| ვინა სთქვა, რომ წყლის გამაცხელებელი ზაფხულში არ არის საჭირო? |
| ვინა სთქვა, რომ წყლის გამაცხელებელი ზაფხულში არ არის საჭირო? |
ვინა სთქვა, რომ დაეკარგათ ეშხი ქალებს კი არა და - ვინა სთქვა, რომ წყლის გამაცხელებელი ზაფხულში საჭირო არ არის? ჰაი, ჰაი, რომ არის და მერე - როგორ?! ბოლოს და ბოლოს, ყველაფერს რომ თავი დავანებოთ (ვერ დავანებებთ, მაგრამ მაინც), იქნებ, რემონტი გაქვთ და როგორ, წყლის გამაცხელებელი არ დაგჭირდებათ? მით უმეტეს, რემონტს აბსოლუტური უმეტესობა სწორედ ზაფხულის პერიოდში არ აკეთებს?
ჰოდა, ძალიან იოლად შეხვალთ Holst.ge-ზე, მოიძიებთ Kettler-ის პროდუქციას, შემდეგ გაფილტრავთ და უმარტივესად მიადგებით განყოფილებას, სადაც გათბობის საჭირო სისტემებს შეარჩევთ, გაზის წყლის გამათბობელი იქნება, თუ - დენის წყლის გამაცხელებელი.
მოკლედ, თუ ფიქრობთ, რომ გაზის წყლის გამაცხელებელი (გნებავთ, დენის) მხოლოდ ზამთრის საზრუნავია, იმას შევეცდებით, სწორედ თქვენი წარმოდგენა შევცვალოთ.
მოდით, პირდაპირ ვთქვათ: გაზის აპარატებთან მიმართებაში ადამიანებს ორი მთავარი შიში აქვთ - უსაფრთხოება და ხარჯი. Kettler-მა ორივე საკითხი უმაღლესი ინჟინერიის დონეზე გადაჭრა.
ალბათ, ეს ყველაზე ხშირი კითხვაა, როცა წყლის გამაცხელებელი გვჭირდება. მოდით, მარტივად გავერკვეთ:
გაზით წყლის გაცხელება, როგორც წესი, საექსპლუატაციო ხარჯებით უფრო ეკონომიურია, განსაკუთრებით დიდ ოჯახებში, სადაც ცხელი წყლის მოხმარება მაღალია.
ელექტრო გამაცხელებელი კი იდეალური გამოსავალია იმ ფართებში, სადაც გაზი საერთოდ არ არის შეყვანილი, ან სადაც წყლის მოხმარება მცირეა, მაგალითად, საზაფხულო აგარაკზე ან პატარა ოფისში.
გაზის წყლის გამაცხელებელი კომპაქტური ზომისაა და ცარიელ ავზს არ ინახავს, თუმცა სჭირდება გამწოვი მილის სწორად მოწყობა.
ელექტრო ბოილერს გამწოვი მილი არ სჭირდება და მისი მონტაჟი ნებისმიერ ჩაკეტილ სივრცეშია შესაძლებელი, თუმცა თავად აპარატი, ავზის მოცულობიდან გამომდინარე, შედარებით მეტ ადგილს იკავებს.
საბოლოო ჯამში, Kettler-ის ორივე ტიპის წყლის გამაცხელებელი ეფექტიანია, მთავარია, განსაზღვროთ, რა უფრო პრიორიტეტულია თქვენთვის: ულიმიტო ნაკადი და ეკონომიურობა, თუ მარტივი მონტაჟი გაზის მილების გარეშე.
იმისათვის, რომ წყლის გამაცხელებელი თქვენს ოჯახს იდეალურად მოერგოს, ყურადღება მიაქციეთ რამდენიმე დეტალს:
როცა საქმე ეხება მოწყობილობას, სადაც გაზი და ცეცხლი გამოიყენება, ბუნებრივია, უსაფრთხოება ყველაფერზე მაღლა დგას. Kettler-ის ინჟინრებმა გაზის წყლის გამაცხელებელი აღჭურვეს დაცვის მრავალსაფეხურიანი ჭკვიანი სისტემით, რომელიც შესაძლო რისკებს ნულამდე ამცირებს:
მოკლედ რომ ვთქვათ, Kettler-ის გაზის წყლის გამაცხელებელი ისეა დაპროექტებული, რომ ნებისმიერი უჩვეულო ხარვეზის დროს თავად იღებს უსაფრთხოების ზომებს. თქვენ მხოლოდ ცხელი წყლით ტკბობა და სიმშვიდე გრჩებათ.