უკაცრავად და რემონტი თუ გაქვთ, ელექტრო პულიზივატორის შეძენაზეც აუცილებლად უნდა დაფიქრდეთ

ის ხომ იცით, კედელი საუკეთესოდ ინარჩუნებს ძველს შპალერს, რომელიც ასახევია და ყველაზე ცუდად - ახლად გაკრულს...

ხუმრობა იქით იყოს და შპალერის ჩამოხევა-გაკვრის ნერვი თუ არ გაქვთ, ჩინებული ალტერნატივა უნდა შემოგთავაზოთ - ელექტრო პულივიზატორი.

რემონტის გაკეთება თუ გადაწყვიტეთ და უფრო მეტიც, უკვე დაწყებული გაქვთ, გიწონებთ გამბედაობას, გამძლეობას, ნერვების სიმტკიცესა და პატიოსან ხელოსნებს გისურვებთ. რაც შეეხება მთავარ სათქმელს, ისეთ საჭირო მოწყობილობა-ინსტრუმენტ-ხელსაწყოზე უნდა გესაუბროთ, როგორიც ელექტრო პულვერიზატორი გახლავთ.

რისთვის გამოიყენება ელექტრო პულივიზატორი

ელექტრო პულივიზატორით ნებისმიერი ზედაპირის შეღებვა შეიძლება. საღებავი მცირე ზომის ავზიდან ტუმბოს დახმარებით საქშენის გავლით გამოდის. ხრახნი, რომელიც როგორც წესი, სახელურზეა განთავსებული, საღებავის რაოდენობის დარეგულირების საშუალებას იძლევა. ზოგიერთი მოდელი აღჭურვილია ჭავლის ელექტრო რეგულატორით. ასევე, სპეციფიკური დეტალისთვის დამუშავებისთვის შესაძლებელია ცალკე საქშენის შერჩევა.

როგორი პულივიზატორი არსებობს:

  1. პნევმატიკური (დაბალი ან მაღალი წნევის ტექნოლოგიით);
  2. მექანიკური;
  3. ელექტრო.

აქვე ისიც უნდა ითქვას, რომ არსებობს სპეციალიზებული ელექტრო ინსტრუმენტები, რომელთა დახმარებითაც შესაძლებელია, ზედაპირი მაღალი სიბლანტის შემადგენლობებით შეიღებოს.

ელექტრო პულივიზატორი და მისი დადებითი და უარყოფითი მხარეები

ეჭვგარეშეა, უპირატესობა ის არის, რომ როცა ელექტრო პულივიზატორი არსებობს, აღარ არის საჭირო ფუნჯი, სამღებრო ლილვაკი თუ სხვა ტიპის საფრქვეველი. გარდა ამისა, გამოიყოფა შემდეგი დადებითი მხარეები:

- იზოგება ყველაზე მთავარი - დრო;

- უმჯობესდება შესასრულებელი სამუშაოს ხარისხი;

- ხელსაწყოები აღჭურვილია სითხის მიწოდების რეგულირებით;

- გარკვეული მოდელების კომპლექტში შეხვდებით თავაკებს, რომელთა დახმარებითაც საღებავის ნაკადის სისქე რეგულირდება;

- მოდელების უმრავლესობას წებოვანი შემადგენლობის გაფრქვევაც შეუძლია;

- ფასი მნიშვნელოვნად ხელმისაწვდომია, ვიდრე პნევმატურის.

როგორც ნებისმიერი სხვა ტექნიკა, ელექტრო პულიზივატორის შემთხვევაშიც, გარკვეული უარყოფითი მხარეები მაინც არსებობს:

- იაფფასიანი მოდელი ყველა სახეობის საღებავით ვერ მუშაობს;

- ხმაური და ვიბრაცია მუშაობის პროცესში.

როგორ უნდა შეარჩიოთ სასურველი ელექტრო პულივიზატორი

ელექტრო პულივიზატორის შერჩევისას ყურადღება შემდეგ დეტალებს უნდა მიაქციოთ:

- წარმადობა - საყოფაცხოვრებო დანიშნულებისთვის გამოდგება მოდელი, რომლის მუშაობის სიჩქარეც 0,5 ლ/წთ გახლავთ;

- ავზი - როგორც უკვე ვთქვით, ავზი შეიძლება იყოს ლითონის ან პლასტმასის. ეს უკანასკნელი კომფორტულია იმით, რომ შესაძლებელია დარჩენილი საღებავის რაოდენობის დანახვა. სამაგიეროდ, ლითონის ავზი გაცილებით ადვილად ირეცხება. მოცულობა არც ძალიან დიდი და არც ძალიან პატარა უნდა იყოს;

- კორპუსის მასალა - პლასტმასის კორპუსი უფრო მოსახერხებელია, რადგან ნაკლები წონა აქვს;

- შესაფრქვევი ლულის ზომა - თუკი შეიძენთ პულივიზატორს ზედმეტად ფართო შესაფრქვევი ლულით, დეტალების შეღებვისას საღებავი არაეკონომიურად გაიხარჯება. მცირე ლულის შემთხვევაში, პირიქით, ნაკადი წვრილი იქნება და დიდი ფართობის შეღებვისას, რაღა თქმა უნდა, ეს საკმაოდ არაკომფორტულია;

- კვება - სასურველია, ელექტრო პულივიზატორი არა მხოლოდ ელექტროენერგიაზე, არამედ აკუმულატორზეც მუშაობდეს;

ესეც ასე, წესით, უაღრესად საჭირო ინფორმაცია მოგაწოდეთ, თუმცა, თუკი რამე საკითხი კვლავ დარჩა, არც ეგ არის გადაუჭრელი პრობლემა - გვკითხეთ და აუცილებლად გიპასუხებთ.

CROWN CT31013 - ელ. პულივიზატორი 400W

Crown eleqtro saxraxnisi

  • ბრენდი - CROWN
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო პულივიზატორი
  • სიმძლავრე - 400W
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 7640177422248
  • წონა (კგ) - 2.12
  • კვების წყარო - 220-240V
  • წნევა - 0.1-0.2bar
  • ავზის მოცულობა - 900 ml
  • წარმადობა - 800 l/min
  • შესაფრქვევი ლულის ზომა - 2/2.5/3mm
  • ცხვირის ტიპი - რეგულირებადი
  • მაქსიმალური სიბლანტე - 70DIN

CROWN CT31004 - ელ. პულივიზატორი 500W

Crown eleqtro saxraxnisi

  • ბრენდი - CROWN
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო პულივიზატორი
  • სიმძლავრე - 500W
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - CT31004
  • წონა (კგ) - 3.67
  • კვების წყარო - 220-240V
  • წნევა - 0.1-0.2bar
  • ავზის მოცულობა - 1000 ml
  • წარმადობა - 1000m l/min
  • შესაფრქვევი ლულის ზომა - 1.8mm
  • მაქსიმალური სიბლანტე - 40DIN

CROWN CT31015 - ელექტრო პულივიზატორი 1200W

Crown eleqtro saxraxnisi

  • ბრენდი - CROWN
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო პულივიზატორი
  • სიმძლავრე - 1200W
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 7640177422262
  • წონა (კგ) - 5.1
  • კვების წყარო - 220-240V
  • წნევა - 0.1-0.3bar
  • ავზის მოცულობა - 900 ml
  • წარმადობა - 1100 l/min
  • შესაფრქვევი ლულის ზომა - 2/2.5/3mm
  • ცხვირის ტიპი - რეგულირებადი
  • მაქსიმალური სიბლანტე - 150DIN

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება