შხაპის მიღების დროს წყლის წნევა არ გაკმაყოფილებთ? ამ პრობლემას ერთხელ და სამუდამოდ მოაგვარებთ!

დრამა ერთ სცენად: მძიმე სამუშაო დღის შემდეგ შედიხართ აბაზანაში შხაპის მისაღებად. ტანზე საყვარელ გელს ისხამთ, თმას შამპუნით იქაფებთ და... და ამ დროს წყლის წნევა თითქმის ნულამდე ეცემა. რა შეიძლება, ამის მიზეზი იყოს? მაგალითად, მეზობელ ოთახში, ვინმემ ონკანი მოუშვა, ან ტუალეტის ჩასარეცხი ღილაკი გამოიყენა. ჰოდა, დგახართ ახლა თვალებდახუჭული, შამპუნიანი და ცდილობთ შხაპის ყურმილიდან მოწანწკარე თითო-ოროლა წვეთს სხეული შეუშვიროთ.

ამ პრობლემას რა მოაგვარებს და წყლის ტუმბო!

დრამა ბევრ სცენად: სარეცხი ან ჭურჭლის მანქანა დაბალი წნევის გამო „გაბუტული“ დგას და მუშაობას არ იწყებს; ეზოსა და ბოსტნის მორწყვის მცდელობა კრახით სრულდება - შლანგიდან წყლის ჭავლის ნაცვლად მხოლოდ წვეთები გადმოდის...

აქაც მხსნელად წყლის პომპა მოგევლინებათ, კი მიხვდებოდით.

კიდევ რომელ პრობლემებთან ბრძოლაში დაგჭირდებათ წყლის ტუმბოები, ქვემოთ ამ ამბებზე უნდა მოგითხროთ.

რა ტიპის წყლის ტუმბოები არსებობს?

სანამ Holst.ge-ზე ტუმბოს შეიძენთ, ჯერ ის უნდა იცოდეთ, საიდან მოგაქვთ წყალი და სად გსურთ მისი გადაქაჩვა. სწორედ ამის მიხედვით იყოფა ტუმბოები რამდენიმე ძირითად ტიპად:

  • - ზედაპირული ტუმბოები: დგება, მაგალითად, სარდაფში ან ეზოში და წყალს ქაჩავს შედარებით მცირე სიღრმიდან (მაქსიმუმ 8-9 მეტრი). იდეალურია რეზერვუარიდან, ავზიდან ან ზედაპირული ჭიდან წყლის ამოსაღებად.
  • - წყლის წნევის გამაძლიერებელი ტუმბოები: ეს არის ჭკვიანი სისტემა მემბრანული ავზითა და წნევის რელეთი. ის ავტომატურად ირთვება, როცა ონკანს მოუშვებთ და ინარჩუნებს მუდმივ, სტაბილურ წნევას მთელ სახლში.
  • - ჩასაძირი ტუმბოები: თავსდება უშუალოდ წყალში - ღრმა ჭაბურღილებსა თუ ჭებში (9 მეტრზე ღრმად). ასეთი წყლის ტუმბო ძალიან ძლიერი და თითქმის უხმაუროა, რადგან წყლის სიღრმეშია ჩაძირული.
  • - სადრენაჟო და ფეკალიის ტუმბოები: შექმნილია არა სასმელი წყლისთვის, არამედ დაბინძურებული, ქვიშიანი ან ჩამდინარე წყლების ამოსატუმბად, მაგალითად, დატბორილი სარდაფიდან ან საკანალიზაციო ჭიდან.

ვის სჭირდება წყლის ტუმბო?

მოკლედ რომ ვთქვათ - ყველას, ვისაც წყლის ნაკადთან ან წნევასთან დაკავშირებული დისკომფორტი აქვს. უფრო კონკრეტულად კი:

  • - მრავალსართულიანი კორპუსის მაცხოვრებლებს, განსაკუთრებით ზედა სართულებზე: სადაც ცენტრალური მაგისტრალის წნევა სუსტია და ონკანამდე ძლივს აღწევს.
  • - კერძო სახლებისა და აგარაკების მფლობელებს: ვისაც წყალი ჭიდან, ჭაბურღილიდან ან სპეციალური რეზერვუარიდან ამოაქვს და სურს, ქალაქის ბინაზე უკეთესი წნევა ჰქონდეს.
  • - მებაღეებსა და ფერმერებს: ეზოს, ბოსტნის, სათბურისა თუ გაზონის ეფექტიანი, ავტომატური სარწყავი სისტემების გამართვისთვის.
  • - კომერციულ ობიექტებს - სასტუმროები, კაფეები, ავტოსამრეცხაოები: სადაც წყლის დაბალი წნევა პირდაპირ ნიშნავს უკმაყოფილო მომხმარებელსა და დაკარგულ შემოსავალს.

შეცდომები რომ არ დაუშვათ

წყლის ტუმბოს შერჩევისას რამდენიმე კრიტიკული დეტალია, რომელთა იგნორირებაც ტყუილად გადაყრილ ფულსა და დაზიანებულ ტექნიკას ნიშნავს:

  • - სიღრმისა და სიმაღლის არასწორად გაანგარიშება: ყურადღება მიაქციეთ ორ პარამეტრს - ამოქაჩვის სიღრმეს, ანუ საიდან ამოგაქვთ წყალი და მიწოდების სიმაღლეს/წნევას, ანუ რამდენ მეტრზე ან სართულზე უნდა აიტანოს. თუ სიღრმე 8 მეტრს აჭარბებს, ზედაპირული ტუმბო ვერ დაგეხმარებათ, აუცილებლად ჩასაძირი მოდელი გჭირდებათ.
  • - წარმადობის აცდენა: ტუმბოს წარმადობა (ლიტრი/წუთში) არ უნდა აღემატებოდეს თქვენი ჭის ან ჭაბურღილის წყლის აღდგენის სიჩქარეს. წინააღმდეგ შემთხვევაში, ტუმბო ჭას ამოაშრობს, რაც არც თუ პატარა პრობლემაა.
  • - „მშრალი სვლისგან“ დაცვის იგნორირება: თუ წყალი დაწყდა და ტუმბომ ჰაერზე გააგრძელა მუშაობა, ძრავა რამდენიმე წუთში გადაიწვება. დარწმუნდით, რომ არჩეულ მოდელს აქვს ავტომატური გამორთვის ფუნქცია წყლის გაქრობისას.
  • - ხმაურის დონის უგულებელყოფა: თუ ზედაპირულ ტუმბოს საცხოვრებელ ოთახთან ახლოს დგამთ, გაითვალისწინეთ, რომ იაფიანი მოდელები საკმაოდ ხმაურიანია. ასეთ შემთხვევაში უკეთესია ჩუმი, ინვერტორული ან ჩასაძირი ტიპის ტუმბოს არჩევა.

Schpindel - წყლის ტუმბო QB60

Schpindel wylis tumbo

  • ბრენდი - SCHPINDEL
  • პროდუქტის ტიპი - ზედაპირის წყლის ტუმბო
  • სიმძლავრე - 0.37kw/0.5HP
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 1200091218110
  • წონა (კგ) - 5.97
  • კვების წყარო - 220-240V
  • წარმადობა (Max) - 2.4m3/h
  • სიმაღლე (Max) - 35
  • შემსვლელი - 25mm(1'')
  • გამომსვლელი - 25mm(1'')
  • ამოტუმბვის სიღრმე (Max) - 8m

Kattolini წყლის ტუმბო QDX1.5-25-0.55F

Kattolini wylis tumbo

  • ბრენდი - KATTOLINI
  • პროდუქტის ტიპი - ჩასაძირი წყლის ტუმბო
  • სიმძლავრე - 0.55kw/0.75hp
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 1311920518216
  • წონა (კგ) - 11.5
  • კვების წყარო - 220-240V
  • წარმადობა (Max) - 6.3m3/h
  • სიმაღლე (Max) - 18
  • გამომსვლელი - 25mm(1'')

Keengross KG-05240 წყლის ტუმბო ბენზინზე 40MMX52CC

Keengross wylis tumbo

  • ბრენდი - KEENGROSS
  • პროდუქტის ტიპი - წყლის ტუმბო საწვავზე
  • სიმძლავრე - 1.4kw / 51.7cc
  • დამატებითი მახასიათებლები - ძრავა: 2 ტაქტიანი; საწვავის ხარჯი: 1.48 ლ/ს; ცილინდრის დიამეტრი × დგუშის სვლა: 44 × 34 mm
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 1152359312378
  • წონა (კგ) - 10.6
  • კვების წყარო - ბენზინი
  • ავზის მოცულობა - 1.1 l
  • წარმადობა (Max) - 12m3/h
  • სიმაღლე (Max) - 25
  • შემსვლელი - 40mm(1.6'')
  • გამომსვლელი - 40mm(1.6'')
  • ამოტუმბვის სიღრმე (Max) - 8m

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება