ტოპ 3 ელექტრო სახრახნისი - რომელს ირჩევ შენ?

ელექტრო სახრახნისი კომფორტულად გამოსაყენებელი მარჯვე ხელსაწყოა, რომელიც ნებისმიერი სირთულის საქმეში დაგეხმარებათ. ინსტრუმენტს ბევრი უპირატესობა აქვს და იმისთვის, რომ თითოეული მათგანი თქვენს სამუშაოს ზუსტად მოარგოთ, მისი სწორად შერჩევაა საჭირო. როგორ უნდა მიხვდეთ, შეეფერება თუ არა კონკრეტული ხელსაწყო თქვენს საქმეს? ბლოგში ზუსტად ამ მნიშვნელოვან საკითხში გაგარკვევთ.

როგორ უნდა შეარჩიოთ ელექტრო სახრახნისი?

როგორც ყველა ხელსაწყოს, ელექტრო სახრახნისსაც აქვს მახასიათებლები და ზოგიერთი მათგანი განსაკუთრებით საყურადღებოა. ერთ-ერთი ასეთი მნიშვნელოვანი საკითხია სიმძლავრე. ამ მიმართულებით სამი ძირითადი კატეგორია გამოიყოფა. პირველში შედის ყველაზე მძლავრი ხელსაწყოები, რომლებიც ნებისმიერი ტიპის საქმეს შეუფერხებლად ასრულებს. რთული სამუშაოებიც კი მარტივია, როცა გვერდით ძლიერი ინსტრუმენტი გეგულება. სწორედ ამიტომ, თუ წინ შრომატევადი საქმე გაქვთ, ზუსტად ასეთ სახრახნისს გირჩევდით. მეორე / მესამე კატეგორიას საშუალო და შედარებით დაბალი სიმძლავრის ხელსაწყოები ინაწილებს. ასეთი შურუპავიორტი იდეალურია მაშინ, როცა მსუბუქი საქმეები გაქვთ შესასრულებელი. გარდა ამისა, მნიშვნელოვანი მახასიათებლებია: ბრუნვის სიჩქარე, ვაზნის დიამეტრი, ბრუნვის მომენტი, ფუნქციები და ბურღვის სიღრმის მაჩვენებელი. ეს უკანასკნელი დიდ როლს თამაშობს, რადგან ამით შეგიძლიათ გაიგოთ, რა სიღრმით ბურღავს სახრახნისი მასალას. ჩამოთვლილ მახასითებლებს გულდასმით გადახედეთ და საბოლოოდ მარტივად მიხვდებით - რომელია თქვენი საქმითვის შესაფერისი ელექტრო სახრახნისი.

CROWN CT21056L-ელექტრო სახრახნისი 18v

როგორც ყოველთვის, Crown-ი კვლავ საუკეთესო ელექტრო სახრახნისს გვთავაზობს. ეს კონკრეტული მოდელი იმიტომ არის კარგი, რომ მაღალი სიმძლავრე და ბრუნვის სიჩქარე აქვს. ინსტრუმენტი რევერსის ფუნქციით გამოირჩევა. თან ახლავს დამატებითი ნივთები, კერძოდ, ორი ელემენტი, დამტენი და ქეისი. კონკრეტული შურუპავიორტი ხესა და მეტალს ამუშავებს და თან არა ზედაპირულად, არამედ საკმაოდ ღრმად ბურღავს.

Crown eleqtro saxraxnisi

  • ბრენდი - CROWN   
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო სახრახნისი
  • სიმძლავრე - 18V     
  • ელემენტი - 1.5Ah   
  • დატენვის ხანგრძლივობა - 1hrs     
  • გარანტია - 1 წელი   
  • შტრიხ-კოდი - 7640177420046         
  • წონა (კგ) - 1.54         
  • კვების წყარო - ელემენტი   
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-350/0-1350min
  • ბრუნვის მომენტი - 35/45Nm         
  • ვაზნის დიამეტრი - 1.5-13mm         
  • მაქს. ბურღვა (ხე; მეტალი) - 38mm/13mm 
  • ფუნქციები - რევერსი         
  • დამატებითი კომპლექტაცია - 2 ელემენტი + დამტენი + ქეისი

უპირატესობები:

  • მაღალი სიმძლავრე
  • დამატებითი ნივთები
  • ბრუნვის მაღალი სიჩქარე
  • ბრუნვის მომენტი
  • ერთ წლიანი გარანტია
  • რევერსის ფუნქცია
  • სწრაფი დატენვის უნარი
  • ბურღვის სიღრმე

Schpindel SPP-35135B 12V სახრახნისი ელემენტზე 35N.m 2x2Ah BL

Schpindel-ის ელექტრო სახრახნისი რამდენიმე მიზეზითაა გამორჩეული. პირველ რიგში იმით, რომ უნახშირო მოტორი აქვს. ამასთანავე, მაღალი ბრუნვის მომენტით გამოირჩევა და ძალიან კომფორტულია. ხელსაწყოს მოყვება ელემენტი, დამტენი, სახრახნისის თავაკი, საბურღი თავაკი და თავაკების დამჭერი.

Schpindel eleqtro saxraxnisi

  • ბრენდი - SCHPINDEL         
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო სახრახნისი
  • სიმძლავრე - 12V     
  • ელემენტი - 2x2Ah   
  • გარანტია - 1 წელი   
  • შტრიხ-კოდი - 1621129199940         
  • წონა (კგ) - 2.88         
  • კვების წყარო - ელემენტი   
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-500 / 0-1700min         
  • მოტორი - უნახშირო
  • ბრუნვის მომენტი - 35Nm   
  • ვაზნის დიამეტრი - 10mm   
  • დამატებითი კომპლექტაცია - 2x ელემენტი + დამტენი + 6x25mm სახრახნისის თავაკი + 6x საბურღი თავაკი + თავაკების დამჭერი 
  • დამატებითი ინფორმაცია - ბრუნვის მომენტის რეგულირების საფეხურები: 19+1; LED სამუშაო განათებით           

უპირატესობები:

  • უნახშირო მოტორი
  • დამატებითი ნივთები
  • ერთ წლიანი გარანტია
  • ვაზნის დიამეტრი
  • ბრუნვის მაღალი მომენტი
  • კომპაქტურობა
  • მაღალი სამუშაო რესურსი
  • ბრუნვის მაღალი სიჩქარე

TOLSEN TOL1689-79010 ელ. სახრახნისი 3.6V Li-ion, 1300mAh

Tolsen-ის სახრახნისი მაშინ უნდა შეიძინოთ, თუ შედარებით მსუბუქი საქმეებია თქვენი დღის წესრიგში. ინსტრუმენტი საშალო სიმძლავრესა და მონაცემებს აერთიანებს. ხელსაწყოს თან ახლავს დამტენი და საცვლელი პირები.

Tolsen eleqtro saxraxnisi

  • ბრენდი - TOLSEN   
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო სახრახნისი
  • სიმძლავრე - 3.6v     
  • ელემენტი - 1.3Ah   
  • დატენვის ხანგრძლივობა - 3hrs     
  • გარანტია - 3 თვე     
  • შტრიხ-კოდი - 6933528788812         
  • წონა (კგ) - 0.68         
  • კვების წყარო - ელემენტი   
  • ბრუნვის სიჩქარე - 180min   
  • ბრუნვის მომენტი - 3Nm     
  • ვაზნის დიამეტრი - 1/4''     
  • ფუნქციები - რევერსი         
  • დამატებითი კომპლექტაცია - დამტენი + საცვლელი პირები

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • კომპლექტაცია
  • რევერსის ფუნქცია
  • გარანტია
  • ვაზნის დიამეტრი
  • მაღალი ხარისხი
  • კომპაქტურობა

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება