ხარისხიანი ონკანით არა მხოლოდ ყოველდღიურობას გაიადვილებთ, წყალსაც მოუფრთხილდებით

მიუხედავად იმისა, რომ დედამიწის 71 პროცენტი წყლით არის დაფარული, მისი მხოლოდ 2.5 პროცენტია მტკნარი, ხოლო აქედან მხოლოდ 1 პროცენტზე ნაკლებია ხელმისაწვდომი ადამიანისთვის და ყოველდღიური მოხმარებისთვის.

აქვე იმასაც გეტყვით, რომ მტკნარი წყლის მარაგით საქართველო მსოფლიოს ერთ-ერთი უმდიდრესი ქვეყანაა. თუმცა ეს სულაც არ ნიშნავს იმას, რომ რადგან საქართველო ამ მხრივ გამოირჩევა, წყლის, ამ ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რესურსის მოფრთხილებაზე არ უნდა ვიზრუნოთ.

საამისოდ ბევრი გზა არსებობს, ჩვენ კი ერთ-ერთ ყველაზე იოლს გეტყვით - ხარისხიანი ონკანი არა მხოლოდ ყოველდღიურობას გვიიოლებს, არამედ, სწორედ წყლის დაზოგვის შესაძლებლობასაც გვაძლევს - დაბალი ხარისხის ონკანების მთავარი პრობლემა დროთა განმავლობაში წარმოქმნილი გაჟონვაა - წვეთას იწყებს, გამორიცხულია, მსგავსი სურათი სადმე ნანახი არ გქონდეთ. აი პრემიუმ კლასის ონკანებში კი მაღალი სიზუსტით დამუშავებული კერამიკული კარტრიჯები გამოიყენება, რომლებიც უზრუნველყოფენ სრულ ჰერმეტულობას წლების განმავლობაში.

კიდევ ერთი ფაქტიც და უშუალოდ საქმეზე გადავიდეთ: სტატისტიკურად, წამში ერთი წვეთის გაჟონვა წელიწადში დაახლოებით 11,000 ლიტრამდე წყლის დაკარგვას იწვევს, წარმოგიდგენიათ?! ხარისხიანი მექანიზმი ამ უხილავ დანაკარგს გამორიცხავს და Holst.ge-ზე შეგიძლიათ სწორედ ისეთი ხარისხის ონკანები შეიძინოთ, ამ უდიდეს განძს - წყალს რომ დაგაზოგვინებთ და როგორც უკვე ზემოთაც აღვნიშნეთ, ყოველდღიურობას საგრძნობლად გვიუმჯობესებს.

ონკანები სამზარეულოსა და აბაზანისთვის

როგორც წესი, სამზარეულოსთვის იყენებენ მაღალყელიან ონკანს, რომელიც ბევრად მოსახერხებელია ჭურჭლის, ხილისა თუ ბოსტნეულის რეცხვისთვის.

რაც შეეხება აბაზანას, იქ სხვადასხვა ტიპის ონკანია საჭირო. კერძოდ, პირსაბანისთვის უმჯობესია უფრო კომპაქტური ზომები და როგორც წესი, მას არჩევენ თავად პირსაბანის ზომების გათვალისწინებით.

მოგეხსენებათ, შხაპის მოდელებს ჰორიზონტალურად ამონტაჟებენ. მათ შორის ის სხვაობაა, რომ შხაპის ონკანს გრძელი წყალსადინარი მილი არ აქვს - წყალი მხოლოდ შხაპის შლანგში მიედინება.

სამზარეულოსა და აბაზანის ონკანების თავისებურებები

  • სანამ ონკანს შეარჩევთ, გაითვალისწინეთ, რომ რომ მისი ფუნქციები მოიცავს არა მხოლოდ ჭურჭლის, არამედ ხილის, ბოსტნეულისა და სხვა საკვები პროდუქტების რეცხვას, ამდენად, ონკანის ზომაც შესაბამისი უნდა იყოს იმისთვის, რომ ნიჟარაში დიდი ზომის ჭურჭელი ან საკვები მოათავსოთ;
  • დღესდღეობით დიდი პოპულარობით სარგებლობს სამზარეულოს ონკანები გამოსაწევ-შესაწევი შლანგითა და ზამბარის საკიდებით. მნიშვნელოვანია, რომ ონკანისა და ნიჟარის ზომები ერთმანეთს შეესაბამებოდეს;
  • სამზარეულოს ონკანი აბაზანის ონკანისგან ფორმითა და ჭავლის ზომებით განსხვავდება. არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ სამზარეულოს ონკანის ჭავლი აუცილებლად ნიჟარის ცენტრისკენ უნდა იყოს მიმართული, წინააღმდეგ შემთხვევაში, ჭურჭლის რეცხვა ძალიან რთული იქნება. თუ აირჩევთ ზედმეტად მაღალ ონკანს, შხეფები შეგაწუხებთ, დაბალი ონკანი კი დიდი ქვაბების რეცხვას გაართულებს.

კიდევ ერთი კრიტერიუმი, რომლის მიხედვითაც ონკანები იყოფა, მათი მონტაჟის სქემაა. ამის გათვალისწინებით ხდება ონკანის მონტაჟი:

  • კედელზე - ასეთ შემთხვევაში, ონკანის გამავალი მილყელი პირდაპირ ან ექსცენტრიკის გავლით უკავშირდება ცხელი ან ცივი წყლის მილს, რაც უზრუნველყოფს მათ სტაბილურობას;
  • სანტექნიკაზე - ასეთი სქემისას ონკანის კორპუსი მონტაჟდება წინასწარ გამზადებულ ნიჟარაზე, აბაზანაში, კარადაზე და ფიქსირდება ხრახნით;

შეჯამების სახით შეიძლება ითქვას, რომ ონკანი არ წარმოადგენს მხოლოდ ინტერიერის ელემენტს, ის არის რესურსების მართვის მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი. გლობალური წყლის დეფიციტის ფონზე, საინჟინრო გადაწყვეტილებების ხარისხი პირდაპირ კავშირშია ეკოლოგიურ პასუხისმგებლობასთან. მაღალტექნოლოგიური მექანიზმების ინტეგრირება საშუალებას გვაძლევს, მნიშვნელოვნად შევამციროთ წყლის დანაკარგი კომფორტის კომპრომისის გარეშე. შესაბამისად, ხარისხიან სანტექნიკაში გაღებული ინვესტიცია არის გრძელვადიანი ნაბიჯი როგორც ეკონომიკური, ისე გარემოსდაცვითი მდგრადობისკენ.

Kettler-81809 KT3047SS-9 სამზარეულოს შემრევი Lucia 304

Kettler samzareulos shemrevi

  • ბრენდი - KETTLER
  • პროდუქტის ტიპი - სამზარეულოს შემრევი
  • შტრიხ-კოდი - 8313009281809
  • წონა (კგ) - 1.42
  • კარტრიჯი - 35mm კერამიკული კარტრიჯი
  • კორპუსი - უჟანგავი ფოლადი (SUS 304)
  • სერია - Lucia
  • მოდელი - KT3047SS-9

Kettler-23052 KT-4650C-1 ხელსაბანის შემრევი Kylynn

Kettler xelsabanis shemrevi

  • ბრენდი - KETTLER
  • პროდუქტის ტიპი - ხელსაბანის შემრევი
  • შტრიხ-კოდი - 8313444523052
  • წონა (კგ) - 1.27
  • კორპუსი - ცინკი
  • კომპლექტაცია - 40cm მოქნილი მილი
  • სერია - Kylynn
  • მოდელი - KT-4650C-1
  • გარანტია კორპუსზე - 1 წელი

Kettler-23298 KT-3650C-3 აბაზანის შემრევი Leona

Kettler abazanis shemrevi

  • ბრენდი - KETTLER
  • პროდუქტის ტიპი - აბაზანის შემრევი
  • შტრიხ-კოდი - 8313444523298
  • წონა (კგ) - 1.75
  • კარტრიჯი - 35mm კერამიკული კარტრიჯი
  • კორპუსი - ცინკი
  • კომპლექტაცია - შხაპის ყურმილი, საშხაპე მილი და კედლის სამაგრი
  • სერია - Leona
  • მოდელი - KT-3650C-3
  • გარანტია კორპუსზე - 1 წელი

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება