შეარჩიე საუკეთესო ცირკული ხერხი ჩვენთან

რომელი ინსტრუმენტი ამუშავებს ყველაზე კარგად ხესა და ბეტონს? ერთხმად გეტყვით, რომ ცირკული ხერხი. ეს კონკრეტული ინსტრუმენტი საუკეთესოა ნებისმიერი მსგავსი ტიპის საქმისთვის. თუ გინდათ, რომ პროფესიონალურად იმუშაოთ და შესრულებული საქმით მუდამ კმაყოფილი იყოთ, ცირკული ხერხი უნდა შეიძინოთ.

რა განსხვავებაა ცირკულ ხერხებს შორის?

ეს საკითხი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, რადგან სწორედ ამ განსხვავებებზე დაკვირვებით მიხვდებით, თუ რომელი სახის ხელსაწყო გჭირდებათ. პირველი საყურადღებო საკითხია სიმძლავრე. ამ კუთხით, ძირითადად, ცირკული ხერხები 3 კატეგორიად იყოფა. პირველში შედის მაღალი სიმძლავრის ინსტრუმენტები, რომლებიც შედარებით რთული საქმეებისთვის გამოიყენება. თუ პროფესიონალი ხართ, მაშინ სწორედ ასეთი ხელსაწყოები დაგჭირდებათ. მეორე კატეგორია მოიცავს საშუალოს, ხოლო მესამე კიდევ უფრო დაბალი სიმძლავრის მქონე ინსტრუმენტებს. სამოყვარულო დონეზე შეგიძლიათ ამ ტიპის ცირკული ხერხი შეიძინოთ. ყველაფერი მხოლოდ ამ მახასიათებლით არ სრულდება. აუცილებელია ყურადღება მიაქციოთ ბრუნვის სიჩქარეს, მუშაობის სიღრმესა და სხვა მსგავსი ტიპის ფუნქციებს.

რატომ ჩვენი ონლაინ ჰიპერმარკეტი?

ჰოლსტი საუკეთესო არჩევანია და მრავალი პასუხი არსებობს თუ რატომ? იმით დავიწყოთ, რომ ჩვენთან მხოლოდ რჩეული ბრენდები და მათი მაღალი ხარისხის ხლსაწყოებია განთავსბული. თითოეული მათგანი გამძლეა და დიდხანს მუშაობს. ასევე, დადებითი მხარეა მრავალფეროვანი არჩევანიც. ხელსაწყოების შეძენა კი სახლიდან გაუსვლელად შეგიძლიათ. ამ მეთოდით დაზოგავთ დროსა და ენერგიას. სასურველ ნივთებს ჩვენი საიტიდან იწერთ და პირდაპირ თქვენს კარის ზღურბლთან მოდის. საკურიერო მომსახურება მთელი ქვეყნის მასშტაბით ვრცელდება და თუ შენაძენი 50 ლარზე მეტის იქნება, მიტანა უფასოა. 

Dewalt - DWS773-QS ცირკული ხერხი 216mm 1300W

Dewalt-ის ინსტრუმენტები გამძლე და შეუფერხებლად მომუშავეა. ზუსტად ასეთია ეს კონკრეტული ცირკული ხერხი, რომელსაც მაღალი სიმძლავრე და ბრუნვის სიჩქარე აქვს. ხელსაწყოს თან ახლავს დამატებითი ნივთები, კერძოდ, საჭრელი დისკი და გასაღები. ინსტრუმენტი მასალას საკმაო სიღრმით ამუშავებს და ამ მხრივაც გამორჩეულია.

Dewalt cirkuli xerxi

  • ბრენდი - DEWALT   
  • პროდუქტის ტიპი - ცირკული ხერხი       
  • ზომა - 216mm         
  • გარანტია - 1 წელი   
  • შტრიხ-კოდი - 5035048636237       
  • წონა (კგ) - 14
  • კვების წყარო - 220-240V     
  • კომპლექტაცია - საჭრელი დისკი + გასაღები       
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-4500min         
  • ფუნქციები - დახრის კუთხე 0° - 90°         
  • მუშაობის სიღრმე - 45°/45° - ზე - 190x48mm; 45°/90° - ზე - 177x62mm; 90°/45° - ზე - 173x62mm         

უპირატესობები:

  • მაღალი სიმძლვრე
  • მუშაობის სიღრმე
  • ფუნქციები
  • ერთ წლიანი გარანტია
  • ბრუნვის მაღალი სიჩქარე
  • გამძლეობა
  • დამატებითი ნივთები

Dewalt - DWE7485-QS ცირკული ხერხი 210mm 1850W

ფართო არჩევანი ვახსენეთ და ამის დასტურია ის, რომ Dewalt კიდევ ერთ საუკეთესო, წინა მოდელისგან განსხვავებულ ცირკულ ხერხს გვთავაზობს. ინსტრუმენტს თან ახლავს 24 კბილიანი საჭრელი დისკი, მტვრის მოსაშორებელი, პარალელური მისაბჯენი, ტორრცის მისაბჯენი, მისაწოლი და 2x გასაღები. საკმაოდ ბევრი ნივთია და თითოეული მათგანი უკეთ მუშაობაში დაგეხმარებათ. ხელსაწყოს მძლავრია და მაღალი სამუშაო რესურსი აქვს.

Dewalt cirkuli xerxi

  • ბრენდი - DEWALT   
  • პროდუქტის ტიპი - ცირკული ხერხი       
  • სიმძლავრე - 1850W
  • ზომა - დისკი: 210mm; მაგიდა: 485x485mm;       
  • გარანტია - 1 წელი   
  • შტრიხ-კოდი  - 5035048723371     
  • წონა (კგ) - 27.53       
  • კვების წყარო - 220-240V     
  • კომპლექტაცია - 24 კბილიანი საჭრელი დისკი + მტვრის მოსაშორებელი + პარალელური მისაბჯენი + ტორცის მისაბრჯენი + მისაწოლი + 2xგასაღები     
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-5800min         
  • ფუნქციები - დახრის კუთხე -3° - 48°       
  • მუშაობის სიღრმე - 45° -ზე - 45mm; 90°-ზე-65mm

უპირატესობები:

  • სიმძლავრე
  • მაღალი სამუშაო რესურსი
  • დამატებითი ნივთები
  • ერთ წლიანი გარანტია
  • ხელმისაწვდომი ფასი
  • კოპაქტურობა

Dewalt - DWE7492-QS ცირკული ხერხი მაგიდით 250mm 2000W

მესამე ცირკული ხერხის დროა, რომელიც ჩამოთვლილებს შორის ყველაზე მძლავრია. ხელსაწყო საუკეთესო არჩევანია პროფესიონალებისთვის, რადგან რთულ საქმეს თავს კარგად ართმევს. ინსტრუმენტს თან ახლავს ერთ წლიანი გარანტია. თუ მუშაობისას თავს ქარხნული დეფექტი იჩენს, საგარანტიო ტალონი პრობლემას გადაჭრის. ცირკულ ხერხს მოყვება დამატებითი კომპლექტაცია, რომელშიც საკმაოდ ბევრი ნივთი შედის. ხელსაწყო გამოირჩევა ბრუნვის სიჩქარითა და მუშაობის სიღრმითაც.

Dewalt cirkuli xerxi

  • ბრენდი - DEWALT   
  • პროდუქტის ტიპი - ცირკული ხერხი       
  • ზომა - 250mm         
  • გარანტია - 1 წელი   
  • შტრიხ-კოდი - 5035048692653       
  • წონა (კგ) - 34
  • კვების წყარო - 220-240V     
  • კომპლექტაცია - 24 კბილიანი საჭრელი დისკი + მტვრის მოსაშორებელი + პარალელური მისაბჯენი + ტორცის მისაბრჯენი + მისაწოლი + 2xგასაღები     
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-4800min         
  • ფუნქციები - დახრის კუთხე 0° - 90°         
  • მუშაობის სიღრმე - 45° -ზე - 55mm; 90°-ზე-77mm

უპირატესობები:

  • მაღალი სიმძლავრე
  • კომპლექტაცია
  • ერთ წლიანი გარანტია
  • მაღალი ხარისხი
  • კომპაქტურობა

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება