| Tolsen-ის ტოპ 3 ინსტრუმენტების ნაკრები |
| Tolsen-ის ტოპ 3 ინსტრუმენტების ნაკრები |
ინსტრუმენტების ნაკრებში ისეთი ხელსაწყოებია თავმოყრილი, რომლებიც ნებისმიერ დროსა და ადგილას შეიძლება დაგჭირდეთ. ასე რომ, თუ კომპლექტი ჯერ კიდევ არ გაქვთ, დროა შეიძინოთ და რთული დღეებისთვის თადარიგი დაიჭიროთ. თუმცა, მანამდე აუცილებელია, რომ მცირეოდენ ინფორმაციას ფლობდეთ, რადგან ხელსაწყოების ნაკრები სწორად შეარჩიოთ. ამ საკითხზე კი უფრო მეტს ჩვენ გიამბობთ.
პირველ რიგში იმას გეტყვით, რომ საკმაოდ ბევრნაირი ხელსაწყოების ნაკრები არსებობს და ყურადღება აქეთკენ მომართეთ. მთავარი კითხვაა: როგორი სახის კომპლექტს ეძებთ? თუ მცირე ზომისა და ცოტა ხელსაწყოიანი ნაკრები გსურთ, მაშინ გირჩევთ 8 ცალიანი შეიძინოთ. ასეთი სახის ინსტრუმენტების კომპლექტში მარტივი საქმეებისთვის განკუთვნილი ნივთებია თავმოყრილი და თითოეულს კარგად გამოიყენებთ. იქნებ უფრო მეტი გსურთ? მაშინ 95 ცალიანი ნაკრები დაგჭირდებათ. ამ კატეგორიაში ყველაფერი მეტად პროფესიონალურია და კიდევ უფრო რთულ საქმეებზე შეგიძლიათ ინსტრუმენტების გამოყენება. არსებობს 216 ცალიანი ხელსაწყოების ნაკრები, რომელსაც ნამდვილად ვერაფრით დაიწუნებთ. კომპლექტში ყველაფერია, რაც მსგავსი ტიპის საქმიანობისთვისაა საჭირო. თუ პროფესიონალური ბრძანდებით, მაშინ ზუსტად ასეთი სახის ნაკრები გჭირდებათ.
ჩვენს საიტზე ბევრად მეტი არჩევანია, მაგრამ ამჯერად ბლოგში მხოლოდ 3 ინსტრუმენტების ნაკრებს განვიხილავთ დეტალურად. Tolsen კი ის ბრენდია, რომელზეც უკვე ყველას ბევრი გვსმენია და ისიც ვიცით, რომ მუდამ მაღალი ხარისხის ხელსაწყოებით გამოირჩევა. ბლოგში სწორედ ბრენდის 3 ინსტრუმენტების ნაკრებს განვიხილავთ და დეტალურად გეტყვით, თუ რა შემთხვევაში რომელი კომპლექტი გამოგადგებათ.
ჰოლსტი ონლაინ ჰიპერმარკეტია და ამით უკვე გამოიკვეთა ერთი უპირატესობა. დიახ, ჩვენთან ნივთებს სახლიდან გაუსვლელად იძენთ. არანაირი მაღაზიის რიგი და მანამდე მისასვლელი დაუსრულებელი საცობი გზაზე. ყველაფერი ძალიან მარტივად გადაიჭრა. სასურველ ნივთებს ჩვენი საიტიდან იწერთ და კურიერს ელოდებით. სულ ეს არის. მიტანის სერვისი მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება და უფრო მეტიც, თუ თქვენი შენაძენი 50 ლარზე ზემოთ იქნება, საკურიერო მომსახურება უფასოა. ეს წესი ყველგან მოქმედებს - როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. შეძენილი ნივთები კი თქვენამდე საკმაოდ მოკლე დროში მოვა. კიდევ ერთი უპირატესობა ის არის, რომ თუ ერთიანი თანხა არ გაქვთ, მაგრამ ნივთი სასწრაფოდ გჭირდებათ, შეგიძლიათ განვადებით ისარგებლოთ. გაითვალისწინეთ, რომ ამისთვის საჭიროა კარგი საკრედიტო ისტორია. დამტკიცების შემთხვევაში კი თანხას სასურველი თვეების რაოდენობაზე ანაწილებთ და ეტაპობრივად ფარავთ.
Tolsen-ის პირველი ინსტრუმენტების ნაკრები ძალიან მცირე ზომისაა, რასაც თავისი უპირატესობები აქვს. კომპლექტის გადაადგილება უმარტივესია, რადგან მსუბუქია და დისკომფორტს არასდროს შეგიქმით. ნაკრები 8 ინსტრუმენტს მოიცავს და თითოეული მათგანი მარტივი საქმეებისთვის იდეალურია. თუ სახლში გამოსაყენებლად გსურთ და მსუბუქი სამუშაოები გაქვთ შესასრულებელი, მაშინ ეს მოდელი საუკეთესო არჩევანია.

უპირატესობები:
Tolsen-ის მეორე ინსტრუმენტების ნაკრების შემთხვევაში საქმე სხვაგვარადაა. ეს კონკრეტული მოდელი 95 ცალ ხელსაწყოს აერთიანებს. მასში ყველაფერია, რაც ნამდვილ პროფესიონალს შეიძლება დასჭირდეს. სწორედ ამიტომ, თუ ეს საქმე თქვენი ყოველდღიურობაა და წინ რთული სამუშაოები გელით, შეიძინეთ ეს კონკრეტული ხელსაწყოების ნაკრები. ამ ყველაფერთან ერთად, კომპლექტი ხელმისაწვდომი ფასითაც გამოირჩევა.

უპირატესობები:
Tolsen-ის 216 ცალიან ნაკრებზე რა უნდა ვთქვათ გარდა იმისა, რომ უბრალოდ საოცრებაა? კომპლექტი ყველაფერს აერთიანებს, რაც ამ საქმისთვის შეიძლება დაგჭირდეთ. მიკროსკოპითაც რომ შეხედოთ, ვერცერთ ხელსაწყოს ვერ უპოვით წუნს, რადგან თითოეული მათგანი კარგია როგორც ფიზიკურად, ასევე მუშაობის მომენტში. თუ პროფესიონალი ხართ, მაშინ ბევრი ფიქრიც კი არ არის საჭირო - ეს მოდელი თქვენთვის საუკეთესოა.

უპირატესობები: