სათვალთვალო კამერები - თქვენი ოჯახის, საკუთრების, პირადი სივრცის უსაფრთხოებისთვის |
სათვალთვალო კამერები - თქვენი ოჯახის, საკუთრების, პირადი სივრცის უსაფრთხოებისთვის |
ასჯერ გაგონილს ერთხელ ნანახო სჯობიაო, უთქვამს ჭკვიან ხალხს... ჰოდა, წარმოიდგინეთ (პირი ქვისკენ გვიქნია, ფუი ეშმაკს, ფუი ეშმაკს!), მხოლოდ ხმა რომ გესმით და ვერ ხედავთ, რა ხდება ჭიშკართან, მაგალითად, ან საწყობში, გვერდზე ოთახში... როგორ უნდა გამოასწოროთ ეს ძალიან დიდი უსიამოვნება, თქვენ ხართ ჩემი ბატონი და დიახ, საჭიროა სათვალთვალო კამერები - დაინახავთ, თუნდაც, ერთხელ და ან ტყუილად არ შეშინდებით, ან კიდევ, სათანადო ზომებს მიმართავთ.
უნდა ითქვას, რომ საკმაოდ დიდი ხანია, რაც სიტყვები - სათვალთვალო კამერა - მჭიდროდ დამკვიდრდა ჩვენს ლექსიკონში და დღეს მათი არსებობა აღარავის უკვირს, როგორც, ვთქვათ, საუკუნის დასაწყისში. თამამად შეიძლება იმის თქმაც, რომ პრაქტიკულად შეუძლებელია, მოვიძიოთ ორგანიზაცია, ქარხანა თუ მაღაზია, სადაც სათვალთვალო კამერა არ შეგხვდებათ. უფრო მეტიც, უკვე საკმაოდ ბევრი ოჯახიც იყენებს მის შესაძლებლობებს საკუთრებისა და პირადი სივრცის, შვილების უსაფრთხოებისთვის.
მაინც, რისთვის არის საჭირო უსაფრთხოების კამერები და რატომ არიან მზად ადამიანები, ბიუჯეტიდან თანხები ასეთი სისტემებისთვისაც გაიღონ?
პირველ რიგში, სათვალთვალო კამერა უსაფრთხოების თანამედროვე სისტემების განუყოფელი ნაწილია. სამწუხაროდ, საზოგადოების განვითარების პარალელურად, დანაშაულების რაოდენობაც მატულობს და შესაბამისად, უსაფრთხოება ერთ-ერთი მთავარი საზრუნავი ხდება.
საბედნიეროდ, თანამედროვე უსაფრთხოების კამერა საშუალებას იძლევა, აღმოაჩინოს და ამოიცნოს გარეშე პირი ათობით მეტრის მანძილზეც კი, ხოლო მისი ინფრაწითელი განათება ხედვის საშუალებას სრულ სიბნელეშიც იძლევა.
სათვალთვალო კამერის კარგი მოდელის შერჩევა არც მთლად იოლი საქმეა. გარკვეული სირთულე უკავშირდება იმას, რომ აღჭურვილობა, რომელიც მაღალი ხარისხის გამოსახულებას იღებს, საკმაოდ ძვირადღირებულია, იაფი მოდელისთვის კი დეტალური სურათის აღქმა არც მთლად მოსახერხებელია. იმისთვის, რომ მაქსიმალურად გამოსადეგი სისტემა შეარჩიოთ, აუცილებელია რამდენიმე პარამეტრის გათვალისწინება.
თუკი კამერა ღია სივრცის გადასაღებად მონტაჟდება, მაგალითად, ჭიშკრის სათვალთვალოდ, ჯობია შეარჩიოთ მოდელი, რომელსაც ტენიანობის მიმართ მდგრადი კორპუსი აქვს მიღებული. გარდა ამისა, რეკომენდებულია ისეთი მოწყობილობის შერჩევა, რომელიც ანტივანდალური ტექნოლოგიებითაც არის აღჭურვილი.
კამერის გარჩევადობა გამოსახულების ხარისხს განსაზღვრავს. რაც უფრო მაღალია გარჩევადობა, უსაფრთხოების კამერები მით უფრო ნათელი და დეტალური სურათით უზრუნველგყოფენ. თუმცა, უფრო მაღალი გარჩევადობა ასევე ნიშნავს მეტ მოცულობას ინფორმაციის შენახვა-ჩაწერისთვის. ამიტომ, სანამ კამერას აირჩევთ, უნდა გადაწყვიტოთ, როგორი გარჩევადობა გჭირდებათ.
კამერის გარჩევადობა - ეს არის გამოსახულების პიქსელების რაოდენობა, რომელიც განსაზღვრავს მის ხარისხსა და აღქმადობას. რაც უფრო მაღალია გარჩევადობა, მით უფრო დეტალურ სურათს მიიღებთ. მაგალითად, 5MP კამერას აქვს 2560/1944 პიქსელი, რაც უფრო მკვეთრ სურათს იძლევა, ვიდრე 2MP კამერა.
თუმცა, როგორც ზემოთაც ვთქვით, რაც უფრო მაღალია გარჩევადობა, მით მეტი ადგილია საჭირო ინფორმაციის შენახვისთვის. მაგალითად, 5MP ვიდეო იკავებს უფრო მეტ ადგილს მყარ დისკზე, ვიდრე 1MP ვიდეო. ეს შეიძლება პრობლემა იყოს მათთვის, ვინც ვიდეოების დიდ რაოდენობას ინახავს ან დიდ ფაილებთან მუშაობს.
ეს ყველაფერი იმას ნიშნავს, რომ სანამ კამერას აირჩევთ, უნდა გადაწყვიტოთ, რა გარჩევადობა გჭირდებათ. თუ გეგმავთ კამერის გამოყენებას სახლის ან ოფისის მონიტორინგისთვის, მაშინ საკმარისი იქნება 2MP გარჩევადობა. თუ გსურთ მიიღოთ მაქსიმალურად მკაფიო გამოსახულება, მაშინ უმჯობესია აირჩიოთ კამერა 4 მეგაპიქსელი ან მეტი გარჩევადობით. ასევე, გასათვალისწინებელია, რომ რაც უფრო მაღალია გარჩევადობა, მით მეტი სიმძლავრეა საჭირო ვიდეოს დასამუშავებლად, ამდენად, უნდა დარწმუნდეთ, რომ თქვენს აპარატურას ამის გაკეთება შეუძლია.
დანამდვილებით შეგვიძლია, ვთქვათ, რომ სათვალთვალო კამერა ფუფუნების საგანი ნამდვილად არ გახლავთ, ვინაიდან როგორც ზემოთაც აღვნიშნეთ, ის ჩვენი უსაფრთხოებისთვის არის საჭირო. შესაბამისად, როცა საუბარი ოჯახისა და პირადი სივრცის დაცვას ეხება, აბა, ფუფუნება რა მოსატანია?!
ჭკვიანურად შერჩეული უსაფრთხოების კამერა უზრუნველყოფს: