უსაფრთხოება ჩვენი კარებიდან იწყება: რატომ არის საჭირო კარის ზარი?

კარის ზარის დანიშნულება არა მხოლოდ ჩვენი სიმშვიდის დაცვა, არამედ იმის შეტყობინებაც არის, რომ ზღურბლთან ვიღაც დგას, მაგალითად, რომელიღაც ცუღლუტი ბავშვი, რომელიც ერთობა; კარის მეზობელი, რომელსაც მაკარონის წვნიანზე ორი კბილი ნიორი მიაკლდა; ზედა მეზობელი, რომელსაც სარეცხის გაფენისას სვიტრი ჩამოუვარდა; ჯაჯღანა მეზობელი, რომელსაც სურს, მანქანა გაუწიოთ, რადგან... რადგან უბრალოდ, შარზეა. რას ვიზამთ, ამ ყველაფერს გვერდს ვერ ავუვლით, მაგრამ რაც ყველაზე მთავარია, კარის ზარი გვჭირდება იმისთვის, რომ სკოლიდან მოსულ შვილს კარი დროზე გავუღოთ, სამსახურიდან მოსულ მეუღლეს ზღურბლზე შევეგებოთ და მოკლედ, ძალიან, ძალიან, ძალიან საჭირო რამეა.

მივყვეთ და განვიხილოთ, როგორი ზარები გამოიგონეს მწარმოებლებმა და როგორ შევარჩიოთ ეს ძალიან საჭირო მოწყობილობა.

რა არის და რისთვის არის საჭირო კარის ზარი?

ერთი შეხედვით, კარის ზარი ძალიან მარტივი მოწყობილობაა, თუმცა მისი როლი სახლის ყოველდღიურობაში გაცილებით დიდია, ვიდრე უბრალოდ ხმოვანი სიგნალი. ის არის კომუნიკაციის პირველი წერტილი გარე სამყაროსა და თქვენს პირად სივრცეს შორის.

თუ ადრე კარის ზარი მხოლოდ ელექტრო წრედზე დამოკიდებული ზამბარა იყო, დღეს ის თქვენი სახლის „ყურებია“. აი, რატომ რჩება ის შეუცვლელ ატრიბუტად ნებისმიერი საცხოვრებლისთვის:

  • - მყისიერი შეტყობინება: იქნება ეს კურიერი, მეზობელი თუ დაუპატიჟებელი სტუმარი, ზარი გაძლევთ საშუალებას, მყისიერად გაიგოთ მათი მოსვლა სახლის ნებისმიერ წერტილში, მაშინაც კი, თუ კარებიდან შორს ხართ.
  • - დისტანციური კონტროლი და აუდიო-კავშირი: თანამედროვე აუდიო-ზარები ხშირად გაძლევთ საშუალებას, ტელეფონით უპასუხოთ სტუმარს. ეს ქმნის ილუზიას, რომ სახლში ხართ, რაც უსაფრთხოების დამატებითი გარანტიაა.
  • - დისციპლინა და კონფიდენციალურობა: კარის ზარი გიცავთ კარზე დაუზოგავი ბრახუნისგან და ხმაურისგან, რაც ხშირად დისკომფორტს უქმნის როგორც თქვენს ოჯახს, ისე - მეზობლებს.
  • - მოქნილობა: თანამედროვე მოდელები გაძლევთ საშუალებას, დაარეგულიროთ ხმის სიმძლავრე ან საერთოდ გამორთოთ (მაგალითად, ბავშვის ძილის დროს), რაც ძველ მექანიკურ ზარებს არ შეეძლოთ.

როგორ შევარჩიოთ კარის ზარი?

ბაზარზე არსებული მრავალფეროვნების მიუხედავად, იდეალური კარის ზარის შერჩევა რამდენიმე მნიშვნელოვან დეტალზეა დამოკიდებული. იმისთვის, რომ მოწყობილობამ წლობით გაგიძლოთ და ზედმეტი დისკომფორტი არ შეგიქმნათ, ყურადღება მიაქციეთ შემდეგ კრიტერიუმებს:

1. კაბელიანი თუ უკაბელო (Wireless)?

ეს პირველი კითხვაა, რომელიც საკუთარ თავს უნდა დაუსვათ:

კაბელიანი მოდელები: საიმედოა, რადგან არ სჭირდება ელემენტების გამოცვლა, თუმცა მონტაჟი კედლის გახვრეტას და ელექტროგაყვანილობას მოითხოვს.

უკაბელო მოდელები: მონტაჟდება 5 წუთში (ხშირად ორმხრივი წებოვანი ლენტითაც კი). მთავარია, შეამოწმოთ სიგნალის რადიუსი, რათა ღილაკსა და დინამიკს შორის კედლებმა კავშირი არ გაწყვიტოს.

2. კვების წყარო

თუ არჩევანს უკაბელო მოდელზე შეაჩერებთ, დააკვირდით, რაზე მუშაობს ის. არსებობს სტანდარტულ ელემენტებზე მომუშავე ზარები და უფრო თანამედროვე, კინეტიკური ზარები, რომლებიც ღილაკზე თითის დაჭერის ენერგიას იყენებენ სიგნალის გადასაცემად და საერთოდ არ საჭიროებენ ელემენტს.

3. ხმის რეგულირება და მელოდიები

ყველა ზარს არ აქვს ერთნაირი ხმა. დარწმუნდით, რომ თქვენს შერჩეულ მოდელს აქვს:

    • ხმის სიმძლავრის კონტროლი, რათა ღამით ძალიან არ შეგაშინოთ, ხოლო დღისით, სხვა ოთახში მყოფმა, აუცილებლად გაიგოთ.
    • მელოდიების არჩევანი: ზოგჯერ სტანდარტული „რინგტონი“ მოსაბეზრებელია, ამიტომ კარგია, თუ რამდენიმე ვარიანტი გექნებათ.

4. გამძლეობა და დაცვის კლასი (IP Rating)

თუ ზარის ღილაკი ღია ცის ქვეშ, სადარბაზოს გარეთ უნდა დააყენოთ, აუცილებლად შეამოწმოთ მისი ნესტგამძლეობა. მოძებნეთ მარკირება IP44 ან უფრო მაღალი, რაც ნიშნავს, რომ მას წვიმა, თოვლი და მტვერი ვერ დააზიანებს.

5. სმარტ-ფუნქციები ვიდეოს გარეშე

ზოგიერთი თანამედროვე აუდიო-ზარი უკავშირდება Wi-Fi-ს და ტელეფონზე გიგზავნით შეტყობინებას, როცა ვინმე რეკავს. ეს იდეალურია მათთვის, ვისაც სურს იყოს კავშირზე, მაგრამ არ სჭირდება ვიდეო თვალთვალი.

შეჯამება

საბოლოო ჯამში, ალბათ, შევთანხმდებით, რომ კარის ზარი იმაზე მეტია, ვიდრე უბრალო ელექტრონული აქსესუარი. ეს არის მოწყობილობა, რომელიც ზრუნავს თქვენს კომფორტზე, იცავს პირად სივრცესა და ამარტივებს კომუნიკაციას გარე სამყაროსთან. მაშინაც კი, თუ თქვენს ზარს არ აქვს ვიდეო კამერა, მისი სწორად შერჩევა - ხმის ხარისხის, კვების წყაროსა და გამძლეობის გათვალისწინებით - გარანტიას გაძლევთ, რომ არასდროს გამოტოვებთ მნიშვნელოვან სტუმარსა თუ ამანათს.

LN‐3308W უკაბელო კარის ზარის ნაკრები თეთრი

Linus karis zari

  • ბრენდი - LINUS
  • სიხშირე - ზარის ღილაკი: 433.92MHz±250KHz; დინამიკი: 433.92MHz±250KHz
  • ელემენტი - ზარის ღილაკი - DC3.0V (CR2032*1); დინამიკი - DC4.5V (1.5V/AA/LR6*3)
  • IP დაცვა - IPX5
  • სამუშაო ტემპერატურა - ზარის ღილაკი: -15°C~50°C; დონამიკი: -10°C~50°
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 2705200003308
  • წონა (კგ) - 0.163
  • გამოყენება - ზარის ღილაკი: შიდა ან გარე გამოყენების; დინამიკი: შიდა გამოყენების
  • დენი ლოდინის რეჟიმში - ზარის ღილაკი - ≤2uA; დინამიკი - მაქს: ≤4mA, საშუალო: ≤0.2mA
  • დენი მუშაობის რეჟიმში - ზარის ღილაკი - ≤25mA; დინამიკი - მაქს: <150mA, საშუალო: <100mA
  • გადაცემის დრო - 2.2 წმ/გადაცემა
  • გადამცემის სიმძლავრე - +10dBm
  • ხმა - დაბალი: 68 - 74dB; საშუალო: 74 - 80dB; მაღალი: 80 - 86dB; მაქს.: 86 - 92dB
  • დემოდულაცია - OOK
  • მანძილი - 150~300m (ღია სივრცე)
  • პროდუქტის ტიპი - კარის ზარი

LN‐2148B უკაბელო კარის ზარის ნაკრები შავი

Linus karis zari

  • ბრენდი - LINUS
  • სიხშირე - ზარის ღილაკი: 433.92MHz±250KHz; დინამიკი: 433.92MHz±250KHz
  • ელემენტი - ზარის ღილაკი - DC3.0V (CR2032*1); დინამიკი - DC4.5V (1.5V/AA/LR6*3)
  • IP დაცვა - IPX5
  • სამუშაო ტემპერატურა - ზარის ღილაკი: -15°C~50°C; დონამიკი: -10°C~50°
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 2705200032148
  • წონა (კგ) - 0.163
  • გამოყენება - ზარის ღილაკი: შიდა ან გარე გამოყენების; დინამიკი: შიდა გამოყენების
  • დენი ლოდინის რეჟიმში - ზარის ღილაკი - ≤2uA; დინამიკი - მაქს: ≤4mA, საშუალო: ≤0.2mA
  • დენი მუშაობის რეჟიმში - ზარის ღილაკი - ≤25mA; დინამიკი - მაქს: <150mA, საშუალო: <100mA
  • გადაცემის დრო - 2.2 წმ/გადაცემა
  • გადამცემის სიმძლავრე - +10dBm
  • ხმა - დაბალი: 68 - 74dB; საშუალო: 74 - 80dB; მაღალი: 80 - 86dB; მაქს.: 86 - 92dB
  • დემოდულაცია - OOK
  • მანძილი - 150~300m (ღია სივრცე)
  • პროდუქტის ტიპი - კარის ზარი

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება