ტოპ 3 ერთმანეთზე უკეთესი პულივიზატორი

ელექტო პულივიზატორი იმ ხელსაწყოების სიაშია, საქმეს რომ გიმარტივებთ და კომფორტს გაგრძნობინებთ. ინსტრუმენტი სამღებრო სამუშაოებში ერთვება და ყველაფერს იმაზე სწრაფად ასრულებს, ვიდრე წარმოგიდგენიათ. ამიტომ, თუ ცოტა დრო გაქვთ და თავზესაყრელი საქმე, მაშინ აუცილებლად უნდა დაუმეგობრდეთ, იმედგაცრუებული  ნამდვილად არ იქნებით. გარდა ამისა, ხელსაწყოს კიდევ ბევრი უპირატესობა აქვს. გზადაგზა ყველაფერს გიამბობთ. მანამდე კი გეტყვით, თუ რა უნდა გაითვალისწინოთ პულივიზატორის შერჩევისას და რომელი მახასიათებლებია მეტად მნიშვნელოვანი. 

რა განასხვავებს პულივიზატორებს ერთმანეთისგან?

Რა უნდა ვთქვათ უპირველესად, თუ არა სიმძლავრე?! Დიახ, ეს მახასიათებელი ძალიან მნიშვნელოვანია და ფაქტობრივად, ყველაფერი მასზეა აგებული. მძლავრი ინსტრუმენტი კარგია, მაგრამ ყოველთვის, შესაძლოა, ასეთი არ გჭირდებოდეთ. უფრო გასაგებად რომ ვთქვათ, მაქსიმალური ძალის მქონე პულივიზატორი, მეტად რთულ საქმეებზე გამოიყენება, მსუბუქზე მოცდენა არ ღირს. მარტივი სამუშაოებისთვის, საშუალო ან დაბალი სიმძლავრის მქონე ინსტრუმენტი გამოგადგებათ. საქმეს ეს უკანასკნელიც კარგად ასრულებს, ამაში ეჭვი არ შეგეპაროთ.

უნდა მიაქციოთ თუ არა ყურადღება ავზის მოცულობას?

გარდა სიმძლავრისა, პულივიზატორებს შორის ბევრი სხვაობაა. Ზოგი მეტად მნიშვნელოვანია, ზოგიც ნაკლებად. ავზის მოცულობა კი პირველ კატეგორიაში ეწერება. ამ მახასიათებელზე ყურადღების გამახვილება აუცილებელია, ამიტომ, გვერდს ნუ აუვლით. ძირითადად, იგივე პრინციპი მოქმედებს, რაც სიმძლავრეზე. ტევადი ავზი მაშინ დაგჭირდებათ, თუ ბევრი საქმე გაქვთ და წამდაუწუმ იქეთ-აქეთ სირბილისთვის დრო არ გრჩებათ. მცირე ავზის მქონე ხელსაწყო კი, კომფორტული მარტივი სამუშაოებისთვის იქნება. ასეთი ინსტრუმენტი მეტად მსუბუქია და გადაადგილებაც უპრობლემოა. 

რატომ უნდა შეიძინოთ ხელსაწყოები Holst.ge- ზე?

ამ კითხვას რამდენიმე პასუხი აქვს. მოდით, სათითაოდ გავყვეთ. პირველ რიგში, Holst- ი იმიტომ, რომ ჩვენთან ყველაფერი კომფორტულია. ნივთებს სახლიდან გაუსვლელად იძენთ და მაღაზიაში მისვლა აღარ გჭირდებათ. ინსტრუმენტების გამოწერა მთელი საქართველის მასშტაბით შეგიძლიათ. საკურიერო მომსახურება, როგორც თბილისში, ასევე რეგიონებშიც მოქმედებს. 50 ლარზე მეტ შენაძენზე კი, მიტანა უფასოა. მეორე მიზეზი, თუ რატომ Holst-ი, ის არის, რომ ჩვენთან მხოლოდ ხარისხიან ინსტრუმენტებს გადააწყდებით. ყველა ხელსაწყო, რომელიც საიტზეა განთავსებული, საუკეთესოა. მესამე მიზეზი ხელმისაწვდომი ფასია, რაც დაგვეთანხმებით, დიდი უპირატესობაა. კიდევ ერთი დადებითი მხარე ის გახლავთ, რომ თუ ერთიანი თანხა არ გაქვთ, შეგიძლიათ განვადებით ისარგებლოთ და დამტკიცების შემთხვევაში, გადასახადი თანხა სასრუველი თვეების რაოდენობაზე გადაანაწილოთ. ამ შემთხვევაში, ერთიანად გადახდა არ მოგიწევთ, განვადებას ნაწილ-ნაწილ დაფარავთ. 

CROWN CT31015-ელექტრო პულივიზატორი 1200W

Crown-ის ელექტრო პულივიზატორი მძლავრია და ტევადი ავზი აქვს. ეს იმას ნიშნავს, რომ თამამად შეგიძლიათ რთულ საქმეებზე უხმოთ. ყველაფერს იდეალურად შეასრულებს და კმაყოფილს დაგტოვებთ. ინსტრუმენტს მაღალი წნევა აქვს და ერთ წლიანი გარანტიაც თან ახლავს. ამ უკანასკნელს კი ქარხნული დეფექტის შემთხვევაში გამოიყენებთ. თუ ხელსაწყოს ასეთი წუნი აღმოაჩნდება, პულივიზატორი სერვის ცენტრში უნდა მიიტანოთ და პრობლემა მარტივად გადაიჭრება.

Crown eleqtro pulivizatori

  • ბრენდი - CROWN         
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო პულივიზატორი         
  • სიმძლავრე - 1200W   
  • გარანტია - 1 წელი     
  • წონა (კგ) - 5.1 
  • კვების წყარო - 220-240V           
  • წნევა - 0.1-0.3bar           
  • ავზის მოცულობა - 900 ml       
  • წარმადობა - 1100 l/min             
  • შესაფრქვევი ლულის ზომა - 2/2.5/3mm         
  • ცხვირის ტიპი - რეგულირებადი         
  • მაქსიმალური სიბლანტე - 150DIN

უპირატესობები:

  • სიმძლავრე
  • ტევადი ავზი
  • რეგულირებადი ცხვირის ტიპი
  • შესაფრქვევი ლულის ზომა
  • მაღალი წნევა

CROWN CT31014-ელექტრო პულივიზატორი 600W

Crown- ის მეორე პულივიზატორი საშუალო სიმძლავრისაა და ასეთივე დონის საქმეებზე გამოდგება. ხელსაწყოს ერთ წლიანი გარანტია მოყვება და ხელმისაწვდომი ფასი აქვს. ასევე, კომპაქტურია.

Crown eleqtro pulivizatori

  • ბრენდი - CROWN         
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო პულივიზატორი         
  • სიმძლავრე - 600W       
  • გარანტია - 1 წელი     
  • წონა (კგ) - 2.9 
  • კვების წყარო - 220-240V           
  • წნევა - 0.1-0.3bar           
  • ავზის მოცულობა - 900 ml       
  • წარმადობა - 1000 l/min             
  • შესაფრქვევი ლულის ზომა - 2.5mm 
  • მაქსიმალური სიბლანტე - 100DIN

უპირატესობები:

  • ერთ წლიანი გარანტია
  • მაღალი ხარისხი
  • ავზის მოცულობა
  • ფუნქციები
  • სიმძლავრე

CROWN CT31013-ელ. პულივიზატორი 400W

ბოლოს კი დაბალი ძალის მქონე ხელსაწყოთი ვასრულებთ. ინსტრუმენტი მსუბუქ საქმეებს თავს კარგად ართმევს, ამიტომ, ასეთი ტიპის სამუშაოები მიანდეთ და ნამდვილად არ ინანებთ.

Crown eleqtro pulivizatori

  • ბრენდი - CROWN         
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო პულივიზატორი         
  • სიმძლავრე - 400W       
  • გარანტია - 1 წელი     
  • წონა (კგ) - 2.12
  • კვების წყარო - 220-240V           
  • წნევა - 0.1-0.2bar           
  • ავზის მოცულობა - 900 ml       
  • წარმადობა - 800 l/min
  • შესაფრქვევი ლულის ზომა - 2/2.5/3mm         
  • ცხვირის ტიპი - რეგულირებადი         
  • მაქსიმალური სიბლანტე - 70DIN

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • კომპაქტურობა
  • გამძლეობა
  • რეგულირებადი ცხვირის ტიპი
  • მაღალი წნევა

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება