სარწყავი შლანგი - ეფექტიანად მორწყვის ეკონომიური საშუალება

ბავშვობაში თუ შლანგის დანიშნულება მხოლოდ წუწაობა გვეგონა ან ვფიქრობდით, რომ ეზოში ბიძა კაცების „ნოლ შესტების“ გარეცხვის საშუალებაა, მოწიფულ ასაკში ყველამ შესანიშნავად გავიგეთ, რეალურად რამხელა დანიშნულება აქვს ამ ერთი შეხედვით ძალიან მარტივ აქსესუარს - შეუძლებელია ნებისმიერი კულტურის მოვლა-გახარება, რომელსაც სათანადო რაოდენობის წყალს არ მივაწოდებთ.

როგორც საქმეში ჩახედული ხალხი ამბობს, სარწყავი შლანგი მცენარეების ერთ-ერთი ყველაზე ხელმისაწვდომი და ეფექტიანი საშუალებაა და Holst.ge ამ უაღრესად საჭირო აქსესუარის საინტერესო არჩევანს გთავაზობთ, მათ შორის, არაერთ აქსესუარს, რომელიც მორწყვისთვის დაგჭირდებათ.

საიდან უნდა დაიწყოთ სარწყავი შლანგის შერჩევა

დასაწყისშივე უნდა შევთანხმდეთ, რომ არასწორი შლანგის შერჩევას არც თუ საუკეთესო შედეგების მოტანა შეუძლია. მათ შორის, წყლის გაჟონვა, სწრაფი ცვეთა, სუსტი მორწყვა, მცენარეების დაზიანება და ასე შემდეგ. ამდენად, მნიშვნელოვანია, შერჩევის საკვანძო კრიტერიუმები გაითვალისწინოთ: მასალა, შრეების რაოდენობა,  სიგრძე, შიდა დიამეტრი, სამუშაო წნევა.

არ გაგიკვირდებათ, თუკი გეტყვით, რომ მცენარეების ეფექტიანად მოვლის მხრივ სარწყავი შლანგის სწორად შერჩევას გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. ის არა მხოლოდ მორწყვის სპეციფიკურ მოთხოვნებს უნდა შეესაბამებოდეს, არამედ გამძლე და კომფორტულად მოსახმარი უნდა იყოს.

სასარგებლო რჩევა - არ ღირს იმაზე დიდი დიამეტრის მქონე შლანგი შეიძინოთ, ვიდრე გჭირდებათ. ერთი, რომ ეს კარგ წნევას ვერ უზრუნველყოფს და მეორე, სუსტი სისტემის ქონის შემთხვევაში, წყლის მიწოდება კიდევ უფრო გართულდება.

არანაკლებ მნიშვნელოვანი საკითხია ტემპერატურა, რომლის პირობებშიც შლანგის ექსპლუატაცია მოხდება. ყველაზე უფრო გამძლედ მიიჩნევა რეზინის შლანგი, რომელიც ცელსიუსით -30-იდან 60 გრადუსამდე ტემპერატურას უძლებს ისე.

სარწყავი შლანგის მასალა

სარწყავი სხვადასხვა მასალისგან მზადდება. მაგალითად, გამოიყენება რეზინი, სილიკონი, ნეილონი, თუმცა, ყველაზე პოპულარული პოლივინილქლორიდია, „პევეხას“ რომ ვუწოდებთ. ეს არის ფასისა და ხარისხის ოპტიმალური თანაფარდობა.

პოლივინილქლორიდის შლანგის უპირატესობებია:

  • - უძლებს 20-30 ბარამდე წნევას - შესაძლებელია ტუმბოებსა და სხვა მოწყობილობებს მიუერთოთ;
  • - არ კარგავს თვისებებს ტემპერატურების ფართო დიაპაზონისას - გამოყენებას შეძლებთ ცელსიუსით -10-იდან +50 გრადუსის პირობებში;
  • - არმირებულია - ზეგამძლე პოლიამიდის ძაფი გადატეხისგან და ზოგადად, ნაადრევი დაზიანებისგან იცავს;
  • - აქვს გლუვი შიდა კედლები - მცენარეების მორწყვისას წყლის სტაბილურ წნევას უზრუნველყოფს;
  • - არ აქვს დიდი წონა - სადაც მოგესურვებათ, ყველგან მარტივად გადაიტანთ.

თანამედროვე მოდელების უმეტესობას მზის სხივებისგან დამატებითი დაცვაც აქვს, რაც მათ გახუნების საშუალებას არ აძლევს. გაუმჭვირვალე შიდა ფენა ხელს უშლის შიგნით წყალმცენარეების წარმოქმნას. მრავალშრიანი სარწყავი შლანგები 35 წლამდე ძლებს.

სარწყავი შლანგი შრეების რაოდენობა

სარწყავი შლანგი სხვადასხვა რაოდენობის შრეებით იწარმოება, რაც გავლენას ახდენს მის სიძლიერეზე, მოქნილობასა და მომსახურების ხანგრძლივობაზე:

  • - ერთ შრიანი - გამოდგება შედარებით ხანმოკლე გამოყენებისთვის;
  • - ორ შრიანი - ძალიან კარგია გაზონების, ბუჩქების, ყვავილების მორწყვისთვის. არის საკმაოდ მოქნილი და გამძლე დეფორმაციის მიმართ;
  • - სამ და ოთხ შრიანი - აერთიანებს სიმტკიცეს, გამძლეობას, მოქნილობასა და ყველა სხვა დადებით თვისებას. გამოდგება მორწყვის ფართო სპექტრისთვის, მათ შორის, დიდი გაზონების, ბაღებისა და ასე შემდეგ.

სამ და ოთხ შრიანი შლანგი ყველაზე გავრცელებული და უნივერსალურია. არის ძალიან გამძლე და დაკისრებული მოვალეობას წლების მანძილზე პირნათლად შეასრულებს. რეკომენდებულია არა მხოლოდ პირადი, არამედ კომერციული გამოყენებისთვისაც.

შეჯამების სახით შეგვიძლია ვთქვათ, რომ სარწყავი შლანგის შერჩევა მხოლოდ ფასზე ორიენტირებული პროცესი არ არის. სწორად შერჩეული მასალა, ოპტიმალური სიგრძე და წნევისადმი გამძლეობა ის სამი მთავარი კომპონენტია, რომელიც თქვენს ბაღში მუშაობას სასიამოვნოს, შლანგის სიცოცხლისუნარიანობას კი ხანგრძლივს გახდის. სანამ ყიდვას გადაწყვეტთ, კიდევ ერთხელ გადახედეთ თქვენი ბაღის ფართობს და აირჩიეთ ხარისხი, რომელიც წლების განმავლობაში ერთგულად მოგემსახურებათ.

Lux Garden LGH-002 სარწყავი შლანგი Anti-Torsion 3/4x15m

Lux-Garden sarwyavi shlangi

  • ბრენდი - LUX GARDEN
  • პროდუქტის ტიპი - სარწყავი შლანგი
  • ზომა - 3/4''
  • სიგრძე - 15m
  • მასალა - PVC
  • შტრიხ-კოდი - 5554184849025
  • წონა (კგ) - 4.33
  • შრეების რაოდენობა - 5 შრიანი
  • სამუშაო წნევა - 8 bar

Lux Garden LGH-047 სარწყავი შლანგი Anti-Torsion(Plus) 5/8x25m

Lux-Garden sarwyavi shlangi

  • ბრენდი - LUX GARDEN
  • პროდუქტის ტიპი - სარწყავი შლანგი
  • ზომა - 5/8''
  • სიგრძე - 25m
  • შტრიხ-კოდი - 5554182689744
  • წონა (კგ) - 5.5
  • შრეების რაოდენობა - 4 შრიანი
  • სამუშაო წნევა - 8 bar

Lux Garden LGH-027 სარწყავი შლანგი Ultra Flexible 1/2x50m

Lux-Garden sarwyavi shlangi

  • ბრენდი - LUX GARDEN
  • პროდუქტის ტიპი - სარწყავი შლანგი
  • ზომა - 1/2''
  • სიგრძე - 50m
  • მასალა - PVC
  • შტრიხ-კოდი - 5554002011038
  • წონა (კგ) - 7.24
  • შრეების რაოდენობა - 3 შრიანი
  • სამუშაო წნევა - 10 bar

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება