| სწორად შერჩეული მაგიდის სანათი პროდუქტიულობის გაზრდაშიც კი დაგეხმარებათ |
| სწორად შერჩეული მაგიდის სანათი პროდუქტიულობის გაზრდაშიც კი დაგეხმარებათ |
ალბათ, ყველას გვქონია მომენტი, როცა საღამოს მუშაობისას თვალები გვეღლება, ყურადღება გვეფანტება და ერთადერთი სურვილი ძილია. რაც არ უნდა გასაკვირად მოგეჩვენოთ, ხშირად ეს არა გადაღლილობის, არამედ ცუდი განათების ბრალი შეიძლება იყოს. ამ ყველაფრიდან გამომდინარე, შეგვიძლია ვთქვათ, რომ სწორად შერჩეული მაგიდის სანათი მხოლოდ დეკორის ნაწილი სულაც არ არის - ის თქვენი მთავარი მოკავშირეა ფოკუსის შესანარჩუნებლად და სასურველი შედეგების მისაღწევად.
მოკლედ, ერთი, რომ მაგიდის სანათი მნიშვნელოვანი მოკავშირეა პროდუქტიული მუშაობის მიმართულებით და რასაკვირველია, არანაკლები დატვირთვა აქვს ჩვენი სახლისა თუ კონკრეტულად სამუშაო ოთახის გალამაზების კუთხითაც.
როგორი მაგიდის სანათები არსებობს, როგორ შევარჩიოთ და რას მივაქციოთ ყურადღება, მივყვეთ ყველაფერს დეტალურად.
დავიწყოთ იმით, რომ მაგიდის სანათები არსებობს, მაგალითად, ოფისისთვის, საძინებლისთვის, საწერი მაგიდისთვის, ფორტეპიანოსთვის, დეკორატიული დანიშნულების და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.
შეგიძლიათ, არჩევანი ელეგანტურ სანათზე შეაჩეროთ, შეგიძლიათ, გამოიყენოთ მოქნილი ფეხის მქონე ან პატარა კლასიკური მოდელი. ნათურის დიზაინი დამოკიდებულია ინტერიერის სტილსა და თქვენს გემოვნებაზე. სანათისთვის შუქდიოდური ნათურის შერჩევაა რეკომენდებული.
საწერი მაგიდის სანათის სიმაღლე ინდივიდუალურად შეირჩევა. პირველ რიგში მაგიდის ზომას უნდა მიექცეს ყურადღება.
მოქნილი ფეხის მქონე სანათი იმითიც არის გამორჩეული, რომ მაგიდის ნებისმიერი წერტილის განათება შეიძლება.
მაგიდის სანათებში ხშირად გვხვდება ლუმინესცენტური ნათურა, რომლის შექმნისთვისაც ვერცხლისწყალი ან მისი ნაერთები გამოიყენება, რაც ჯანმრთელობისთვის რომ სახიფათოა, გეცოდინებათ. ამდენად, რეკომენდებულია, განსაკუთრებით, ბავშვების შემთხვევაში, შეარჩიოთ მაგიდის სანათი შუქდიოდური ნათურით - Holst.ge-ზე სწორედ ასეთი მოდელების შერჩევაა შესაძლებელი.
გაითვალისწინეთ ისიც, რომ მაგიდის სანათი მოსწავლისგან მარცხენა მხარეს უნდა იდგეს, ხოლო თუ იგი ცაციაა, მაშინ - მარჯვენა მხარეს. სინათლე უნდა ეცემოდეს მაგიდას და არ უნდა ხვდებოდეს მოსწავლის თვალებში. ბავშვების შემთხვევაში, უმჯობესია, სანათი საერთო განათების ფონზე გამოიყენოთ.
ყველაფერი ზემოთ ნათქვამ-ნაწერი რომ შევაჯამოთ, მაგიდის სანათი ბევრად მეტია, ვიდრე უბრალო აქსესუარი. ეს არის ინვესტიცია თქვენს ჯანმრთელობასა და ყოველდღიურ ეფექტიანობაში. გახსოვდეთ, რომ სწორად მიმართული სინათლე არა მხოლოდ თქვენს თვალებს უფრთხილდება, არამედ გეხმარებათ, რთული დავალებები უფრო სწრაფად და ნაკლები ენერგიის დახარჯვით შეასრულოთ. დროა, თქვენს მაგიდაზე ისეთი განათება აანთოთ, რომელიც თქვენს წარმატებას შეუწყობს ხელს.


