| ვინ დასთვალოს ზღვაში ქვიშა, მსოფლიოში - ელექტრო დრელები... |
| ვინ დასთვალოს ზღვაში ქვიშა, მსოფლიოში - ელექტრო დრელები... |
ვინ დასთვალოს ზღვაში ქვიშა, მსოფლიოში - ელდრელები...
სულაც არ არის გადაჭარბებული ნათქვამი - ელექტრო დრელის სამყარო იმდენად უზარმაზარი და მრავალფეროვანია, მის დათვლას თუ ვინმე დაიწყებს, ისევე გადაეწვება ტვინი, ზღვაში ქვიშის ანგარიშს თუ შეუდგება.
მოკლედ, არჩევანი მართლაც უზარმაზარია - დაწყებული როგორც მოყვარული ხელოსნებისთვის, ისე, რა თქმა უნდა, პროფესიონალი ოსტატებისთვის. შესაბამისად, დიდი მნიშვნელობა აქვს, რისთვის გჭირდებათ ელექტრო დრელი - უბრალოდ, ნახატი გინდათ კედელზე დაკიდოთ, თუ მძლავრი მოდელია საქმეში ჩასართავი, მასშტაბურ სარემონტო სამუშაოებში რომ დაგეხმაროთ.
აქვე ისიც აუცილებლად უნდა ვთქვათ, რომ ერთ-ერთი საკვანძო ასპექტი, რომლის გათვალისწინება ურიგო არ იქნებოდა, მწარმოებელია, ვინაიდან თქვენი ელექტრო ინსტრუმენტის ხარისხი და სანდოობა სწორედ ბრენდზეა დამოკიდებული. Holst.ge კი სწორედ ასეთი ხარისხიანი და სანდო მწარმოებლების ბურღებს გთავაზობთ, იქნება ეს Spindel-ის, TOLSEN-ისა თუ CROWN-ის პროდუქცია. როგორც კი ჩამოყალიბდებით, კონკრეტულად რისთვის გჭირდებათ ელექტრო დრელი, ჩვენთან სასურველ მოდელს შესაბამისი მახასიათებლებით იოლად შეარჩევთ.
ქვემოთ კიდევ რამდენიმე საკვანძო საკითხი განვიხილოთ, რომელიც სასურველი ბურღის შეძენას კიდევ უფრო გაგიიოლებთ.
რა სხვაობაა საყოფაცხოვრებოსა თუ პროფესიონალურ ბურღებს შორის?
უხეშად რომ ვთქვათ, საყოფაცხოვრებო და პროფესიონალურ ინსტრუმენტს შორის მთავარი სხვაობა სამუშაო რეჟიმია. კერძოდ, საყოფაცხოვრებო დრელით შეუჩერებლად მუშაობა დაახლოებით 15-20 წუთია რეკომენდებული, რის შემდეგაც, უმჯობესია, ხელსაწყო დაასვენოთ. პროფესიონალური დრელით კი იმდენ ხანს შეიძლება მუშაობა, რამდენიც საჭიროა.
უდავოდ, ერთ-ერთი ყველაზე მთავარი პარამეტრი ინსტრუმენტის სიმძლავრეა. ოპტიმალური სიმძლავრე, სახლის პირობებისთვის, 300-დან 800 ვატამდე მერყეობს და რაც უფრო მაღალია სიმძლავრის მაჩვენებელი, კომფორტულად მუშაობის შესაძლებლობაც იზრდება. ძირითადი ფუნქციის გარდა ხომ ბურღები არაერთი დამატებითი დანიშნულებითაც გამოიყენება - შეიძლება სხვადასხვა ხსნარის მორევა, ცემენტის, ლაქის, საღებავის და ასე შემდეგ. ამდენად, რაც უფრო მძლავრია დრელი, მით მეტის საშუალებას იძლევა, თუმცა 800 ვატზე მაღლა, ინსტრუმენტი უკვე მძიმე და ზომაშიც დიდი იქნება, რის გამოც მაგალითად, ხრახნის მოჭერისას, ზედმეტად მოუხერხებელი გახდება. შეიძლება ითქვას, 500-700 ვატი ოქროს შუალედია საყოფაცხოვრებო პირობებში მუშაობისთვის.
რატომ არის საჭირო ბრუნვების რეგულირება სახლის დრელის შემთხვევაში? პირველ რიგში, იმისთვის, რომ მოსახერხებელი იყოს ბურღვა, რადგან დასაწყისში ხომ მცირე ბრუნვებით ვიწყებთ ბურღვას და მხოლოდ შემდეგ ვუმატებთ? ისიც უნდა გავითვალისწინოთ, რომ ლითონის ბურღვისას ბრუნვების რეგულირების გარეშე მუშაობა, უბრალოდ, შეუძლებელია. ასევე, ხრახნის მოჭერისას - თუკი დრელი რეგულირების გარეშეა, სტარტს მაქსიმალური ბრუნვებით აიღებს და ამდენად, ხრახნთან გამკლავება არარეალური გახდება.
უფრო ხშირად, დრელების უმრავლესობას დარტყმის ფუნქციაც აქვს, ანუ ინსტრუმენტის ზედა ნაწილში ვხვდებით დარტყმის რეჟიმსა და დარტყმის გარეშე ბურღვის გადამრთველს. ძალიან ხშირად, დრელი პერფორატორში ერევათ ხოლმე. თავადაც რომ ასეთი რამ არ დაგემართოთ, აი, როგორია სხვაობა - პერფორატორს ელექტროდარტყმა აქვს, რაც მნიშვნელოვნად ძლიერია, ხოლო დრელის დარტყმა კბილების დარტყმაზე მოდის.
დარტყმის ფუნქციის მქონე დრელით შესაძლებელია აგურის გახვრეტა, თუმცა ბეტონთან გამკლავება მნიშვნელოვნად გაუჭირდება. მით უმეტეს, ბეტონის სახვრეტად სწორედ პერფორატორია განკუთვნილი.
სხვათა შორის, რაც უფრო ძლიერად აწვებით ინსტრუმენტს ბურღვის დროს, მით ძლიერია დარტყმა. ლითონისა და ხის ბურღვისას დარტყმების გათიშვაა საჭირო.


