რომელია ყველაზე ეფექტური ლაზერული თარაზოები?

ერთი შეხედვით, ლაზერული თარაზო უბრალოდ მოწყობილობაა, რომელიც კედელზე წითელ ან მწვანე ხაზს ავლებს. სინამდვილეში კი მისი მთავარი იდეა გაცილებით საინტერესოა: ის ადამიანის თვალს ცვლის როგორც საზომი ინსტრუმენტი.

რატომ გჭირდება ლაზერული თარაზო?

ბევრი თანამედროვე ლაზერული თარაზო თვითდონირებადია. ამის უკან ხშირად ძალიან მარტივი, მაგრამ ეფექტური პრინციპი დგას: შიგნით მოთავსებული მექანიზმი გრავიტაციას იყენებს იმისთვის, რომ ლაზერის სხივი ჰორიზონტალურ ან ვერტიკალურ მდგომარეობაში დააბრუნოს. ზოგ მოდელში ამისთვის ქანქარის მსგავსი სისტემა და დამამშვიდებელი მექანიზმია გამოყენებული, ხოლო უფრო რთულ მოდელებში ელექტრონული სენსორებიც მონაწილეობს.

ანუ ხელოსანს აღარ სჭირდება ყოველ ჯერზე იდეალურად გაასწოროს მოწყობილობა. საკმარისია ის სამუშაო მდგომარეობაში მოათავსოს და მისცეს თვითდონირების საშუალება.

რა განსხვავებაა წითელსა და წვანე ლაზერის ფერს შორის?

წითელი სხივი განსაკუთრებით მოსახერხებელია ინტერიერში, თუმცა კაშკაშა განათების ან მზის სხივების პირობებში მისი დანახვა შეიძლება გართულდეს. მწვანე სხივი ადამიანის თვალისთვის, როგორც წესი, უფრო ხილულია ნათელ გარემოში, რის გამოც მას ხშირად ირჩევენ უფრო რთული სამუშაოებისთვის. სწორედ ამიტომ, არჩევანი თქვენზეა - რომელიც უფრო მოსახერხებელი იქნება, ზუსტად ის უნდა შეიძინოთ.

რა საქმე შეიძლება შეასრულოთ ხელსაწყოსთან ერთად?

ლაზერული თარაზო მხოლოდ კედლისთვის არ არის. მისი გამოყენება შეიძლება ბევრად უფრო ფართოდ: კარადებისა და თაროების ერთ სიმაღლეზე დასამონტაჟებლად, კერამიკული ფილების დაგეგმვისას, ტიხრებისა და კედლების მონიშვნისას, ჭერის კონსტრუქციების დასაყენებლად, კარ-ფანჯრის ელემენტების გასწორებისთვის, ელექტროობისა და განათების წერტილების ნიშნულების გადასატანად, იატაკისა და სხვადასხვა ზედაპირის სიმაღლეების შესადარებლად.

უფრო პროფესიონალურ მოდელებს შეუძლიათ არა მხოლოდ ხაზის, არამედ წერტილების, რამდენიმე სიბრტყისა და მბრუნავი 360°-იანი ლაზერული სიბრტყის შექმნაც.

რა დაგხვდებათ ჰოლსტზე?

ჩვენი ონლაინ ჰიპერმარკეტი ბევრ კარგ ამბავს გპირდებათ. პირველ რიგში იმას გეტყვით, რომ ნივთებს სახლიდან გაუსვლელად იძენთ და საკურიერო მომსახურებით სარგებლობთ. თუ თქვენი შენაძენი 50 ლარზე მეტისაა, მიტანა უფასოა როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. ჩვენს ონლაინ ჰიპერმარკეტში კი მუდამ ხარისხიანი ინსტრუმენტები დაგხვდებათ.

TOLSEN TOL1572-35141 ლაზერული თარაზო 20M

Tolsen-ის ეს კონკრეტული თარაზო კარგი დიაპაზონის მქონეა და ამავდროულად, სწრაფი თვითგასწორების დრო აქვს. გარდა ამისა,  თან ახლავს ჩანთა და ერთ წლიანი გარანტია. ხელსაწყო გამძლე ელემენტით გამოირჩევა და დიდხანს მუშაობს.

Tolsen lazeruli tarazo

  • ბრენდი - TOLSEN   
  • პროდუქტის ტიპი - ლაზერული თარაზო
  • დიაპაზონი - 20 m 
  • გარანტია - 1 წელი   
  • შტრიხ-კოდი - 6933528735632     
  • წონა (კგ) - 0.55         
  • კვების წყარო - 2xAA ელემენტი     
  • კომპლექტაცია - ჩანთა       
  • სიზუსტე - ±0.3 mm/10m 
  • ლაზერი - 635 Nm Arima 
  • შტატივის ხრახნი - 1/4''       
  • ლაზერის ფერი - წითელი

უპირატესობები:

  • მაღალი ხარისხი
  • დიაპაზონი
  • გამძლე ელემენტი
  • დამატებითი ნივთები
  • ერთ წლიანი გარანტია
  • დიაპაზონი
  • სრული სიზუსტე
  • ლაზერის ტიპი

CROWN CT44047-ლაზერული თარაზო 30m

Crown ხარისხიანი ბრენდია და ზუსტად ასეთივე ხელსაწყოს გთავაზობთ. ინსტრუმენტი მეორე კლასის ლაზერითა და სწრაფი თვითგასწორების უნარით გამოირჩევა. მასთან ერთად მუშაობა ძალიან კომფორტულია.

Crown lazeruli tarazo

  • ბრენდი - CROWN 
  • პროდუქტის ტიპი - ლაზერული თარაზო
  • დიაპაზონი - 30 m 
  • გარანტია - 1 წელი   
  • შტრიხ-კოდი - 7640177425058   
  • წონა (კგ) - 0.85       
  • კვების წყარო - 4xAA ელემენტი     
  • ლაზერის პროექცია - 1V 1H
  • სიზუსტე - ±3 mm / 10m   
  • ლაზერი - 520 Nm II კლასი
  • შტატივის ხრახნი - 1/4''       
  • თვითგასწორების დრო და დიაპაზონი - <=4 წ/± 4o       
  • ლაზერის ფერი - მწვანე

უპირატესობები:

  • მაღალი სამუშაო რესურსი
  • მეორე კლასის ლაზერი
  • თვითგასწორების სწრაფი დრო და დიაპაზონი
  • გამძლე ელემეტი
  • ერთ წლიანი გარანტია
  • მაღალი დიაპაზონი 

Dewalt DW088K-XJ ლაზერული თარაზო

Dewalt-ის ლაზერული თარაზოთი დავასრულოთ, რომელსაც მაღალი დიაპაზონი აქვს და თან ახლავს დამატებითი ნივთები, კერძოდ, კედელზე დასამაგრებელი, ქეისი და ელემენტი. ინსტრუმენტი მეორე კლასის ლაზერით გამოირჩევა. ამასთანავე აქვს ხელმისაწვდომი ფასიც.

Dewalt lazeruli tarazo

  • ბრენდი - DEWALT
  • პროდუქტის ტიპი - ლაზერული თარაზო
  • დიაპაზონი - 50 m 
  • გარანტია - 1 წელი   
  • შტრიხ-კოდი - 5035048338575   
  • წონა (კგ) - 1.85         
  • კვების წყარო - 3xAA ელემენტი     
  • კომპლექტაცია - კედელზე დასამაგრებელი + ქეისი + 3x ელემენტი     
  • სიზუსტე - ±0.3 mm/m     
  • ლაზერი - II კლასი, <1 mW
  • შტატივის ხრახნი - 1/4''       
  • თვითგასწორების დრო და დიაპაზონი - <=4 წ/± 4o       
  • ლაზერის ფერი - წითელი   

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • დამატებითი ნივთები
  • გამძლეობა
  • მეორე კლასის ლაზერი
  • ერთ წლიანი გარანტია
  • ხარისხიანი ელემენტი
  • სიზუსტე

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება