| ტოპ 3 სანდო და გამორჩეული დამაგრძელებელი |
| ტოპ 3 სანდო და გამორჩეული დამაგრძელებელი |
დამაგრძელებელი ის ხელსაწყოა, რომელიც ყველას უნდა ჰქონდეს. დიახ, დანამდვილეებით გეტყვით რომ ასეა და თავადაც მარტივად დარწმუნდებით, როცა ინსტრუმენტის შესახებ მეტს შეიტყობთ.
ყოველდღიურობაში ზოგჯერ ბევრი უსიამოვნო მომენტი იყრის თავს და მათ შორის საპატიო ადგილს იკავებს სიტუაცია, როცა გემრიელად მოკალათდები ლეპტოპთან, უეცრად აღმოაჩენ რომ დასატენია და დენცქვიტას კი ვერ სწვდები. სწორედ ასეთ დროს გადაგარჩენს დამაგრძელებელი. ნამდვილ მშველელად მოგევლინება და პრობლემას გადაჭრის. თქვენ კი შეგიძლიათ მშვიდად განაგრძოთ სასურველი საქმის კეთება. ამ საოცარი ფუნქციიდან გამომდინარე, დამაგრძელებლები საჭიროა არა მხოლოდ სახლში, არამედ ოფისებში და ყველა მსგავსი ტიპის დაწესებულებებში.
დამაგრძელებელი მარტივი აგებულების ინსტრუმენტია, თუმცა არსებობს რიგი საკითხები, რომლებიც აუცილებლად უნდა გაითვალისწინოთ მანამდე, სანამ ხელსაწყოს იყიდით. პირველ რიგში ყურადღება ჩამრთველების რაოდენობას მიაქციეთ. არსებობს ინსტრუმენტები, რომლებსაც 3 აქვს და ისეთებსაც გადავაწყდებით, რომლებიც 5 ჩამრთველითაა აღჭურვილი. თუ ბევრი კაბელი გაქვთ შესაერთებელი, მაშინ გირჩევთ რომ მაქსიმალური რაოდენობის მქონე ინსტრუმენტი შეარჩიოთ, ხოლო სხვა შემთხვევაში 3 სრულებით საკმარისია. მეორე მნიშვნელოვანი მახასიათებელია კაბელის სიგრძე. ხელსაწყოები აქაც რამდენიმე კატეგორიად იყოფა. პირველში შედის გრძელი ინსტრუმენტები, მეორეში კი საშუალო სიგრძის მქონეები. თუ გსურთ რომ დამაგრძელებელი შორ მანძილზე გაგწვდეთ, მაშინ მაქსიმალურ მონაცემებიანი ინსტრუმენტი, სხვა შემთხვევაში კი უფრო ნაკლებიც შეგიძლიათ იყიდოთ.
მთავარ დადებით თვისებაზე უკვე ვისაუბრეთ. თუმცა, გარდა ამისა, ინსტრუმენტის კიდევ ერთი უპირატესობა კომპაქტურობაა. ხელსაწყო ძალიან მსუბუქია, რაც კიდევ უფრო მოქნილს ხდის. მისი გადაადგილება დისკომფორტს არ იწვევს. ყველა ამ ტიპის ხელსაწყო მსუბუქი წონისაა, შესაბამისად, მარტივი სატარებელია.
გსურთ ხარისხიანი ინსტრუმენტები და კომფორტული მომსახურება? მაშინ ჰოლსტი ზუსტად ასეთ სერვისს გთავაზობთ და თუ ჯერ არ გამოგიცდიათ, დროა თავად გახდეთ ამ ყველაფრის ნაწილი. პირველ რიგში იმას გეტყვით, რომ ჩვენთან მხოლოდ მაღალი ხარისხის ინსტრუმენტებს იხილავთ. ყველა ხელსაწყო გადამოწმებულია და ისიც დადასტურებულად ვიცით, რომ თითოეული მათგანი მაღალი ხარისხისაა. ინსტრუმენტებს კი სახლიდან გაუსვლელად იძენთ და საკურიერო მომსახურებით სარგებლობთ. თქვენი შენაძენი 50 ლარზე მეტისაა? მაშინ მიტანის სერვისი უფასოა როგორც თბილისში, ასევე რეგიონებში. შეძენილი ნივთები თქვენამდე საკმაოდ მოკლე დროში მოვა.
Linus-ის დამაგრძელებელი ერთ-ერთი საუკეთესოა ამ ხელსაწყოებს შორის. რამდენიმე მიზეზი არსებობს, თუ რატომ? პირველ რიგში იმიტომ, რომ ინსტრუმენტი 5 ჩამრთველითაა აღჭურვილი, რაც იმას ნიშნავს, რომ ერთდროულად 5 ნივთს დამუხტავთ. ხელსაწყო გამოირჩევა კაბელის სიგრძითაც, რაც შორ მანძილზე შეერთების საშუალებს მოგცემთ. მოკლედ, ამ კონკრეტულ მოდელს 100%-იან რეკომენდაციას ვუწევთ.

უპირატესობები:
საშუალო სიგრძის კაბელი გსურთ, მაგრამ გინდათ რომ ისევ 5 ჩამრთველი ჰქონდეს? მაშინ Linus-ის ეს მოდელია შესაფერისი. დამაგრძელებელი მაღალ სამუშაო რესურს ფლობს და იდეალურია ყოველდღიური გამოყენებისთვის.

უპირატესობები:
უსადენო დამაგრძელებელი თუ გსურთ და თან ისეთი მხოლოდ 3 ჩამრთველი რომ ჰქონდეს, Linus ამ ტიპის ინსტრუმენტსაც გვთავაზობს. ეს კონკრეტული მოდელი ზუსტად ასეთია. ხელსაწყოს ახლავს ერთ წლიანი გარანტიაც.

უპირატესობები: