| უმაღლესი ხარისხის გარე განათების სანათები |
| უმაღლესი ხარისხის გარე განათების სანათები |
შეიძლება ითქვას, რომ გარე განათება ისეთივე მნიშვნელოვანია, როგორც შიდა. ამიტომ, მნიშვნელოვანია ვიცოდეთ ხელსაწყოების სწორად შერჩევა და იმ მახასიათებლებზე დაკვირვება, რაც ამ საქმეში ძალიან დაგვეხმარება. ბლოგში მიმდინარე თემაზე ყველაფერს გაიგებთ.
როცა საქმე გარე განათებას ეხება, ხელსაწყოები ორ ძირითად კატეგორიად იყოფა, კერძოდ, ვაწყდებით ლამპიონებსა და პროჟექტორებს. თითოეულს თავისი ფუნქცია აქვს და ყველაფერი იმაზეა დამოკიდებული, თუ რისთვის გჭირდებათ. ლამპიონი უფრო ქუჩის გასანათებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ, თუმცა, რა თქმა უნდა, შეზღუდული არ არის და ეზოსთვისაც გამოდგება. პროჟექტორი კი სადაც მეტი სინათლე გჭირდებათ, იმ ტერიტორიაზე შეგიძლიათ განათავსოთ, არც ეს უკანასკნელი იზღუდება რამეში.
გირჩევთ, სიმძლავრით დაიწყოთ და შემდეგ გადახვიდეთ სხვა მახასიათებლებზე. რაც უფრო მაღალია ეს მაჩვენებელი, მით უფრო კარგად ანათებს ხელსაწყო ტერიტორიას. თუ მძლავრი განათება სულაც არ გსურთ, მაშინ საშუალო ან დაბალი ძალის მქონე ინსტრუმენტი შეარჩიეთ. გარდა ამისა, გაითვალისწინეთ ფერის ტემპერატურა, გაშლის კუთხე, სამუშაო რესურსი, ენერგოეფექტურობა და სხვა.
გარე განათების სანათები ჩვენთან უნდა შეიძინოთ, რადგან ბევრი უპირატესობით ისარგებლებთ. პირველ რიგში იმით, რომ ხელსაწყოს სახლიდან გაუსვლელად შეიძენთ და დროს დაზოგავთ. საკურიერო მომსახურება მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება და თუ შეკვეთა 50 ლარზე მეტის იქნება, მიტანა უფასოა. ამასთანავე, ჩვენთან უმაღლესი ხარისხის ინსტრუმენტებს შეიძენთ.
Ledex-ის ლამპიონი საკმაოდ მძლავრია და მაღალი სამუშაო რესურსით გამოირჩევა. ხელსაწყო ალუმინისგანაა დამზადებული და პირვანდელ სახეს დიდხანს ინარჩუნებს. ლამპიონს თან ახლავს 2 წლიანი გარანტია.

უპირატესობები:
Ledex მრავალფეროვნებით გვანებივრებს და სწორედ ამიტომ, მეორე ლამპიონსაც გთავაზობთ. ეს უკანასკნელი თბილი ნათებით გამოირჩევა და მაღალი სამუშაო რესურსი აქვს. სრულ რეკომენდაციას ვუწევთ, რომ არაჩვეულებრივია და კმაყოფილი იქნებით.

უპირატესობები:
Linus-ის Emergency პროჟექტორი საუკეთესოა და ზუსტად ამართლებს მის ფუნქციას. ხელსაწყოს მუშაობის ხანგრძლივობა 4 საათია და ამ დროის განმავლობაში საკმაოდ მძლავრად ანათებს. მოყვება 3 წლიანი გარანტია.

უპირატესობები:
Linus-ის კიდევ ერთი პროჟექტორი უნდა წარმოგიდგინოთ, რომელიც ხელმისაწვდომი ფასით და ენერგოეფექტურობით გამოირჩევა. ინსტრუმენტს მაღალი გაშლის კუთხე და სამუშაო რესურსი აქვს. ამასთანავე, თან ახლავს ერთ წლიანი გარანტია.

უპირატესობები: