა არსებობს და მნიშვნელოვან მახასიათებლებს დეტალურად გავყვეთ. პირველ რიგში გეტყვით, რომ უმჯობესია მაღალი გარჩევადობის უსაფრთხოების კამერები შეარჩიოთ, რადგან გამოსახულება სრულყოფილად გამოჩნდეს, ყოველგვარი ბუნდოვანების გარეშე. ასევე, მნიშვნელოვანი საკითხია მეხსიერების ბარათი მოცულობა. რაც უფრო მაღალია ტევადობა, მით უკეთესია, რადგან ბევრ კადრს შეინახავს. ყურადღება მიაქციეთ ვიდეოს კომპრესიას, ღამის ხედვის მაჩვენებელს, მოხმარების სიმძლავრეს, სამუშაო ტემპერატურას, ტენიანობასა და სხვა მახასიათებლებს. თითოეული მათგანის სიღრმისეულად ცოდნა საჭიროა იმისთვის, რომ თქვენი საქმისთვის შესაფერის სათვალთვალო კამერა შეარჩიოთ.

სად შეიძლება დაგჭირდეთ უსაფრთხოების კამერა?

ინსტრუმენტს შეზღუდული გამოყენების არეალი არ აქვს, პირიქით, ნებისმიერ ადგილას შეიძლება დაგჭირდეთ. ხელსაწყო კარგია სახლისთვის. მაგალითად, თუ ქალაქგარეთ ხშირად გადიხართ, თანაც ხანგრძლივი პერიოდით, დაზღვევის მიზნით ხელსაწყო იდეალურია. თუ აგარაკი გაქვთ, მისთვისაც არაჩვეულებრივად გამოიყენებთ. სათვალთვალო კამერა აუცილებელია მაღაზიებსა და სხვა მსგავსი ტიპის ობიექტებში. სწორედ ამიტომ, თუ ასეთ სივრცეს ფლობთ, შეძენას გირჩევთ.

რა უპირატესობები აქვს ჩვენს ონლაინ ჰიპერმარკეტს?

ხელსაწყოების სახლიდან გაუსვლელად შეძენა გიყვართ? ამასთანავე, გსურთ თითოეული ინსტრუმენტი მაღალი ხარისხის იყოს და მაღაზიასაც კარგი მომსახურება ჰქონდეს? მაშინ ზუსტად ჰოლსტია ასეთი ადგილი. ჩვენთან ნივთებს სახლიდან გაუსვლელად, პირდაპირ საიტიდან იძენთ. საკურიერო მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება. თქვენი შეკვეთა 50 ლარზე მეტისაა? მაშინ მიტანა უფასოა. ეს წესი მოქმედებს როგორც თბილისში, ასევე ყველა რეგიონში. შეძენილ ხელსაწყოებს ჩვენი კურიერები მაქსიმალურად მოკლე დროში მოგაწვდიან. ამ მეთოდით კი ბევრ დროს დაზოგავთ. თავიდან აირიდებთ მაღაზიაში მისვლამდე და შემდგომ არსებულ პროცედურებს. სასურველ ხელსაწყოებს კი სრულიად აუღელვებლად, საიტიდან უმარტივესად გამოიწერთ. თუ ერთიანი თანხა არ გაქვთ, არც ეს არის გადაუჭრელი პრობლემა. ასეთ დროს შეგიძლიათ განვადებით ისარგებლოთ. დამტკიცებისთვის აუცილებელია კარგი საკრედიტო ისტორია. ამის შემდეგ კი გადასახდელ თანხას სასურველი თვეების რაოდენობაზე გადაანაწილებთ და ეტაპობრივად გადაიხდით.

LN-5529 WIFI-უსაფრთხოების კამერა

დროა კონკრეტულ განხილვაზე გადავიდეთ და Linus-ის არაჩვეულებრივი სათვალთვალო კამერის შესახებ მეტი შევიტყოთ. პირველ რიგში იმას გეტყვით, რომ ინსტრუმენტი 4M პიქსელით, ანუ უსაფრთხოების კამერისთვის დამახასიათებელი კარგი გამოსახულებით ლიდერობს. ინსტრუმენტს 16 GB მოცულობა აქვს, რაც კარგი მაჩვენებელია, ის საკმაოდ ბევრ კადრს დაიტევს. როცა კამერა ადამიანის ან რაიმე სახის მოძრაობას შეამჩნევს, ან თუნდაც ვიდეო გადაღებას, ყველაფერზე სიგნალიზაციით რეაგირებს. ხელსაწყოს თან ახლავს ერთ წლიანი გარანტია. ზოგჯერ გამოყენების მომენტში თავს ქარხნული წუნი იჩენს, რაც საკმაოდ უსიამოვნო მოვლენაა. თუმცა, შეგიძლიათ ეს პრობლემა მარტივად გადაჭრათ. ზუსტად ამ საკითხში დაგეხმარებათ ერთწლიანი საგარანტიო ტალონი.

Linus usafrtxoebis kamera

  • ბრენდი - LINUS       
  • პროდუქტის ტიპი - უსაფრთხოების კამერა         
  • სიმძლავრე - DC5V 1A         
  • სამუშაო ტემპერატურა - -20°C+50°C           
  • გარანტია - 1 წელი   
  • შტრიხ-კოდი - 2705200055529         
  • წონა (კგ) - 0.292       
  • მოხმარების სიმძლავრე - <2W       
  • ვიდეოს გარჩევადობა - 4M პიქსელი         
  • ვიდეო კომპრესია - Smart H.265+H.264     
  • ვიდეო კადრის სიხშირე - 25 fps     
  • ღამის ხედვა - ინფრაწითელი         
  • უსადენო ქსელი - 2.4GHz - 5GHz WIFI     
  • სიგნალიზაციის გამომწვევი მიზეზი - მოძრაობის შემჩნევა ან ადამიანის შემჩნევა         
  • რეაგირება სიგნალიზაციაზე - სნეფშოტი, ვიდეო გადაღება       
  • გამაფრთხილებელი შეტყობინება - მობილური აპლიკაციით           
  • ტენიანობა - 10% ~ 80% (არაკონდენსირებადი)     
  • მეხსიერების ბარათის მოცულობა - მაქს. 16GB

უპირატესობები:

  • სიმძლავრის მაჩვენებელი
  • მაღალი ხარისხის გარჩევადობა
  • ვიდეო კადრის სიხშირე
  • მეხსიერების ბარათის მოცულობა
  • ერთ წლიანი გარანტია
  • მაღალი ხარისხი
  • სამუშაო ტემპერატურა

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება