ტოპ 2 ოპტიკური თარაზო, რომელიც ყველას უნდა ჰქონდეს

ხარისხიანი ოპტიკური თარაზო არასდროს ცდება და საქმეს იდეალურად ასრულებს. ბლოგში ყველაფერს დეტალურად გაიგებთ და ორ საუკეთესო ხელსაწყოს დეტალურადაც განვიხილავთ. 

რა არის და სად გამოიყენება ოპტიკური თარაზო?

ოპტიკური თარაზო ის ხელსაწყოა, რომელიც გამოიყენება ორ ან რამდენიმე წერტილს შორის სიმაღლეთა სხვაობის ზუსტად დასადგენად. ის განსაკუთრებით მნიშვნელოვანია მშენებლობაში, გზების დაგეგმარებასა და სხვადასხვა საინჟინრო სამუშაოებში, სადაც ზედაპირის სიმაღლის მცირე განსხვავებაც კი შეიძლება მნიშვნელოვანი იყოს.

როგორ მუშაობს ოპტიკური თარაზო?

ოპტიკური თარაზოს მუშაობის პრინციპი ეფუძნება ჰორიზონტალურ ვიზირების ხაზს. ხელსაწყო თავსდება სპეციალურ შტატივზე და მისი სწორად გასწორების შემდეგ ოპერატორი ტელესკოპის საშუალებით აკვირდება თარაზოს რეიკას, რომელიც გაზომვის წერტილშია განთავსებული. როგორც წესი, გაზომვისას გამოიყენება ორი წერტილი. რეიკაზე აღებული მაჩვენებლების შედარებით შესაძლებელია განისაზღვროს, რომელი წერტილია უფრო მაღალი ან დაბალი და რამდენია მათ შორის სიმაღლის სხვაობა.

სად გამოიყენებთ ოპტიკურ თარაზოს?

ოპტიკური თარაზო ფართოდ გამოიყენება სხვადასხვა სფეროში, მათ შორის:

  • სამშენებლო მოედნებზე სიმაღლის ნიშნულების გადასატანად;
  • საძირკვლისა და იატაკის დონეების შესამოწმებლად;
  • გზებისა და ხიდების მშენებლობისას;
  • მიწის სამუშაოებისა და რელიეფის შეფასებისას;
  • სადრენაჟე და საკანალიზაციო სისტემების დაგეგმვისას;
  • გეოდეზიური და საინჟინრო აზომვების დროს.

ოპტიკური თარაზოს მთავარი უპირატესობები

ამ ხელსაწყოს ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა მისი სიზუსტეა. სწორად გამოყენების შემთხვევაში ოპტიკური თარაზო საშუალებას იძლევა, საკმაოდ მცირე სიმაღლეთა სხვაობებიც ზუსტად განისაზღვროს. ასევე მნიშვნელოვანია მისი საიმედოობა და შედარებით მარტივი გამოყენება. ოპტიკურ თარაზოს არ სჭირდება რთული ელექტრონული სისტემა, რის გამოც ის პრაქტიკული არჩევანია სხვადასხვა სამშენებლო და გეოდეზიური სამუშაოსთვის.

რა უნდა გაითვალისწინოთ ოპტიკური თარაზოს არჩევისას?

ოპტიკური თარაზოს შერჩევისას მნიშვნელოვანია გავითვალისწინოთ სამუშაოს ტიპი და საჭირო სიზუსტე. ყურადღება უნდა მიექცეს ტელესკოპის გადიდებას, ოპტიკის ხარისხს, კომპენსატორის სიზუსტეს, ხელსაწყოს გამძლეობასა და გამოყენების პირობებს. თუ მოწყობილობა ხშირად უნდა გამოიყენოთ სამშენებლო მოედანზე, სასურველია ისეთი მოდელის არჩევა, რომელიც გამძლეა, მარტივად რეგულირდება და სხვადასხვა ამინდის პირობებში საიმედოდ მუშაობს.

ოპტიკური თუ ციიფრული თარაზო?

ოპტიკური თარაზო კარგი არჩევანია იმ სამუშაოებისთვის, სადაც საჭიროა საიმედო და ზუსტი სიმაღლეთა გაზომვა. ციფრული თარაზო კი დამატებით ავტომატიზაციასა და გაზომვის შედეგების ელექტრონულად დამუშავების შესაძლებლობას გვთავაზობს.

შესაბამისად, არჩევანი დამოკიდებულია კონკრეტული სამუშაოს მოთხოვნებზე, საჭირო სიზუსტეზე, სამუშაოს მოცულობასა და ბიუჯეტზე.

რატომ ჰოლსტი?

ჩვენი ონლაინ ჰიპერმარკეტი საუკეთესოა სხვადასხვა მიმართულებით. პირველ რიგში გეტყვით იმას, რომ აქ მაღალი ხარისხის ინსტრუმენტები დაგხვდებათ. თითოეული თარაზო ზუსტია და საქმეს გაგიმარტივებთ. ინსტრუმენტებს კი სახლიდან გაუსვლელად იძენთ. ნივთებს საიტზე არჩევთ და აქედანვე იწერთ. საკურიერო მომსახურება მთელი ქვეყნის მასშტაბით ვრცელდება და უფრო მეტიც, თუ თქვენი შეკვეთა 50 ლარზე მეტის იქნება, მიტანა უფასოა. ეს წესი მოქმედებს როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. შეძენილი ნივთები თქვენთან საკმაოდ მოკლე დროში მოვა და უვნებელი ჩაგბარდებათ. ამ მეთოდით ზოგავთ ბევრ დროს და თავიდან ირიდებთ ისეთ უსიამოვნო მოვლენებს, როგორიცაა საცობი და მაღაზიის რიგში დგომა.

CROWN CT44043-ოპტიკური თარაზო

Crown-ის ოპტიკური თარაზო იდეალური არჩევანია. ხელსაწყოს მაღალი დიაპაზონი აქვს და სრული სიზუსტით ზომავს. ინსტრუმენტს თან ახლავს დამატებითი ნივთი, კერძოდ, ქეისი. ამასთანავე, მოყვება ერთ წლიანი გარანტია. ქარხნული დეფექტის აღმოჩენის შემთხვევაში, ტალონი პრობლემას მარტივად გადაგიჭრით.

Crown optikuri tarazo

  • ბრენდი - CROWN   
  • პროდუქტის ტიპი - ნიველირი       
  • დიაპაზონი - 60 m   
  • გარანტია - 1 წელი   
  • შტრიხ-კოდი - 7640177422316       
  • წონა (კგ) - 1.3
  • კომპლექტაცია - ქეისი         
  • სიზუსტე - ±0.3 mm
  • მონაცემები - 32Xგადიდება; ობიექტივის დიამეტრი 40MM           
  • შტატივის ხრახნი - 5/8''

უპირატესობები:

  • მაღალი დიაპაზონი
  • ფუნქციები
  • დამატებითი ნივთები
  • ხარისხიანი შტატივის ხრახნი
  • ერთ წლიანი გარანტია
  • კომპაქტურობა         

Dewalt DW096PK-XJ ოპტიკური თარაზო

Dewalt-ის თარაზო უფრო დიდი დიაპაზონის მქონეა და თან ახლავს რამდენიმე ნივთი, კერძოდ, ჩემოდანი, შტატივი, ამზომი. ამასთანავე, აქვს ხელმისაწვდომი ფასი და მოყვება ერთ წლიანი გარანტია. ხელსაწყოს იდეალურად გამოიყენებთ.

Dewalt optikuri tarazo

  • ბრენდი - DEWALT   
  • პროდუქტის ტიპი - ნიველირი       
  • დიაპაზონი - 100 m 
  • გარანტია - 1 წელი   
  • შტრიხ-კოდი - 5035048144657       
  • წონა (კგ) - 9.4
  • კომპლექტაცია - ჩემოდანი + შტატივი + ამზომი
  • სიზუსტე - ±2.0 mm/m         
  • მონაცემები - 26Xგადიდება; ობიექტივის დიამეტრი 38mm

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • მაღალი ხარისხი
  • დამატებითი ნივთები
  • სრული სიზუსტე
  • ერთ წლიანი გარანტია

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება