ყველაფერი ელექტრო შალაშინის ფუნქციებსა და შესაძლებლობებზე

წარმოიდგინეთ ინსტრუმენტი, რომელიც ხეს ისეთივე სიმსუბუქითა და სიზუსტით თლის, როგორც ბასრი დანა კარაქს. დიდი ხანია, ელექტრო შალაშინი მაღალტექნოლოგიური, მრავალფუნქციური მოწყობილობაა, რომლის გარეშეც წარმოუდგენელია როგორც ავეჯის წარმოება, ისე მარტივი საოჯახო რემონტი. თუმცა, იმისათვის, რომ თავისი პოტენციალი სრულად გამოავლინოს, მხოლოდ ნამდვილად ჩართვა არ კმარა, საჭიროა მისი შესაძლებლობების საფუძვლიანი ცოდნა.

დაგვეთანხმებით, ძველი, ტრადიციული ხელის შალაშინით მუშაობა ნამდვილი ფიზიკური გამოცდაა, მიუხედავად იმისა, რომ გარკვეული პეწი და „მუღამი“ მასაც ნამდვილად აქვს. სწორედ აქ შემოდის თამაშში თანამედროვე სახელოსნოს ერთ-ერთი მთავარი გმირი ელექტრო სალაშინი. ეს არის ინსტრუმენტი, რომელსაც შეუძლია რამდენიმე საათის დამღლელი სამუშაო წამებში შეასრულოს და ხის ზედაპირს იდეალური სიგლუვე და სისწორე მიანიჭოს.

- რა არის ელექტრო შალაშინი და როგორ მუშაობს ის?

დავიწყოთ იმით, რომ ტრადიციული ხელსაწყოსგან განსხვავებით, სადაც ფიცარს თქვენი ფიზიკური ძალით თლით, ელექტრო ვერსიაში მთელ სიმძიმეს საკუთარ თავზე ძრავა იღებს.

მისი მუშაობის პრინციპი საკმაოდ მარტივია: ინსტრუმენტის შუა ნაწილში მოთავსებულია სპეციალური მბრუნავი დოლი (ბარაბანი), რომელზეც დამაგრებულია ორი (ზოგჯერ კი მეტი) ბასრი დანა. როცა ინსტრუმენტს რთავთ, ძრავა ამ დოლს უზარმაზარი სიჩქარით აბრუნებს. ხის ზედაპირზე მისი გატარებისას დანები წამში ასეულობით მიკრო-ჭრას ასრულებენ, რაც საშუალებას გვაძლევს, ყოველგვარი ძალისხმევის გარეშე იდეალურად გლუვი ფაქტურა მივიღოთ.

- ელექტრო შალაშინი და მთავარი ფუნქციები და შესაძლებლობები

თანამედროვე ელექტრო შალაშინი ნამდვილი მულტიფუნქციური მოწყობილობაა, რომელსაც რამდენიმე სპეციფიკური ოპერაციის შესრულება შეუძლია:

  • გათლის სიღრმის ზუსტი რეგულირება: ინსტრუმენტის წინა სახელური, როგორც წესი, რეგულატორის ფუნქციასაც ასრულებს. მისი დატრიალებით შეგიძლიათ მილიმეტრის სიზუსტით (მაგალითად, 0.1 მმ-დან 2 ან 3 მმ-მდე) განსაზღვროთ, რა სისქის ფენა ააჭრას აპარატმა ხეს ერთი გავლით.
  • კუთხეების მოთლა: თუ შალაშინის ძირს დააკვირდებით, წინა ნაწილში შეამჩნევთ ერთ ან რამდენიმე V-სებრ ღარს. ეს ღარები სპეციალურად იმისთვისაა შექმნილი, რომ ფიცრის ან ძელის მახვილი კუთხეები 45-გრადუსიანი დახრით, თანაბრად და ლამაზად მოთალოთ.
  • ოთხკუთხა ამონაჭრების გაკეთება: ბევრ მოდელს აქვს სპეციალური გვერდითა საყრდენი, რომლის საშუალებითაც შეგიძლიათ ხის მასალაზე საფეხურებრივი ამონაჭრები გააკეთოთ, მაგალითად, კარისა და ფანჯრის ჩარჩოების ერთმანეთთან გადასაბმელად.

- უსაფრთხოების წესები და მოვლის რეკომენდაციები

ვინაიდან საქმე გვაქვს ძალიან მაღალი ბრუნების მქონე და ბასრ ხელსაწყოსთან, უსაფრთხოების ნორმების დაცვას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. სწორედ ამის გათვალისწინებით, გიზიარებთ რამდენიმე ყველაზე საჭირო რეკომენდაციას:

  • დამცავი აღჭურვილობა: მუშაობისას დიდი რაოდენობით ნაფოტი და წვრილი მტვერი წარმოიქმნება. შესაბამისად, აუცილებლად გამოიყენეთ დამცავი სათვალე და სასურველია, პირბადე-რესპირატორი.
  • ნახერხის მოცილება: გამოიყენეთ სპეციალური ტომარა ან შეაერთეთ აპარატი სამრეწველო მტვერსასრუტზე. თუ გამომსვლელი არხი ნახერხით გაიჭედა, ძრავა ზედმეტად გადახურდება.
  • დანების კონტროლი: არასოდეს იმუშაოთ ბლაგვი ან დაკბილული დანებით. ისინი ხეს კი არ გათლიან, არამედ დაგლეჯენ და ძრავასაც დაწვავენ. ასევე, ფიცარზე მუშაობის დაწყებამდე დარწმუნდით, რომ ხეში არ არის დარჩენილი ლურსმნები ან ჭანჭიკები, რადგან მათთან შეჯახება დანებს მომენტალურად გაანადგურებს.

Holst.ge-ზე არსებული მრავალფეროვნება საშუალებას გაძლევთ, იპოვოთ ოპტიმალური ბალანსი ფასსა და მახასიათებლებს შორის. მთავარია, სწორად შეაფასოთ თქვენი პროექტების მასშტაბები, შეარჩიოთ შესაბამისი სიმძლავრე და მუშაობისას უსაფრთხოების წესები პირველ ადგილზე დააყენოთ.

TOLSEN TOL1518-79563 ელ.სახეხი ხელსაწყო 220w

Tolsen eleqtro shalashini

  • ბრენდი - TOLSEN
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო შალაშინი
  • სიმძლავრე - 220W
  • ზომა - 187x92.5mm
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 6933528787815
  • წონა (კგ) - 1.97
  • კვების წყარო - 220-240V
  • კომპლექტაცია - მტვრის ყუთი + 3 ცალი სახეხი ქაღალდი
  • ბრუნვის სიჩქარე - 6000-12000min

CROWN CT13401 - ელ. შალაშინი 320W

Crown eleqtro shalashini

  • ბრენდი - CROWN
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო შალაშინი
  • სიმძლავრე - 320W
  • ზომა - 115x230mm
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 7640177421708
  • წონა (კგ) - 2.43
  • კვების წყარო - 220-240V
  • კომპლექტაცია - მტვრის შემგროვებელი + სახეხი ფურცელი 3 ცალი
  • ბრუნვის სიჩქარე - 6000-12000min

Dewalt DW680-QS ელექტრო შალაშინი 600W

Dewalt eleqtro shalashini

  • ბრენდი - DEWALT
  • პროდუქტის ტიპი - ელექტრო შალაშინი
  • სიმძლავრე - 600W
  • ზომა - სიგრძე: 290mm სიგანე: 82mm დიამეტრი: 54mm
  • გარანტია - 1 წელი
  • შტრიხ-კოდი - 5011402291458
  • წონა (კგ) - 3.2
  • კვების წყარო - 220-240V
  • კომპლექტაცია - დანა ორმხრივი საჭრელი პირით + პარალელური მიმართველო + გადამყვანი მტვერსასრუტისთვის
  • ბრუნვის სიჩქარე - 0-15000min
  • მუშაობის სიღრმე - 0-2.5mm

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება