ხომ გაგიგიათ ძალიან ცნობილი გამონათქვამი - ძაღლი ადამიანის საუკეთესო მეგობარიაო, მაგრამ როცა სახლში მილებიდან წყალი ჟონავს ან ახალი ავეჯია ასაწყობი, ერთადერთი ერთგული კომპანიონი, რომელიც ამ სიტუაციიდან გამოგიყვანთ, ხარისხიანი ხელსაწყოების ნაკრებია. ყოველ შემთხვევაში, ყველაზე ერთგული ოთხფეხა მეგობარი მაქსიმუმ კუდის ქიცინით გაგამხნევებთ, რაც, კი გეცოდინებათ, ჭანჭიკების დაჭერას ვერც ვერაფრით უშველის.
თანამედროვე რეალობაში, სადაც დრო და დამოუკიდებლობა ყველაზე მეტად ფასობს, საკუთარი ინსტრუმენტების ქონა ფუფუნება აღარაა. უფრო მეტიც, ეს აუცილებლობაა როგორც მამაკაცებისთვის, ისე ქალებისთვის, ვისაც წვრილმანი პრობლემების საკუთარი ძალებით მოგვარება უყვარს.
რატომ არის ინსტრუმენტების ნაკრები სახლის ყველაზე საჭირო ნივთი და რა უნდა შედიოდეს მასში აუცილებლად, ქვემოთ ამ ამბებზე უნდა ვისაუბროთ.
რატომ არის ხელსაწყოების ნაკრები საუკეთესო ინვესტიცია?
ხშირად ფიქრობენ, რომ ხელსაწყოების ნაკრების ყიდვა გადაყრილი ფულია, რადგან სახლში მაინც იშვიათად ფუჭდება რამე. თუმცა, რეალობა სულ სხვაგვარია. დააკვირდით, რამდენს იგებთ, როცა სახლში საკუთარი ინსტრუმენტების ნაკრები გაქვთ:
- ფინანსების დაზოგვა - მარტივი გამოსათვლელია, რომ ერთი პატარა ავარიული სიტუაციისთვის (მაგალითად, მოშვებული მილის გადასაჭერად) ხელოსნის გამოძახება ზოგჯერ იმდენივე ჯდება, რამდენიც მთლიანი, ბაზისური ხელსაწყოების ნაკრების შეძენა. ნაკრები ერთხელ „ჩამოუქროლებს“ თქვენს ბიუჯეტს, მაგრამ წლების განმავლობაში უფასოდ გემსახურებათ.
- დროის კონტროლი - გაფუჭებული ონკანის ან ჩამოვარდნილი კარადის გამო ხელოსნის გრაფიკზე მორგება და მისი საათობით ლოდინი ნამდვილი სიგიჟეა. როცა ინსტრუმენტები ხელთ გაქვთ, პრობლემას ზუსტად იმ წუთას აგვარებთ, როცა ეს თქვენთვისაა ხელსაყრელი.
- დამოუკიდებლობის განცდა - არაფერი შეედრება იმ შეგრძნებას, როცა ახალშეძენილ მაგიდასა თუ თაროს საკუთარი ძალებით აწყობთ. ეს ზრდის თავდაჯერებულობას და სახლის მოვლას სასიამოვნო პროცესად აქცევს.
მოკლედ რომ ვთქვათ, ინსტრუმენტების ნაკრები - ეს არ არის უბრალო ნივთების ერთობლიობა, ეს არის თქვენი სიმშვიდისა და დამოუკიდებლობის გარანტია.
რა უნდა შედიოდეს ბაზისურ ნაკრებში?
ბაზარზე ასობით სხვადასხვა ზომისა და კომპლექტაციის ნაკრები არსებობს, თუმცა სახლის პირობებში სპეციფიკური ინსტრუმენტები, დიდი ალბათობით, არ გჭირდებათ. კარგი, უნივერსალური ნაკრები შემდეგ სტრატეგიულ ნივთებს უნდა მოიცავდეს:
- - სხვადასხვა ზომის სახრახნისები: ნაკრებში აუცილებლად უნდა იყოს როგორც ჯვარედინი, ისე ბრტყელი სახრახნისები. საუკეთესო ვარიანტია ერთი მთავარი სახელური, რომელსაც უამრავი ცვლადი თავაკი მოჰყვება, ასე ნებისმიერი ზომის ჭანჭიკს მოერევით.
- - ბრტყელტუჩა: ეს არის ინსტრუმენტი ყველაფრისთვის - რაღაცის დასაჭერად, მოსატეხად, მავთულის გადასაჭრელად თუ გასასწორებლად.
- - ჩაქუჩი: სასურველია ე.წ. „ბრჭყალებიანი“ ჩაქუჩი, რომელიც არა მხოლოდ ლურსმნის ჩაჭედებაში, არამედ მის მარტივად და უსაფრთხოდ ამაძრობაშიც დაგეხმარებათ.
- - ქანჩის გასაღებების ნაკრები ან რეგულირებადი ქანჩი: სანტექნიკასთან შეხებისას, ონკანის გამოცვლისას ან თუნდაც ველოსიპედის შესაკეთებლად ეს ინსტრუმენტი შეუცვლელია.
- - რულეტკა: სანამ ახალ ავეჯს ან ტექნიკას იყიდით, ზუსტი ზომების ცოდნა აუცილებელია. 3 ან 5-მეტრიანი ხარისხიანი რულეტკა ხელთ ყოველთვის უნდა გქონდეთ.
- - ინდიკატორული სახრახნისი: უსაფრთხოება უპირველეს ყოვლისა! სანამ როზეტს ან ჭაღს შეეხებით, ამ პატარა ხელსაწყოთი უნდა შეამოწმოთ, გადის თუ არა დენი სადენში.
თუ თქვენს ჩემოდანში ეს ნივთები გეგულებათ, ჩათვალეთ, რომ საყოფაცხოვრებო პრობლემების 90 პროცენტისთვის უკვე მზად ხართ.
რას უნდა მიაქციოთ ყურადღება შერჩევისას?
მაღაზიებში ხშირად შეხვდებით უზარმაზარ ჩემოდნებს. ნუ მოტყუვდებით რაოდენობით. ხელსაწყოების შერჩევისას მთავარი ოქროს წესი ხარისხია და აი, რატომ:
- ერგონომიული სახელურები: მუშაობისას ხელსაწყო ხელიდან არ უნდა გიცურდებოდათ. შეარჩიეთ რეზინის ან სპეციალური ანტი-სლიპ საფარის მქონე სახელურები, რათა მუშაობა უსაფრთხო და კომფორტული იყოს.
- მყარი ქეისი: ხელსაწყოების მტერი მათი არევა და დაკარგვაა. კარგი, მყარი პლასტმასის ან მეტალის ქეისი, სადაც თითოეულ ნივთს თავისი ფიქსირებული ადგილი აქვს, დაგიცავთ ქაოსისგან და უზრუნველყოფს, რომ ნაკრებმა ათწლეულებს გაუძლოს.
TOLSEN TOL2081-85350 ხელსაწყოების ნაკრები 119ც

- ბრენდი - TOLSEN
- პროდუქტის ტიპი - ხელსაწყოების ნაკრები
- შტრიხ-კოდი - 6933528780175
- წონა (კგ) - 4.2
- რაოდენობა - 119 ცალიანი ნაკრები
TOLSEN TOL1690-15146 ხელსაწყოების ნაკრები 175ც-იანი

- ბრენდი - TOLSEN
- პროდუქტის ტიპი - ხელსაწყოების ნაკრები
- ზომა - 1/4''-3/8''-1/2''
- შტრიხ-კოდი - 6933528718345
- წონა (კგ) - 10
- რაოდენობა - 175 ცალიანი ნაკრები
TOLSEN TOL1708-15147 ხელსაწყოების ნაკრები 216ც-იანი

- ბრენდი - TOLSEN
- პროდუქტის ტიპი - ხელსაწყოების ნაკრები
- ზომა - 1/4''-3/8''-1/2''
- შტრიხ-კოდი - 6933528718352
- წონა (კგ) - 11.25
- რაოდენობა - 216 ცალიანი ნაკრები