სცადოს, აბა, ხელოვნურმა ინტელექტმა და ელექტრო დრელი ჩაანაცვლოს, გამოუვა რამე?!

ესე იგი, სად აღარ გამოიყენება და ვინ აღარ იყენებს ხელოვნურ ინტელექტს და უკვე ბევრი შიშობს, რომ ეს ყველაფერი დაუკრეფავში გადადის. სინამდვილეში, არც არაფერია სანერვიულო, რადგან უამრავი სფერო, მოვლენა, შემთხვევა და ფაქტია, სადაც ხელოვნურ ინტელექტს ნულოვანი შანსები აქვს. ჰო, სცადოს, აბა და ელექტრო დრელი ჩაანაცვლოს, გამოუვა რამე? გამორიცხულია!

ხელოვნური ინტელექტი იქით იყოს და რაც შეეხება ელექტრო დრელს, ქვემოთ სწორედ მის შესახებ ვაპირებთ საუბარს და თუკი აქამდე მოხვედით, არ შეწყვიტოთ კითხვა - ბევრ ნიშანდობლივ საკითხზე უნდა მოგიყვეთ.

რატომ ვერ ჩანაცვლდება ელექტრო დრელი ხელოვნური ინტელექტით და რისთვის არის საჭირო ეს ინსტრუმენტი?

ესე იგი, დრელი გახლავთ ხელის, პნევმატიკური ან ელექტრო ინსტრუმენტი, რომლის დანიშნულებაც სამშენებლო, მოსაპირკეთებელი, სადურგლო, სანტექნიკისა და სხვა სამუშაოების დროს სხვადასხვა ტიპის მასალებზე ხვრელების დატანა გახლავთ.

გამოიყენება ძირითადად, რემონტისა და მშენებლობის პროცესში.

ელექტრო დრელი და მისი სახეობები

ელექტრო დრელის ასორტიმენტი ნამდვილად შთამბეჭდავია: საყოფაცხოვრებო, ნახევრად პროფესიონალური და პროფესიონალური კატალოგები იმდენად მრავალფეროვანია, სულაც არ არის გამორიცხული, დამწყები ხელოსანი მარტივად დაიბნეს. საბედნიეროდ, სპეციალისტებმა ჩინებული კლასიფიკაცია შექმნეს, რომელიც საშუალებას იძლევა, ყველა ტიპური კონსტრუქცია რამდენიმე დიდ ჯგუფად დაიყოს თავისებურებებისა და საექსპლუატაციო მახასიათებლების გათვალისწინებით.

  • - სტანდარტული - კლასიკა, რომელიც მარტივად უმკლავდება სხვადასხვა მასალაში საჭირო ზომის ხვრელების დატანას. მისი დახმარებით, შესაძლებელია დამუშავდეს: ხე, კერამიკული ფილა ან მაგალითად, თაბაშირ მუყაო, ე.წ. გიფსოკარდონი.
  • - იმპულსური - აპარატი, რომელიც პერფორატორს მოგაგონებთ. მისი დანიშნულება დარტყმითი ბურღვაა, რაც ბიძგების ხარჯზე მიიღწევა. ასეთი მოდელი საჭიროა შედარებით რთული სამშენებლო და სარემონტო პროექტების შემთხვევაში - ღობის მოსაწყობად, ხიდის გასამართად და ასე შემდეგ.
  • - კუთხოვანი - აგრეგატი, რომელიც გამორჩეულია არატიპური, ნაკლებად გაბარიტული და სწორი ფორმებით. საშუალებას იძლევა, ხვრელები დაიტანოთ სხვადასხვა მასალაში მკვეთრად შეზღუდული სივრცის პირობებში. შეუცვლელია, მაგალითად, ისეთი პროცესისას, რომელიც ავტომობილის რესტავრაციას უკავშირდება.
  • - რევერსიული - ელექტრო დრელის ამ ტიპის მოკლე აღწერა საკმაოდ მარტივია - მოდელს შეუძლია უკუსვლის ჩართვა. აღნიშნული ფუნქცია სასარგებლოა ისეთ მომენტებში, როცა საჭიროა კონკრეტულ ადგილას ხრახნების მონტაჟი ან დემონტაჟი.
  • - მექანიკური - ნაკლებად ეფექტიანი და საკმაოდ მოძველებული აპარატი, რომელსაც ძალიან იშვიათად თუ შეხვდებით. აღჭურვილია სპეციალური სახელურით, რომლის ხელით დატრიალებას მოქმედებაში მოჰყავს მთავარი სამუშაო ორგანო. გამოდგება ნაკლებად მყარი ობიექტების გასაბურღად - ხის, პლასტმასის და რბილი ლითონის.
  • - დარტყმითი - მაღალი სიზუსტის ინსტრუმენტი, რომლის დანიშნულებაცაა უკიდურესად ფაქიზი მასალის დამუშავება. გამოიყენება მაშინ, როცა იმპულსური ანალოგი უძლურია თავისი უხეშობისა და მოუქნელობის გამო.
  • - D-სებრი - დარტყმითი მოდელი საკმაოდ ორიგინალური სახელურით. სწორედ კომფორტული სახელურისა და მნიშვნელოვანი წონის ხარჯზე, ძირითადი სამუშაო ორგანოს წარმოუდგენელი მდგრადობის გარანტიას იძლევა.

CROWN CT10128C - ელექტრო დრელი ჩაქუჩით 600w

Crown eleqtro dreli

  • ბრენდი - CROWN
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო დრელი ჩაქუჩით
  • სიმძლავრე - 600W
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 7640177420169
  • წონა (კგ) - 1.7
  • კვების წყარო - 220-240V
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-2800min
  • ვაზნის დიამეტრი - 2-13mm
  • ფუნქციები - დარტყმა ბურღვისას/ბურღვა
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) - 13mm/20mm/13mm

Dewalt - DWD024-QS ელ.დრელი 701W

Dewalt eleqtro dreli

  • ბრენდი - DEWALT
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო დრელი ჩაქუჩით
  • სიმძლავრე - 650W
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 5035048268148
  • წონა (კგ) - 2.63
  • კვების წყარო - 220-240V
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-2800min
  • ვაზნის დიამეტრი - 1.5-13mm
  • ფუნქციები - დარტყმა ბურღვისას/ბურღვა
  • დამატებითი კომპლექტაცია - დამატებით სახელური + სიღრმის მარეგულირებელი
  • დარტყმის სისწრაფე - 0-47600min
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) - 16mm/25mm/13mm

B&D KR8542K-QS-ელ. დრელი ჩაქუჩით 850W

Black&Decker eleqtro dreli

  • ბრენდი - BLACK&DECKER
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო დრელი ჩაქუჩით
  • სიმძლავრე - 850W
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 5035048335505
  • წონა (კგ) - 4.1
  • კვების წყარო - 220-240V
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-2800min
  • ვაზნის დიამეტრი - 0.8-13mm
  • ფუნქციები - დარტყმა ბურღვისას/ბურღვა
  • დამატებითი კომპლექტაცია - დამატებით სახელური + სიღრმის მარეგულირებელი
  • დარტყმის სისწრაფე - 0-52700min
  • მაქს. ბურღვა (ბეტონი; ხე; მეტალი) - 18mm/50mm/13mm

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება