სეკატორი - უაღრესად საჭირო ინსტრუმენტი ყველასთვის, ვინც მევენახეობას მისდევს და არა მხოლოდ მათთვის

ერთი უცნაური ანდაზა უნდა შეგახსენოთ... ისე, საკმაოზე მეტად ბევრი ძველი ანდაზა გვაქვს, რომელიც უცნაური კი არა, იმისთანაა, თმებს ყალყზე დაგიყენებს, თუმცა, ახლა ის მოვიშველიოთ, რომელიც თემატურად გვჭირდება: „კაცმა კაცს ვენახი აჩუქა და იმან ყურძენიც არ აჭამაო“. აბა, საქმეა ახლა ეს? არ არის სულ ტალახში საგორავებელი? ასეთ კაცს ვენახი კი არა, წალამზე შემწვარი მწვადი უნდა უტრიალო ცხვირთან და ლუკმაც არ გაასინჯო!..

ისე, წარმოიდგინეთ ახლა - ვენახი, რთველი, მარცვლებით დახუნძლული მტევნები, ყურძნით გავსებული გოდრები, წალამზე აშიშხინებული მწვადი და... ვაზის მაკრატელი. მოიცა, ვაზის მაკრატელი არ გინდათ, მწადი გირჩევნიათ? ეგრე არ გამოვა - ჯერ შრომა და მერე - მოლხენაო, არ გაგიგიათ?

სხვათა შორის, თუ ჩვეულებრივი სეკატორი არ გიზიდავთ, რა პრობლემაა, Holst.ge-ზე შეგიძლიათ, ელემენტებზე მომუშავე სეკატორი შეიძინოთ და საქმე კიდევ უფრო გაიმარტივოთ. თანაც, არა მხოლოდ ვაზთან, არამედ მაგალითად, თუნდაც, ბაღ-ბოსტანში მუშაობისას, კარ-მიდამოს გალამაზებისას და მოკლედ, მივყვეთ ახლა და განვიხილოთ, რისთვის დაგჭირდებათ სეკატორი, რა უნდა გაითვალისწინოთ შერჩევისას, საჭიროა თუ არა უსაფრთხოების დაცვა და ასე შემდეგ.

მცირე ისტორიული ექსკურსია

სანამ მთავარ სათქმელზე გადავალთ, ისტორიის ფურცლებიც გადავშალოთ: სეკატორი 1815 წელს საფრანგეთში გამოჩნდა. ის სპეციალურად ვაზის გასხვლისთვის შეიმუშავეს. სწორედ 1815 წელს, საფრანგეთში გამოგონილი ვაზის მაკრატელი გახლავთ ყველა დანარჩენი სახეობის წინაპარი.

დღეს უკვე ეს არც თუ ახალგაზრდა ინსტრუმენტი შეუცვლელია ყველა იმ საქმეში, რომლებსაც ქვემოთ ჩამოვთვლით.

ვის სჭირდება სეკატორი?

სეკატორი - ეს არის უაღრესად საჭირო ინსტრუმენტი ყველასთვის, ვინც მისდევს მევენახეობას, აქვს საკუთარი ბაღი, ბაღჩა, ყანა, ნაკვეთი, ყვავილნარი, სათბური, ბუჩქი და ვინმეს რომ არ ეწყინოს, ჩამოთვლას აქ შევაჩერებთ და მოკლედ ვიტყვით - ნამდვილად საჭირო რამეა და წერტილი.

სხვათა შორის, სეკატორის სწორად შერჩევა საკმაოდ დიდ გავლენას ახდენს შრომის ხარისხზე, კომფორტზე მოხმარებისას და იმაზე, რამდენად ხანგრძლივად მოგემსახურებათ.

როგორ მუშაობს სეკატორი და რა განსაზღვრავს ჭრის ხარისხს?

პრინციპში, სეკატორი საკმაოდ მარტივად მუშაობს: სახელურებზე ზეწოლის შედეგად, მჭრელი პირები ერთმანეთისკენ მიემართებიან და იჭრება ის, რაც ამ პირებს შორის მოხვდება.

რაც შეეხება კითხვას, რაზეა დამოკიდებული ჭრის ხარისხი? პასუხი ასეთია: ყურადღება უნდა მიაქციოთ სეკატორის მჭრელ ნაწილს. პირველ რიგში, მის ზომას, რადგან სწორედ ამაზეა დამოკიდებული, რა სისქის ტოტთან გამკლავება მოხერხდება. მაგალითად, თუ აპირებთ ყვავილების ან ახალგაზრდა ხეების ტოტების გადაჭრას, ბუჩქების შესწორებას, დაგჭირდებათ ინსტრუმენტი, რომლის ჭრის დიამეტრი 12-დან 18 მილიმეტრამდეა. როცა საჭიროა უფრო სქელ ტოტებთან მუშაობა, არჩევანი უნდა შეჩერდეს სეკატორზე, რომელიც 20-30 მილიმეტრს უმკლავდება.

აუცილებლად გასათვალისწინებელია, რომ თუკი, გამოიყენებთ სეკატორს, რომლის ჭრის დიამეტრი 15 მმ გახლავთ, მაგალითად, 30 მილიმეტრიანი ტოტების დასამუშავებლად, ერთი, რომ დიდი რისკია, ინსტრუმენტი გატყდეს და უფრო მეტიც - მცენარე დაზიანდეს.

ზემოთაც აღვნიშნეთ და კიდევ გავიმეორებთ - სწორად შერჩეული სეკატორი ძალიან დიდ გავლენას ახდენს შრომის ხარისხზე.

ასევე ყურადღება უნდა მიექცეს მასალას, რომლითაც მჭრელი პირებია დამზადებული. ყველაზე მარტივი სეკატორისთვის ინსტრუმენტული ფოლადი გამოიყენება, რომელიც საკმარისად ძლიერია იმისთვის, რომ ახალგაზრდა ხის ტოტებს გაუმკლავდეს. გაცილებით უფრო საიმედოა მჭრელი პირები, რომლებსაც მაღალი ნახშირბადოვანი ფოლადისგან ამზადებენ და შესაბამისად, გაცილებით გამძლეა და ჭრის გაუმჯობესებული შესაძლებლობებით ხასიათდება. როგორც წესი, ეს მასალა პროფესიონალური და ნახევრად პროფესიონალური კლასის დამზადებისას გამოიყენება. ასეთ შემთხვევაში, მჭრელი პირი ლაზერით მუშავდება, რაც მას ხარისხს ბევრი წელი უნარჩუნებს.

სასარგებლო რჩევები

  • - მუშაობის დაწყებამდე დარწმუნდით, რომ ინსტრუმენტი ხელში კომფორტულად გიკავიათ;
  • - უმჯობესია, მუშაობის დროს ხელთათმანები გამოიყენოთ;
  • - ნუ შეეცდებით მაქსიმალური დიამეტრის მქონე ტოტების ერთბაშად გადაჭრას. უმჯობესია, ასეთ შემთხვევაში, რამდენიმე მცირე ზომის ჭრა გააკეთოთ და სასურველ შედეგამდე ნელ-ნელა მიხვიდეთ;
  • - სეკატორი ტოტის მიმართულების მკაცრად პერპენდიკულარულად უნდა გეჭიროთ;
  • - სეკატორი ჩაკეტილ მდგომარეობაში უნდა ინახებოდეს;
  • - არ სცადოთ სეკატორით ლითონის გადაჭრა. ჩათვალეთ, ამით ინსტრუმენტს გამოუსწორებელ ზიანს მიაყენებთ;
  • - ზამბარას მოაშორეთ ხოლმე ზედმეტი ნარჩენები - ფოთლები, ხის ნაწილები.

Lux Garden LG-001 ხელის სეკატორი

Lux-Garden sekatori

  • ბრენდი - LUX GARDEN
  • პროდუქტის ტიპი - სეკატორი
  • ზომა - 8''
  • შტრიხ-კოდი - 4823042001059
  • წონა (კგ) - 0.29
  • პირების მასალა - SK5
  • ტარის მასალა - ალუმინი რეზინის მოსაჭიდით
  • დანიშნულება - ხელის სეკატორი

Lux Garden LG-031 ხელის სეკატორი (CARBON)

Lux-Garden sekatori

  • ბრენდი - LUX GARDEN
  • პროდუქტის ტიპი - სეკატორი
  • ზომა - 7-3/4"
  • შტრიხ-კოდი - 4823087118217
  • წონა (კგ) - 0.217156862745098
  • პირების მასალა - SK5
  • ტარის მასალა - კარბონი
  • დანიშნულება - ხელის სეკატორი

სეკატორი ელემენტზე 7.2V 2.2CM

Lux-Garden sekatori

  • ბრენდი - LUX GARDEN
  • პროდუქტის ტიპი - სეკატორი
  • სიმძლავრე - 7.2V
  • ელემენტი - 4Ah
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 915866
  • წონა (კგ) - 1.8
  • კვების წყარო - ელემენტზე
  • დანიშნულება - ხელის სეკატორი
  • დამატებითი კომპლექტაცია - Type-C დამტენი

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება