| ყველაფერი ტოპ 3 ნათურის შესახებ |
| ყველაფერი ტოპ 3 ნათურის შესახებ |
ნათურა ის ხელსაწყოა, რომლის გარეშე ყოველდღიურობა წარმოუდგენელია. ინსტრუმენტს აქტიურად ვიყენებთ ნებისმიერ სივრცეში და სწორედ ამიტომ, მნიშვნელოვანია რომ ის ხარისხიანი იყოს. რა სახის ლედ ნათურები არსებობს? როგორ უნდა შევარჩიოთ ხელსაწყო სწორად და რა უნდა გავითვალისწინოთ შეძენამდე? ამ და სხვა მნიშვნელოვან კითხვებზე პასუხებს ბლოგში იპოვით.
ნათურები ერთმანეთისგან ბევრი მონაცემით განსხვავდება. პირველი თვალშისაცემი მახასიათებელი სამუშაო რესურსია. არსებობს ისეთი ლედ ნათურები, რომლებსაც მაღალი მაჩვენებელი აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ უფრო დიდხანს ძლებს. ასევე, ვაწყდებით შედარებით სტანდარტულ რესურსიან ინსტრუმენტებს. თითოეული მათგანი კარგად ანათებს, მაგრამ შეიძლება მარტივად გადაიწვას. მეორე ძალიან საყურადღებო საკითხია ნათურის სიმძლავრე. ხელასწყოების ნაწილი მაღალ ძალას ფლობს, შესაბამისად, სივრცეს კარგად ანათებს. შედარებით დაბალსიმძლავრიანი ინსტრუმენტები კი მხოლოდ გარკვეულ ტერიტორიას ანათებს და არეალი საკმაოდ მცირეა.
შეგახსენებთ რომ ორი სახის ნათებას ვაწყდებით - თეთრს ანუ ცივს და ყვითელს ე.წ. თბილს. განსაზღვრული სტანდარტი, თუ რომელი ტიპის ნათება სჯობს, არ მოიპოვება. ეს ყველაფერი თქვენს გემოვნებასა და თვალის მგრძნობელობაზეა დამოკიდებული. არსებობს ადამიანების ნაწილი, რომელსაც თბილი ნათება ურჩევნია და ყვითელ ფერს ანიჭებენ უპირატესობას, ხოლო ნაწილი პირიქით, თეთრ ნათებას ირჩევს. მოკლედ, ამ შემთხვევაშიც ხელსაწყო თქვენი გემოვნების მიხედვით უნდა შეარჩიოთ და რომელსაც უპირატესობას ანიჭებთ, ის უნდა შეიძინოთ.
გსურთ ნათურების სახლიდან გაუსვლელად შეძენა? ამ საკითხში ჩვენი ონლაინ ჰიპერმარკეტი დაგეხმარებათ. ხელსაწყოებს საიტის მეშვეობით უკვეთთ და კურიერს ელოდებით. ყველაფერი ძალიან მარტივია. მიტანის სერვისი მთელი საქართველოს მასშტაბით ვრცელდება და იმ შემთხვევაში თუ შენაძენი 50 ლარზე მეტისაა, საკურიერო მომსახურება უფასოა. გარდა ამისა, ჩვენთან მხოლოდ მაღალი ხარისხის ინსტრუმენტები დაგხვდებათ.
Osram-ის ნათურა მაღალი სამუშაო რესურსითა და განათების სიმძლავრით გამოირჩევა. ამასთანავე, ხელსაწყო საკმაოდ ენერგოეფექტურია და ნაკლებ ენერგიას მოიხმარს. ინსტრუმენტს თბილი ნათება აქვს, კერძოდ, 6500K. ამიტომ, თუ ე.წ. ყვითელი ნათების მქონე ხელსაწყოს ეძებთ, ეს მოდელი საუკეთესო არჩევანია.

უპირატესობები:
Linus სახელგანთქმული ბრენდია და არაჩვეულებრივ ხელსაწყოებს გვთავაზობს. ეს კონკრეტული ნათურა მაღალი სიმძლავრისაა და სივრცეს კარგად ანათებს. პირველთან შედარებით, ხელსაწყოს მეტად ცივი ნათება აქვს. ინსტრუმენტს თან ახლავს ერთ წლიანი გარანტია. თუ უეცრად თავს ქარხნული წუნი იჩენს, საგარანტიო ტალონი პრობლემას მარტივად გადაჭრის.

უპირატესობები:
Ledex-ის ნათურას მაღალი სამუშაო რესურსი აქვს, ანუ დიდხანს ძლებს. ამავდროულად, ხელსაწყო საკმაოდ ენერგოეფექტურია, რაც დამატებითი უპირატესობაა. თუ უფრო ცივ განათებას ეძებთ, გირჩევთ რომ Ledex-ის ეს ნათურა შეიძინოთ.

უპირატესობები: