რემონტი იქნება, მშენებლობა თუ უბრალოდ, ეზოს მოვლა, მოკლედ, ნებისმიერი საქმე, რომელიც მიწის ზედაპირიდან რამდენიმე მეტრის სიმაღლეზეა შესასრულებელი, რასაკვირველია, საიმედო საყრდენს მოითხოვს.
არასწორად შერჩეული ინვენტარი არა მხოლოდ ართულებს მუშაობას, არამედ ხშირად საფრთხის შემცველიც არის. როდესაც საქმე ჭერის შეღებვას, ხეების გასხვლას ან ელექტროგაყვანილობის მოწესრიგებას ეხება, თქვენი მთავარი დასაყრდენი ხომ სწორედ კიბეები გახლავთ.
დღეს სამეურნეო კიბეების არჩევანი იმდენად დიდია, რომ ადვილად შეიძლება დაიბნეთ. არსებობს კლასიკური, ცალმხრივი „სტრემიანკები“, რომლებიც იდეალურია შიდა სამუშაოებისთვის; ორმხრივი კიბეები, რომლებსაც მეტი სტაბილურობა ახასიათებთ; მოდელები, რომლებიც მინიმალურ ადგილს იკავებენ ფარეხში და რა თქმა უნდა, მრავალფუნქციური ტრანსფორმერები, რომლებიც ნამდვილ „შვეიცარიულ დანას“ მოგაგონებთ.
რა დეტალებს უნდა მიაქციოთ ყურადღება, რომ თქვენი შენაძენი წლების განმავლობაში ერთგულად გემსახუროთ, ქვემოთ სწორედ ამის შესახებ მოგიყვებით.
როგორი კიბეები არსებობს: მრავალფეროვნება თქვენი კომფორტისთვის
ბაზარზე არსებული მოდელები ერთმანეთისგან არა მხოლოდ სიმაღლით, არამედ კონსტრუქციითაც განსხვავდება. ძირითადად შემდეგ ტიპებს გამოყოფენ:
- - ცალმხრივი „სტრემიანკა“: ყველაზე პოპულარული საოჯახო ვარიანტი. მას აქვს ცალი მხრიდან საფეხურები, მეორე მხარე კი საყრდენია. იდეალურია მსუბუქი სამუშაოებისთვის.
- - ორმხრივი კიბე: საფეხურები ორივე მხარეს აქვს, რაც საშუალებას გაძლევთ, უფრო მეტი მანევრირება მოახდინოთ ან თუნდაც ერთდროულად ორმა ადამიანმა იმუშაოს.
- - ტელესკოპური კიბე: მისი მთავარი პლუსი კომპაქტურობაა. ის იშლება ზუსტად იმ სიმაღლეზე, რაც გჭირდებათ, დაკეცილ მდგომარეობაში კი ჩვეულებრივ ჩანთაშიც ჩატევთ.
- - ტრანსფორმერი (მრავალფუნქციური): ეს არის კიბე-კონსტრუქტორი, რომელიც შეგიძლიათ გადააქციოთ A-ფორმის კიბედ, გრძელ მისადგმელ კიბედ ან სამუშაო პლატფორმად (ხარაჩოდ).
რომელი დავალებების შესრულებაში გვეხმარება კიბე?
ხშირად გვგონია, რომ კიბე მხოლოდ ნათურის შესაცვლელად გვჭირდება, თუმცა მისი გამოყენების არეალი ბევრად ფართოა:
- - შიდა სარემონტო სამუშაოები: ჭერისა და კედლების შეღებვა, შპალერის გაკვრა, ჭაღების მონტაჟი ან ფარდების ჩამოკიდება.
- - გარე სამუშაოები: სახლის ფასადის მოპირკეთება, სანიაღვრე მილების გაწმენდა და სახურავზე ასვლა.
- - სამეურნეო საქმეები: ხეების გასხვლა, მოსავლის აღება ან მაღალ თაროებზე ნივთების დალაგება გარაჟსა და საკუჭნაოში.
- - ელექტროგაყვანილობა: ნებისმიერი სამუშაო, რომელიც მოითხოვს სტაბილურ მდგომარეობას სიმაღლეზე ხელების თავისუფლად გამოყენებისას.
როგორ შევარჩიოთ იდეალური კიბე?
ხშირ შემთხვევაში, ფასი გადამწყვეტ როლს თამაშობს ხოლმე ძალიან ბევრი მიზეზის გამო, მაგრამ შეეცადეთ, კიბის შერჩევისას მხოლოდ ფასს არ დაეყრდნოთ. ყურადღება ამ სამ კრიტერიუმს მიაქციეთ:
- მაქსიმალური დატვირთვა: სტანდარტული საოჯახო კიბეები გათვლილია 120-150 კგ-ზე. გაითვალისწინეთ, რომ ამ წონაში შედის არა მხოლოდ თქვენი წონა, არამედ იმ ხელსაწყოებისა და მასალების წონაც (მაგალითად, საღებავით სავსე ვედრო), რომელიც თან გექნებათ.
- მასალა:
- ალუმინი: მსუბუქია და არ იჟანგება. საუკეთესოა სახლისთვის.
- ფოლადი: უფრო მძიმეა, მაგრამ განსაკუთრებით მყარი და გამძლე.
- ფიბერგლასი: აუცილებელია ელექტროენერგიასთან მუშაობისას, რადგან არ ატარებს დენს.
- უსაფრთხოების დეტალები: ყოველთვის შეამოწმეთ, აქვს თუ არა საფეხურებს მოცურების საწინააღმდეგო ზედაპირი (ხაზოვანი ნაჭდევებით) და არის თუ არა ფეხების ბოლოები დაფარული რეზინის ან პლასტმასის საცმებით, რათა კიბე არ გასრიალდეს და იატაკი არ დაკაწროს.
სანამ საბოლოო არჩევანს გააკეთებთ, კიდევ ერთხელ დაფიქრდით: სად გამოიყენებთ კიბეს ყველაზე ხშირად? თუ ბინის რემონტს გეგმავთ, მსუბუქი ალუმინის კიბე სრულიად საკმარისია, ხოლო თუ მასშტაბური მშენებლობა ან ეზოს მოვლა გაქვთ ხელში აღებული, მრავალფუნქციური ტრანსფორმერი თქვენი საუკეთესო მოკავშირე გახდება.
აბა, წარმატებები!..
SARAYLI კიბე Industrial Aluminium 2x13 საფეხური

- ბრენდი - SARAYLI
- პროდუქტის ტიპი - კიბე
- ზომა - სიმაღლე: 3550mm სიმაღლე გაშლისას: 6250mm სიგანე: 355/410mm
- მასალა - ალუმინი
- შტრიხ-კოდი - 8695849009820
- წონა (კგ) - 14
- პროფილი - 70x20mm
- საფეხურების რაოდენობა - 2x13
SARAYLI კიბე Industrial Aluminium Type A 2x13 საფეხური

- ბრენდი - SARAYLI
- პროდუქტის ტიპი - კიბე
- ზომა - სიმაღლე: 3550mm სიმაღლე გაშლისას: 6250mm სიგანე: 355/410mm
- მასალა - ალუმინი
- შტრიხ-კოდი - 8695849009448
- წონა (კგ) - 14.5
- პროფილი - 70x20mm
- საფეხურების რაოდენობა - 2x13
SARAYLI კიბე Industrial Aluminium Type A 3x9 საფეხური

- ბრენდი - SARAYLI
- პროდუქტის ტიპი - კიბე
- ზომა - სიმაღლე: 2470/4090/5710mm სიმაღლე გაშლისას: 2325/3850mm სიგანე: 355/410/465mm სადგამის სიგრძე: 1000mm
- მასალა - ალუმინი
- შტრიხ-კოდი - 8695849009752
- წონა (კგ) - 15.7
- პროფილი - 70x20mm
- საფეხურების რაოდენობა - 3x9