ვიდეო ძიძა - მშობლების სიმშვიდისა და შვილების უსაფრთხოებისთვის

ვიდეო ძიძა - ეს არის ციფრული კამერის ტიპი შიდა მეთვალყურეობისთვის, რომელიც საშუალებას იძლევა, ვიზუალურად და აუდიო მონიტორინგი ვაწარმოოთ ოთახში, სადაც ბავშვი იმყოფება.

დაყენებული ხმით თუ ვიტყვით, ძიძა კამერა სწორედ ასე შეგვიძლია, დავახასიათოთ, თუმცა, უფრო ადამიანური ენაზე რომ ვთქვათ - ეს არის მოწყობილობა, რომელიც მშობლების სიმშვიდისა და შვილების უსაფრთხოებისთვის არის შექმნილი და რა თქმა უნდა, შეგიძლიათ, ის Holst.ge-ზე შეიძინოთ.

დავიწყოთ იმით, რომ რადიო ძიძა საშუალებას იძლევა, ბავშვს თვალყური ადევნოთ არა მხოლოდ გვერდზე ოთახიდან, არამედ, მსოფლიოს ნებისმიერი წერტილიდან და ამისთვის უბრალოდ, ინტერნეტია საჭირო.

რისთვის არის საჭირო ვიდეო ძიძა?

- შვილის, შვილების, შვილიშვილების უსაფრთხოება

ვიდეო ძიძა მშობელს აძლევს საშუალებას, რეალურ დროში აკონტროლოს სიტუაცია ოთახში, სადაც ბავშვი იმყოფება. ეს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია:

  • როცა ბავშვი ნელ-ნელა უკვე სიარულს იწყებს და შეუძლია, საწოლიდან გადმოძვრეს;
  • როცა ბავშვს ძილის ფაზები აქვს დარღვეული;
  • თუ ოთახში შინაური ცხოველია.

- მშობელი ყოველთვის დარწმუნებული უნდა იყოს, რომ შვილი უსაფრთხოდ ჰყავს

სულ რომ ერთი წუთით გამოხვიდეთ ოთხიდან, შესაძლოა, ისეთი ფორიაქი გაგიჩნდეთ, ის აუცილებელი საქმე გვერდზე გადადოთ, რის გამოც ბავშვის დატოვება მოგიხდათ. ბოლოს და ბოლოს, დედა იქნება, მამა, ბებია, ბაბუა თუ ნათლია, ადამიანია და რაღაც საჭიროებები ხომ ჩნდება ხოლმე, არა?

ჰოდა, ძიძა კამერა ამ შფოთვას იოლად მოგიხსნით - ეკრანზე დაინახავთ ყველაფერს, რაც ბავშვის გარშემო ხდება.

- თავისუფლება ყოველდღიურ საქმიანობაში

რასაც კორონას ვერ დავუკარგავთ, ის არის, რომ დამსაქმებლის უდიდესი ნაწილი მიეჩვია და დღემდე წარმატებულია პრაქტიკა, როცა თანამშრომელს საშუალებას აძლევს, ოფისში ყოველდღე არ იაროს და სახლიდან იმუშაოს. ჰოდა, რადიო ძიძა იძლევა იმის საშუალებას, მშვიდად და ნაყოფიერად იმუშაოთ.

დამატებითი ფუნქციები

თანამედროვე ვიდეო ძიძები მხოლოდ ვიდეოს გადაღებით არ შემოიფარგლება. ხშირ შემთხვევაში აქვთ:

  • ტემპერატურისა და ტენიანობის სენსორი;
  • მოძრაობის დეტექტორი;
  • კამერის მართვა შორი დისტანციიდან;
  • ღამის ხედვა;
  • ორმხრივი საუბრის ფუნქცია;
  • მუსიკის ჩართვა.

ერთი მხრივ, შესაძლოა, ვინმემ თქვას, რომ ვიდეო ძიძა კომფორტი და ფუფუნებაა, თუმცა, ისიც ფაქტია, რომ ერთ-ერთი ყველაზე უფრო პრაქტიკული მოწყობილობაა მშობლების სიმშვიდისა და შვილების უსაფრთხოებისთვის.

LINUS LN-3052 ვიდეო კამერა "ძიძა" 2MP

Linus video dzidza

  • ბრენდი - LINUS
  • პროდუქტის ტიპი - ვიდეო ძიძა
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 2705200098533
  • წონა (კგ) - 0.37
  • დამატებითი ინფორმაცია - ინტეგრირებული მიკროფონი და დინამიკი
  • ვიდეოს გარჩევადობა - 2MP progressive CMOS; 1920(H)x1080(V)
  • ხედვის არეალი - 82(D),70(H),41(V); ჰორიზონტალური:315° & ვერტიკალური:55+20°
  • პროცესორი - AK3918EV300SV
  • სენსორი - SC2336
  • სიმძლავრე - DC 5V/1A
  • სამუშაო ტემპერატურა - -20°C+50°C
  • მოხმარების სიმძლავრე - <2W
  • ვიდეო კომპრესია - Main stream: H.265  Sub stream: H.264
  • ვიდეო კადრის სიხშირე - 20 fps
  • ღამის ხედვა - დიახ
  • უსადენო ქსელი - Wi-Fi IEEE 802.11 b/g/n 2.4 GHz+BLE
  • სიგნალიზაციის გამომწვევი მიზეზი - მოძრაობის შემჩნევა ან ადამიანის შემჩნევა
  • რეაგირება სიგნალიზაციაზე - სურათის გადაღება, ვიდეოს გადაღება
  • გამაფრთხილებელი შეტყობინება - მობილური აპლიკაციით
  • ტენიანობა - 10% ~ 85% (არაკონდენსირებადი)
  • მეხსიერების ბარათის მოცულობა - მაქს. 128GB

LN-5529 WIFI - უსაფრთხოების კამერა

Linus video dzidza

  • ბრენდი - LINUS
  • პროდუქტის ტიპი - უსაფრთხოების კამერა
  • სიმძლავრე - DC5V 1A
  • სამუშაო ტემპერატურა - -20°C+50°C
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 2705200055529
  • წონა (კგ) - 0.292
  • მოხმარების სიმძლავრე - <2W
  • ვიდეოს გარჩევადობა - 4M პიქსელი
  • ვიდეო კომპრესია - Smart H.265+H.264
  • ვიდეო კადრის სიხშირე - 25 fps
  • ღამის ხედვა - ინფრაწითელი
  • უსადენო ქსელი - 2.4GHz - 5GHz WIFI
  • სიგნალიზაციის გამომწვევი მიზეზი - მოძრაობის შემჩნევა ან ადამიანის შემჩნევა
  • რეაგირება სიგნალიზაციაზე - სნეფშოტი, ვიდეო გადაღება
  • გამაფრთხილებელი შეტყობინება - მობილური აპლიკაციით
  • ტენიანობა - 10% ~ 80% (არაკონდენსირებადი)
  • მეხსიერების ბარათის მოცულობა - მაქს. 16GB

LINUS LN-5033C ვიდეო კამერა "ძიძა" 3MP

Linus video dzidza

  • ბრენდი - LINUS
  • პროდუქტის ტიპი - ვიდეო ძიძა
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 2705200098953
  • წონა (კგ) - 0.47
  • დამატებითი ინფორმაცია - ინტეგრირებული მიკროფონი და დინამიკი
  • ვიდეოს გარჩევადობა - 3MP progressive CMOS; 2304(H)x1296(V)
  • ხედვის არეალი - 95(D),80(H),3(V); ჰორიზონტალური:315° & ვერტიკალური: 55+20°
  • პროცესორი - AK3918AV100N
  • სენსორი - SC3336
  • სიმძლავრე - DC 5V/1A
  • სამუშაო ტემპერატურა - -20°C+50°C
  • მოხმარების სიმძლავრე - <2W
  • ვიდეო კომპრესია - Main stream: H.265  Sub stream: H.265
  • ვიდეო კადრის სიხშირე - 20 fps
  • ღამის ხედვა - დიახ
  • უსადენო ქსელი - Wi-Fi IEEE 802.11 b/g/n 2.4 GHz+BLE
  • სიგნალიზაციის გამომწვევი მიზეზი - მოძრაობის შემჩნევა ან ადამიანის შემჩნევა, ბავშვის ტირილი
  • რეაგირება სიგნალიზაციაზე - სურათის გადაღება, ვიდეოს გადაღება
  • გამაფრთხილებელი შეტყობინება - მობილური აპლიკაციით
  • ტენიანობა - 10% ~ 85% (არაკონდენსირებადი)
  • მეხსიერების ბარათის მოცულობა - მაქს. 128GB

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება