Schpindel ჰაერის კომპრესორები, რომლებიც საქმეს გაგიმარტივებს

ჰაერის კომპრესორი თქვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი ხელსაწყოა, თუ რაიმე ტიპის საწარმოს ან ავეჯის საამქროს ფლობთ. ასეთ შემთხვევაში ინსტრუმენტი აუცილებლად დაგჭირდებათ და უფრო მეტიც, მის გარეშე საქმეს სრულყოფილად ვერც შეასრულებთ. მოკლედ, კომპრესორი არაჩვეულებრივი ხელსაწყოა და ჩვენ სრულ რეკომენდაციას ვუწევთ. უფრო მეტს კი ბლოგში შეიტყობთ.

საიდან იწყება ჰაერის კომპრესორის შერჩევა?

როგორც ყველა ხელსაწყოს შერჩევისას, ჰაერის კომპრესორის შემთხვევაშიც აუცილებელია, რომ გარკვეული მახასიათებლები გაითვალისწინოთ. მხოლოდ ამ მეთოდით შეარჩევთ ხელსაწყოს სწორად და თქვენს საქმეს ზუსტად მოარგებთ. პირველ რიგში, სიმძლავრით დაიწყეთ. ამ მახასიათებელზე ძალიან ბევრი რამ არის დამოკიდებული. თუ რამდენად მძლავრად და სწრაფად იმუშავებს, რა დონის საქმეს შეასრულებს - რთულს თუ მარტივს? ეს ყველაფერი ამ მახასიათებლიდან გამომდინარეობს. გარდა ამისა, აუცილებელია გაითვალისწინოთ მოცულობა, ბრუნვის სიჩქარე, წარმადობა, წნევა და კიდევ სხვა მონაცემები, რომლებიც ყველა ხელსაწყოს აწერია. როცა თითოეულ მათგანს ერთმანეთს შეადარებთ, ბოლოს აუცილებლად იპოვით თქვენთვის სასურველ მოდელს და საქმესაც ზუსტად მოარგებთ.

სად უნდა შეიძინოთ ხარისხიანი ჰაერის კომპრესორი?

ხარისხი ყოველთვის ძალიან მნიშვნელოვანია და სწორედ ამიტომ, ჰაერის კომპრესორები სანდო ადგილას უნდა შეიძინოთ. ჩვენი ონლაინ ჰიპერმარკეტი ზუსტად ასეთი პლატფორმაა. აქ შეგიძლიათ შეარჩიოთ თქვენთვის სასურველი ხელსაწყო და მიიღოთ სრული კომფორტი ხარისხთან ერთად. გარდა ამისა, ნივთებს სახლიდან გაუსვლელად იძენთ და საკურიერო მომსახურებით სარგებლობთ. უფრო მეტიც, თქვენი შეკვეთა 50 ლარზე მეტისაა? მიტანა სრულიად უფასო იქნება. ეს წესი მოქმედებს მთელი საქართველის მასშტაბით. თბილისში ნივთები მალე ჩაგბარდებათ, ასევეა რეგიონებშიც, თუმცა აქ ცოტა უფრო მეტი დროა საჭირო. ამ მეთოდით კი საქმეს იმარტივებთ, თავიდან ირიდებთ საცობებს, მაღაზიის რიგებს და კიდევ ბევრ უსიამოვნო დეტალებს, რომლებიც ადამიანებს უარყოფითად მუხტავს. ჩვენთან კი ყველაფერი საპირისპიროდაა. ასე რომ, თუ ხარისხიან ხელსაწყოებს და კომფორტს ეძებთ, სწორ ადგილას ხართ. 

Schpindel ჰაერის კომპრესორი 24L

Schpindel გერმანული ბრენდია და ხარისხთან ერთად სრულ მრავალფეროვნებას გვთავზობს. ამიტომ, ბლოგში დაწვრილებით 3 ჰაერის კომპრესორს განვიხილავთ. საშუალო მონაცემიანი ინსტრუმენტით დავიწყოთ. ეს კონკრეტული მოდელი საქმეს იდეალურად ასრულებს და თამამად შეგიძლიათ შეიძინოთ შედარებით მსუბუქი სამუშაოებისთვის. გარდა ამისა, საკმაოდ კარგი მაჩვენებელი აქვს ბრუნვის სიჩქარის, წნევისა და მოცულობის მხრივ. კომპრესორი საკმაოდ კომპაქტურია და იდეალურად გამოიყენებთ.

Schpindel haeris kompresori

  • ბრენდი - SCHPINDEL         
  • პროდუქტის ტიპი - ჰაერის კომპრესორი 
  • სიმძლავრე - 1.5kw   
  • გარანტია - 1 წელი   
  • შტრიხ-კოდი - 4050030821553       
  • წონა (კგ) - 22
  • კვების წყარო - 220-240V     
  • მოცულობა - 24 l     
  • წნევა - 8 bar 
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-2850min         
  • წარმადობა - 198 l/min         
  • ფაზა - 0         
  • ცხენის ძალა - 2HP

უპირატესობები:

  • მაღალი ხარისხი
  • მაღალი სამუშაო რესურსი
  • ტევადი ავზი
  • წნევა
  • ბრუნვის სიჩქარე
  • კომპაქტურობა
  • ერთ წლიანი გარანტია

Schpindel ჰაერის კომპრესორი 50L

Schpindel-ის მეორე ჰაერის კომპრესორი კიდევ უფრო ტევადი ავზით გამოირჩევა. ამასთანავე, საკმაოდ მაღალი ბრუნვის სიჩქარე აქვს და სწრაფად მუშაობს. ამ ყველფერში ეხმარება წნევაც და საბოლოოდ, ყველაფერი იდეალურად ლაგდება. ინსტრუმენტს თან ახლავს ერთ წლიანი გარანტია. ზოგჯერ თავს ქარხნული წუნი იჩენს, რომელიც მხოლოდ მუშაობის დროს ვლინდება. საგარანტიო ტალონის მეშვეობით კი ამ პრობლემას უმარტივესად მოაგვარებთ. ასეთ დროს ინსტრუმენტი სერვის ცენტრში უნდა წაიღოთ, სადაც შეაკეთებენ ან ახლით ჩაანაცვლებენ.

Schpindel haeris kompresori

  • ბრენდი - SCHPINDEL         
  • პროდუქტის ტიპი - ჰაერის კომპრესორი 
  • სიმძლავრე - 1.5kw   
  • გარანტია - 1 წელი   
  • შტრიხ-კოდი - 4050030675118       
  • წონა (კგ) - 29
  • კვების წყარო - 220-240V     
  • მოცულობა - 50 l     
  • წნევა - 8 bar 
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-2850min         
  • წარმადობა - 198 l/min         
  • ფაზა - 0         
  • ცხენის ძალა - 2HP   

უპირატესობები:

  • მაღალი სიმძლავრე
  • ერთ წლიანი გარანტია
  • წარმადობა
  • მაღალი წნევა
  • გამძლეობა
  • ტევადი ავზი

Schpindel ჰაერის კომპრესორი 100L

თუ მძლავრ ჰაერის კომპრესორს ეძებთ, მაშინ Schpindel-ის ამ მოდელს გირჩევთ. ხელსაწყო იდეალურად მუშაობს - მძლავრია და ტევადი ავზი აქვს.

Schpindel haeris kompresori

  • ბრენდი - SCHPINDEL         
  • პროდუქტის ტიპი - ჰაერის კომპრესორი 
  • სიმძლავრე - 2.2kw   
  • გარანტია - 1 წელი   
  • შტრიხ-კოდი - 4050030386540       
  • წონა (კგ) - 82
  • კვების წყარო - 220-240V     
  • მოცულობა - 100 l   
  • წნევა - 8 bar 
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-1100min         
  • წარმადობა - 336 l/min         
  • ფაზა - 0         
  • ცხენის ძალა - 3HP

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • მაღალი ხარისხი
  • ბრუნვის მაღალი სიჩქარე
  • სიმძლავრე
  • ერთ წლიანი გარანტია
  • მოცულობა
  • მაღალი სამუშაო რესურსი
  • ფუნქციები

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება