ტოპ 3 ჯაჭვური ხერხი, რომელსაც შეგიძლია ენდო

გახსოვთ როგორი იყო ხერხი ძველად? მაგალითად, ხის მორის დანაწევრებას, თუ ის დიდი იყო, ორი ადამიანი სჭრდებოდა. ისეთი მოკლე ინსტრუმენტიც არსებობდა, რომელსაც ერთი კაციც ჰყოფნიდა, მაგრამ ძალიან დამღლელი პროცესი იყო და ბევრი დრო მიჰქონდა. შემდეგ ყველაფერი შეიცვალა, სამყარო გათანამედროვდა და შეიქმნა ჯაჭვური ხერხი, რომელმაც უამრავ პრობლემას დაუსვა წერტილი.

სად გამოგადგებათ ჯაჭვური ხერხი?

ინსტრუმენტი რთული საქმეების გასამარტივებლადაა შექმნილი, ამიტომ ხელსაწყოს ადგილი ყველგანაა, სადაც ასეთი სამუშაოებია. ჯაჭვური ხერხი იდეალურად ჭრის ხესა და სხვადასხვა მასალას. სწორედ ამიტომ, ინსტრუმენტი გამოგადგებათ როგორც რაიმე სპეციფიკურ დაწესებულებაში, ასევე სახლშიც. მითუმეტეს, თუ ქალაქგარეთ ცხოვრობთ და აქტიურად ეხებით ხის მასალას, მაშინ ხელსაწყო აუცილებლად უნდა გქონდეთ. მასთან ერთად ყველაფერი ორმაგად კომფორტულია.

რა უნდა გაითვალისწინოთ ხელსაწყოს შეძენამდე?

არსებობს რიგი წესები, რომლებსაც სასურველია მიყვეთ იმისთვის, რომ ინსტრუმენტი ზუსტად მოარგოთ თქვენს საქმეს. მოკლე სიაში პირველი სიმძლავრეა. ამ მახასიათებელზე ბევრი რამაა დამოკიდებული. ხელსაწყო ყოველდღიურად უნდა გამოიყენოთ? ამავდროულად, საკმაოდ შრომატევადი საქმე ელის? მაშინ გირჩევთ, რომ მაქსიმალურად მძლავრი ჯაჭვური ხერხი შეიძინოთ. საქმეს ასე უფრო კარგად შეასრულებთ და საბოლოოდ, კმაყოფილი იქნებით. რა ხდება მაშინ, თუ სამუშაოები შედარებით მსუბუქია? ასეთი მომენტებისთვის საშალო ან დაბალი ძალის მქონე ხერხი სრულებით საკმარისია. მნიშვნელოვანია გაითვალისწინოთ ბრუნვის სიჩქარე, მოტორის ტიპი, ძრავისა და ავზის მოცულობა.

რატომ უნდა აირჩიოთ ჩვენი ონლაინ ჰიპერმარკეტი?

ხარისხიან ხელსაწყოებს ეძებ? ამავდროულად, გინდა სახლიდან გაუსვლელად შეიძინო და ბევრი დრო დაზოგო? ასევე, გსურს ნივთები მალე ჩაგბარდეს? თუ ყველა კითხვაზე პასუხი დადებითია, მაშინ სწორედ ეს არის ის, თუ რატომ უნდა აგვირჩიო ჩვენ. აქ ყველაფერი დაგხვდებათ. პირველ რიგში, თქვენს ხელთაა მაღალი ხარისხის ინსტრუმენტები, რომლებიც მუდამ სამუშაო განწყობაზე იქნება და დიდხანს გემსახურებათ. მეორე უპირატესობა სახლიდან გაუსვლელად შეძენის შესაძლებლობაა. ხელსაწყოებს საიტზე არჩევთ და იწერთ. საკურიერო მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება. თუ თქვენი შენაძენი 50 ლარზე მეტის იქნება, მიტანა უფასოა. ეს წესი მოქმედებს როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. გამოწერილი ნივთები თქვენთან რაც შეიძლება მოკლე დროში მოვა. ახლა კი დროა რამდენიმე ბენზო ხერხი დეტალურად განვიხილოთ.

CROWN - CT29006HX ჯაჭვური ხერხი ელემენტის გარეშე 254MM

Crown ის ბრენდია, რომელსაც მუდამ კმაყოფილი მომხარებლები ჰყავს, რადგან მაღალი ხარისხის პროდუქციას ქმნის. ზუსტად ასეთივეა კონკრეტული ხერხი. ინსტრუმენტი საკმაოდ მძლავრია, კვების წყარო კი ელემენტია. ხელსაწყოს თან ახლავს ერთ წლიანი გარანტია. თუ მუშაობის დროს თავს ქარხნული დეფექტი იჩენს, საგარანტიო ტალონი პრობლემას უსწრაფესად მოაგვარებს.

Crown jachvuri xerxi

  • ბრენდი - CROWN   
  • პროდუქტის ტიპი - ჯაჭვური ხერხი ელემენტზე
  • სიმძლავრე - 20V     
  • გარანტია - 1 წელი   
  • შტრიხ-კოდი - 7640372690718       
  • წონა (კგ) - 3.05         
  • კვების წყარო - ელემენტზე
  • ღერძის სიგრძე - 10″(254mm)

უპირატესობები:

  • მაღალი სიმძლავრე
  • ერთ წლიანი გარანტია
  • ძლიერი ელემენტი
  • ღერძის სიგრძე
  • მაღალი ხარისხი

Lux Garden ბენზოხერხი 20

Lux Garden-ის ბენზო ხერხი მძლავრია, ტევადი ავზი აქვს და ორ ტაქტიანი მოტორით გამოირჩევა. ინსტრუმენტი ხელმისაწვდომი ფასითაც უპირატესია. ასევე, თან ახლავს ერთ წლიანი გარანტია. ხელსაწყო არაჩვეულებრივი არჩევანია როგორც პროფესიონალებისთვის, ასევე დამწყებთათვისაც.

Lux Garden jachvuri xerxi

  • ბრენდი - LUX GARDEN     
  • პროდუქტის ტიპი - ჯაჭვური ხერხი საწვავზე     
  • სიმძლავრე - 2200W
  • ზომა - 20''     
  • გარანტია - 1 წელი   
  • შტრიხ-კოდი - 4899521092122       
  • წონა (კგ) - 7.44         
  • კვების წყარო - საწვავი       
  • ძრავის მოცულობა - 50cc   
  • ავზის მოცულობა - 0.5 l     
  • ბრუნვის სიჩქარე - 3000min
  • მოტორი - 2 ტაქტიანი         
  • ღერძის სიგრძე - 20

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • ერთ წლიანი გარანტია
  • ძრავის მოცულობა
  • ტევადი ავზი
  • ორ ტაქტიანი მოტორი
  • ბრუნვის მაღალი სიჩქარე

TOLSEN TOL2230-87362 ელ.ჯაჭვური ხერხი 400W 250MM ელემენტის გარეშე MP20V

საშუალო სიმძლავრის ხერხს ეძებთ, ასეთივე დონის საქმისთვის? მაშინ ამ კონკრეტულ მოდელს გირჩევთ. Tolsen-ის ინსტრუმენტი მაღალი ხარისხისაა, ბრუნვის სიჩქარეც კარგი აქვს და ელემენტზე მუშაობს. როგორც დანარჩენებს, ამ კონკრეტულსაც ერთ წლიანი გარანტია მოყვება.

Lux Garden jachvuri xerxi

  • ბრენდი - TOLSEN   
  • პროდუქტის ტიპი - ჯაჭვური ხერხი ელემენტზე
  • სიმძლავრე - 400W   
  • გარანტია - 1 წელი   
  • შტრიხ-კოდი - 6933528797166       
  • წონა (კგ) - 3.5
  • კვების წყარო - ელემენტზე
  • ბრუნვის სიჩქარე - 6m/s     
  • ღერძის სიგრძე - 10″(250mm)

უპირატესობები:

  • კომპაქტურობა
  • ფუნქციები
  • მაღალი ხარისხი
  • ერთ წლიანი გარანტია
  • ბრუნვის სიჩქარე
  • გამძლეობა

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება