| რომელია საუკეთესო უსაფრთხოების კამერა? |
| რომელია საუკეთესო უსაფრთხოების კამერა? |
უსაფრთხოება ყოველთვის და ყველგან მნიშვნელოვანია. ამ საკითხს კი თქვენით ვერ უზრუნველყოფთ. დამხმარე ძალაა საჭირო. რომელი ხელსაწყო გამოგადგებათ ამ ყველაფრისთვის? უსაფრთხოების კამერები ის არის, რაც ასეთ დროს გჭირდებათ.
ამ არაჩვეულებრივ ხელსაწყოს შეზღუდული გამოყენების არეალი არ აქვს, ნებისმიერ ადგილას შეიძლება დაგჭირდეთ. პირველ რიგში, მაინც სახლი გვახსენდება, რადგან ამ ადგილის უსაფრთხოება უმნიშვნელოვანესია. სათვალთვალო კამერა შეგიძლიათ დაამაგროთ კართან და ნებისმიერ დროს მშვიდად იყოთ. თუ რაიმე გაუთვალისწინებელი და უსიამოვნო ფაქტი მოხდება, უსაფრთხოების კამერა ყველაფერს ჩაიწერს, რაც თქვენს სასარგებლოდ იმოქმედებს - ხელთ უკვე ფაქტები გექნებათ და არა მხოლოდ ვარაუდები. მოკლედ, კამერის მეშვეობით შეგიძლიათ ამოიცნოთ კონკრეტული პირი და მოსთხოვოთ პასუხი. ინსტრუმენტის გარეშე კი ეს შეუძლებელია. ხელსაწყო მხოლოდ სახლში კი არა, ნებისმიერი ისეთი ადგილისთვის გამოგადგებათ, რომელსაც დაცვა სჭირდება. მაგალითად, ეს შეიძლება იყოს ოფისი, პარკინგის სივრცე და ა.შ.
როგორც ყველა სხვა ინსტრუმენტის შემთხვევაში, მნიშვნელოვანი საკითხები აქაც იკვეთება. პირველ რიგში, ეს ეხება გარჩევადობას. საჭიროა, რომ სათვალთვალო კამერა კარგად იღებდეს, რადგან გამოსახულება მოზუმულადაც ნორმალურად ჩანდეს. სხვა შემთხვევაში ამა თუ იმ პირის ამოცნობა გაჭირდება. სწორედ ამიტომ, შეიძინეთ ისეთი ხელსაწყო, რომელიც ხარისხიანად იღებს და მაღალი ვიდეო კადრის სიხშირე აქვს. ასევე, მნიშვნელოვანია რეაგირება სიგნალიზაციაზე და გამაფრთხილებელი შეტყობინების გაგზავნა. თუ ხელსაწყოს ყველა ძირითადი ფუნქცია აქვს, კარგ ხარისხში მუშაობს და ფუნქციურადაც გამართულია, მაშინ თქვენს წინაშე არაჩვეულებრივი სათვალთვალო კამერა ყოფილა.
მაღალი ხარისხის ინსტრუმენტები გსურს და ამავდროულად, სახლიდან გაუსვლელად შოპინგი გიყვარს? თუ პასუხი დადებითია, მაშინ ზუსტად ამიტომ უნდა აირჩიო ჩვენი ონლაინ ჰიპერმარკეტი, რომელიც საუკეთესო სერვის გთავაზობთ. პირველ რიგში, ეს ხელსაწყოების ხარისხში გამოიხატება. ჩვენთან თითოეული ინსტრუმენტი საუკეთესოა, რადგან საიტზე მოხვედრამდე მრავალგზის ტესტირებას გადის. გარდა ამისა, მრავალფეროვანი არჩევანია. თუ ერთი რომელიმე ინსტრუმენტი თქვენს საჭიროებებს ვერ მოერგება, შეგიძლიათ სხვა სცადოთ. ნივთებს კი სახლიდან გაუსვლელად იძენთ. საიტზე არჩევთ, იწერთ და ელოდებით - სულ ეს არის. საკურიერო მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება. თუ თვენი შენაძენი 50 ლარზე მეტის იქნება, მიტანა უფასოა. ეს წესი მოქმედებს როგორც თბილისში, ასევე რეგიონებშიც. შეძენილი ხელსაწყოები კი თქვენამდე მაქსიმალურად მოკლე დროში მოვა.
დროა ყველაფერი დეტალურად განვიხილოთ! წარმოგიდგენთ Linus-ის სათვალთვალო კამერას, რომელიც ნამდვილად არაჩვეულებრივი არჩევანია ნებისმიერი ადგილისთვის. ხელსაწყოს საკმაოდ მაღალი ხარისხის გამოსახულება აქვს და ვიდეო კადრის სიხშირეც კარგ ნიშნულზეა. კამერას აქვს სიგნალიზაციის ფუნქცია, რომელიც რაიმე სახის მოძრაობაზე ირთვება. გამაფრთხილებელი შეტყობინება მობილური აპლიკაციის მეშვეობით იგზავნება. მეხსიერების ბარათის მოცულობა კი 16GB-ია. ეს კონკრეტული უსაფრთხოების კამერა ყველანაირად აღჭურვილია და დანამდვილებით შეგვიძლია გითხრათ, რომ კარგად მუშაობს. ხელსაწყოს თან ახლავს ერთ წლიანი გარანტია. ზოგჯერ მუშაობის პროცესში თავს ისეთი უსიამოვნება იჩენს, რომელსაც ქარხნულ წუნს ვუწოდებთ. სამწუხაროა, მაგრამ ზოგჯერ ასეც ხდება ხოლმე. ზუსტად მსგავსი სიტუაციებისთვისაა გარანტია. ამ დროს ხელსაწყო ტალონთან ერთად სერვის ცენტრში უნდა მიიტანოთ და პრობლემაც უახლოეს პერიოდში მოგვარდება.

უპირატესობები: