ტოპ 4 კომპაქტური შესაწამლი აპარატი

შესაწამლი აპარატები თქვენს კომფორტს უზრუნველყოფს. არც ისე სასიამოვნო პროცესი, უეცრად სხვანაირი ხდება. უფრო უკეთესი, ვიდრე იყო. ამას მარჯვე ხელსაწო განაპირობებს. განსაკუთრებით მაშინ თუ საქმე დიდ ტერიტორიას ეხება. ზაფხულის მწველ სიცხეში პლანტაციების შეწამვლა, სულაც არ არის კომფორტული. თუმცა, მცენარეებისთვის ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. სხვადასხვა სეზონზე სპეციფიკური წამალი სჭირდება. პროცესი რომ გამარტივდეს, ამისთვის შესაწამლი აპარატები არსებობს. ინსტრუმენტის წყალობით შვებას პოულობთ და საქმე მეტად გიყვარდებათ.

როგორ მუშაობს შესაწამლი აპარატები ?

ხელსაწყო მარტივი აგებულებისაა და ეფექტურად მუშაობს. საწვავის წყალობით ენერგიას იძენს და მუხლჩაუხრელად შრომობს. შესაწამლი სითხით შესავსებად საკმარისი ადგილი აქვს. თავად პროცესი კი საკმაოდ კომფორტულია. რადგანაც ხელსაწყოების უმეტესობა ტევადია, საქმესაც სწრაფად ასრულებს. წამლის ხშირად ჩამატება არ სჭირდება და ეს ყველაფრის ტოლფასია. ყოველ ორ ნაბიჯში ავზის შევსება, როგორ წარმოგიდგენიათ ? თუმცა, ჩამოთვლილ ხელსაწყოებს ეს არ ახასიათებს. უშუალოდ მუშაობის ტექნიკა კი თქვენზეა დამოკიდებული. ინსტრუმენტი ოსტატურად უნდა გამოიყენოთ, თავად კი მაქსიმალურად ხელს შეგიწყობთ.

რა განსხვავებაა შესაწამლ აპარატებს შორის ?

პირველ რიგში, აპატარები ერთმანეთისგან ვიზუალით განსხვავდება. ყველა ინსტრუმენტი კომფორტულია, მაგრამ მაინც თავად უნდა მოირგოთ. ასე უფრო მარტივად აარჩევთ თვქენთვის ყველაზე შესაფერისს. დიზაინის გარდა თვალშისაცემი ავზის მოცულობაა. რაც უფრო ტევადია, მით უკეთესი. ეს იმას ნიშნავს,რომ სწრაფად მუშაობს, თქვენ კი დროსა და ენერგიას ზოგავთ. განსხვავებულია კვების წყარო. არსებობს საწვავსა და ელემენტზე მომუშავე აპარეტები. ასევე, ელემენტს + მექანიკური და მხოლოდ მექანიკური, რომელიც მთლიანად ხელით იმართება და ყველაფერი თქვენზეა დამოკიდებული. თითოელ ხელსაწყოს კომპლექტაცია მოყვება. ყველა ინსტრუმენტს განსხვევბული ნივთები სჭირდება, ამიტომ კომპლექტიც სხვადასხვა ხელსაწოებს მოიცავს. რა თქმა უნდა, წონაც ცვალებადია. შესაწამლი აპარატები ძირითადად, მსუბუქი ან შედარებით მძიმეა. კომფორტის მხრივ მეორე უკეთესია, მაგრამ თუ ტევადი ავზი გსურთ, მაშინ წონა უნდა დათმოთ.

რაში სჭირდება კომპლექტაცია?

შესაწამლ აპარატს კომპლექტში შესაფრქვევი თავები, ქამარი და დამტენი მოყვება. ჩამოთვლილთაგან რომელიმე მაინც იქნება თითოელ ხელსაწყოსთან. რადგანაც კვების წყარო განსხვავებულია, კომპლექტაციაც საჭიროებისამებრაა გადანაწილებული. ნივთები კი აუცილებლად გამოგადგებათ. შესაფრქვევი თავის გარეშე, ინსტრუმენტი ვერ იმუშავებს. თუ კი კვების წყარო ელემენტია, მაშინ დამტენი დასჭირდება. მექანიკურისთვის კი მხოლოდ ქამარიც საკმარისია.

მაინც რომელი შესაწამლი აპარატი სჯობს ?

ამ კითხვაზე გადაჭრით პასუხი შეუძლებელია. მთავარია ვინ როგორ შესაწამლ აპარატში იპოვის კომფორტს. ზოგს მექანიკური ურჩევნია, ზოგსაც კი საწვავზე მომუშავე. არჩევანში სრულიად თავისუფალი ხართ, ამიტომ ამას თავად გადაწყვეტთ. ჩვენ კი იმის თქმა შეგვიძლია, რომ ყველა საქმის პროფესიონალია და იმედგაცრუებული არცერთით არ იქნებით.

რა დაგხვდებათ Holst.ge - ზე ?

ონლაინ ჰიპერმარკეტი ხარისხიანი ინსტრუმენტების თავშეყრის ადგილია. აქ მხოლოდ ასეთ პროდუქტს გადააწყდებით. ყველა ხელსაწყო გარანტიითაა აღჭურვილი. მათ შორის, შესწამლი აპარატებიც. გარდა ამისა, საუკეთესო პირობებია. ინსტრუმენტები ხელმისაწვდომ ფასადაა და თუ თანხა გაკლდება, არც ესაა პრობლემა. ასეთ გამოუვალ სიტუაციაში განვადებით ისარგებლებთ. ნივთებს სახლიდან გაუსვლელად იძენთ და უფასო საკურიერო სერვისით სარგებლობთ. შერჩევა და გამოწერა კი ნებისმიერ დროს შეგიძლიათ. ასევე, Holst.ge სრულ მრავალფეროვნებას გთავაზობთ. დანარჩენი კი თქვენი გადასწყვეტია.

ორიოდე სიტყვა ბრენდებზე

ამჯერად, Lux garden- ისა და Tolsen - ის შესაწამლ აპარატებს წარმოგიდგენთ. ორივე ბრენდის ხელსაწყოები სათანადო აღჭურვილობისაა. ხარისხიანი მასალისგან დამზადებული ინსტრუმენტები, მარტივად არ ზიანდება. წინააღმდეგ შემთხვევაში, თუ კი ავზი გაფუჭდება, მუშაობა შეუძლებელი იქნება. თუმცა, ამ პრობლემისგან ძალიან შორსაა. ამიტომ, თითოეულის ნდობა თამამად შეიძლება.

Lux Garden GSP-25L შესაწამლი აპარატი ბენზინზე

Lux garden - ის შესაწამლი აპარატი საწვავზე მუშაობს. ავზის ტევადობა საკმაოდ დიდია. ეს კი ხელჩასაჭიდი უპირატესობაა. კომპლექტაციაში შესაფრქვევი თავები და ქამარი მოყვება. ნივთების წყალობით ბევრად ეფექტურია. კარგად მუშაობისთვის კი სხვა არფერი სჭირდება. წონით 10 კილოგრამია. მსუბუქიაო ნამდვილად ვერ ვიტყვით, მაგრამ საწვავზე მომუშავე აპარატი სხვანაირი ვერ იქნება. ხელსაწყოს ყველანაირ სიტუაციაში გამოიყენებთ, მაგრამ განსაკუთრებით დიდი ტერიტორიის შესაწამლად. ამასთანავე, ინსტრუმენტი გამძლეა და დიდხანს გამოიყენებთ. ხელსაწყოს ერთ წლიანი გარანტია მოყვება. თუ კი რაიმე ქარხნული დეფექტი აღმოაჩნდება, მარტივად მოაგვარებთ. ასეთი შემთხვევები იშვიათია, მაგრამ მაინც დაზღვეული იქნებით.

LuxGarden shesawamli aparati benzinze

  • ბრენდი - LUX GARDEN     
  • პროდუქტის ტიპი - შესაწამლი აპარატი     
  • გარანტია - 1 წელი               
  • კვების წყარო - საწვავი         
  • მოცულობა - ბენზინის ავზი: 0.6 l               
  • კუბატურა - 26cc
  • წონა (კგ) - 10.2          

კომპლექტაცია:

  • შესაფრქვევი თავები
  • ქამარი

უპირატესობები:

  • ხარისხი
  • მოცულობა
  • გარანტია
  • გამძლეობა

Lux-Garden SPR-16LS შესაწამლი აპარატი

მეორე შესაწამლი აპარატი ელემენტზე მუშაობს. ავზი კი ტევადია, ამიტომ დიდი რაოდენობით  სითხეს იტევს. შორ მანძილზე წასვლა თავისუფლად შეგიძლიათ. მოცულობა იმის საშუალებას გაძლევთ, რომ ავზი კარგა ხანს არ შეავსოთ. კომპლექტაციაში ლატუნის შესაფრქვევი თავები, დამტენი და ქამარი მოყვება. ხელსაწყო ელემენტით მუშაობს, ამიტომ პერიოდულად ძალების აღდგენა სჭირდება. დამუხტვის შედეგად კი ისევ ჩვეული რეჟიმს უბრუნდება. პირველთან შედარებით ბევრად მსუბუქია. შესაწამლ აპარატს ერთ წლიანი გარანტია მოყვება.

LuxGarden shesawamli aparati

  • ბრენდი - LUX GARDEN       
  • პროდუქტის ტიპი - შესაწამლი აპარატი     
  • სიმძლავრე - 12V 8Ah/20hrs
  • გარანტია - 1 წელი               
  • კვების წყარო - ელემენტზე 
  • ავზის მოცულობა - 16 l       
  • წარმადობა - 4.0 l/min
  • წონა (კგ) - 5.8

კომპლექტაცია:

  • ლატუნის შესაფრქვევი თავები
  • დამტენი
  • ქამარი

უპირატესობები:

  • სიმსუბუქე
  • გამძლეობა
  • სიმძლავრე
  • კომპლექტაცია

Lux-Garden MES-16L შესაწამლი აპარატი Hybrid

Lux garden ყველანაირი ტიპის აპარატს გთავაზბთ. ამჯერად, თქვენს წინაშე ჰიბრიდული მოდელია. ეს იმას ნიშნავს, რომ ელემენტის მეშვეობითაც მუშაობს და ასევე, მექანიკურ ფუნქციასაც ითავებს. თქვენ თვითონ, შეუიარაღებელი ხელითაც აამუშავებთ. არჩევნის შესაძლებლობა კი სასიამოვნოა. ხელსაწყო საშუალო წონისაა. ამიტომ, საკმაოდ კომპაქტურია. ერთ წლიანი გარანტია თქვენს ხელთაა. ამავდროულად, შესაწამლ აპარატს ხელმისაწვდომი ფასი აქვს. მარტივად კი Holst.ge - ზე შეიძენთ.

LuxGarden shesawamli aparati hybrid

  • ბრენდი - LUX GARDEN       
  • პროდუქტის ტიპი - შესაწამლი აპარატი     
  • სიმძლავრე - 12V 8Ah/20 hrs
  • გარანტია - 1 წელი               
  • კვების წყარო - ელემენტი + მექანიკური (ჰიბრიდი)         
  • წარმადობა - 4.0 l/min
  • წონა (კგ) - 6.2

კომპლექტაცია:

  • შესაფრქვევი თავები
  • დამტენი
  • ქამარი

უპირატესობები:

  • ხელმისაწვდომი ფასი
  • კომპლექტაცია
  • ძლიერი კვების წყარო
  • ხარისხი

TOLSEN TOL1525-57292 წნევით გამაფრქვეველი 5ლ

Tolsen - ის შეწამალი აპარატი მთლიანად მექანიკურია. სრულიად მარტივად და ამავდროულად, ეფექტურად მუშაობს. საქმის სისწრაფე თქვენზეა დამოკიდებული. თუ მარჯვედ იმუშავებთ, ინსრუმენტი ხელს შეგიწყობთ. აპარატს საშუალო მოცულობა აქვს. საკმარისი რაოდენობის სითხეს იტევს. კომპლექტაციაში მხოლოდ ქამარი მოყვება. იქედან გამომდინარე, რომ ხელსაწყო მექანიკურია, მეტი არაფერი სჭირდება. თუ სხვა შესაწამლი აპარატები შედარებით ძვირი ღირს, ამ კონკრეტულს ყველაზე ხელმისაწვდომი ფასი აქვს. ამიტომ, ეს დამატებით კომფორტს ქმნის. ერთ წლიანი გარანტიაც თან ახლავს. რაც მთავარია ხარისხიანია. Tolsen - ის ყველა ინსტრუმენტი ასეთია. მაღალი სამუშაო რესურსი გაჩნია. მექანიკური აპარატები ისედაც ნაკლებად ფუჭდება. ამიტომ, არაფერს შეუშინდეთ და ხელსაწყოს მაქსიმალურად ენდეთ. სახლიდან გაუსვლელად კი Holst.ge - ზე შეიძენთ.

Tolsen shesawamli aparati

  • ბრენდი - TOLSEN     
  • პროდუქტის ტიპი - წნევით გამაფრქვეველი         
  • გარანტია - 1 წელი               
  • კვების წყარო - მექანიკური 
  • წნევა - 2.5 bar
  • ავზის მოცულობა - 5 l
  • წონა (კგ) - 0.58          

კომპლექტაცია:

  • ქამარი

უპირატესობები:

  • გამძლეობა
  • კომპაქტურობა
  • ხელმისაწვდომი ფასი
  • კომპლექტაცია
  • გარანტია

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება