არსებობს არც თუ სასიამოვნო ხმები, რომლებიც ფულის ფლანგვასთან ასოცირდება. მათ შორის პირველი - ონკანიდან წყლის წვეთების ხმა არის. სტატისტიკის მიხედვით, გაუმართავმა ონკანმა, რომელიც წუთში სულ რამდენჯერმე წვეთავს, თვეში შეიძლება ასობით ლიტრი წყალი სრულიად უსარგებლოდ დაგვიკარგოს. ეს არის პრობლემა, რომლის გადადებასაც ხშირად სახვალიოდ ვამჯობინებთ ხოლმე, თუმცა რეალობა მარტივია: ონკანი თავისით არასდროს კეთდება.
საერთოდ, ონკანიდან წყლის ჟონვა - ეს არის სამზარეულოსა თუ აბაზანის ის პატარა აჯანყება, რომელიც ადრე თუ გვიან ყველა ოჯახში ხდება. მონოტონური ხმა არა მხოლოდ მოსასმენადაა აუტანელი, არამედ იმის ნიშანიც გახლავთ, რომ სისტემაში რაღაც ისე ვერ არის. კარგი ამბავი ის არის, რომ ამ პრობლემის მოსაგვარებლად ყოველთვის არ არის საჭირო ძვირადღირებული ხელოსნის გამოძახება. საკმარისია იცოდეთ მთავარი მიზეზები და გქონდეთ მოქმედების მარტივი გეგმა, ან უბრალოდ, ადგეთ და ახალი ონკანი შეიძინოთ, სამზარეულოს შემრევი იქნება, აბაზანის, თუ - ხელსაბანის.
როგორი ონკანები არსებობს? (მოკლე ანატომია)
სანამ ონკანის შეკეთებას ან ახლის ყიდვას დააპირებთ, კარგად უნდა იცოდეთ, რასთან გაქვთ საქმე. პირველ რიგში, ონკანი დანიშნულების მიხედვით იყოფა, რადგან სამზარეულოსა და აბაზანაში სრულიად სხვადასხვა ფუნქციური საჭიროებები გვაქვს:
- - სამზარეულოს შემრევები: მათ აქვთ მაღალი და ხშირად 360 გრადუსით მოძრავი „ცხვირი“. ეს აუცილებელია იმისთვის, რომ ნიჟარაში დიდი ქვაბები, ტაფები ან საზამთროც კი თავისუფლად მოათავსოთ. ბოლო დროს ძალიან პოპულარულია დრეკადი შლანგის მქონე მოდელები.
- - ხელსაბანის (ნიჟარის) შემრევები: როგორც წესი, კომპაქტური და დაბალი ონკანებია. მათი მთავარი მიზანია, ჭავლი ზუსტად ნიჟარის ცენტრში მიმართონ, რათა ხელების დაბანისას წყალი გარეთ არ გადმოისხას.
- - აბაზანისა და შხაპის შემრევები: ამ მოდელებს სპეციალური გადამრთველი აქვთ, რომელიც წყლის ნაკადს ონკანიდან შხაპის ყურმილზე გადაამისამართებს. ის ხშირად კედელზე მონტაჟდება და გათვლილია წყლის სწრაფ ნაკადზე, რათა აბაზანა მალე გაივსოს.
მექანიზმის მიხედვით კი სამივე მათგანი შეიძლება იყოს:
- - ორსახელურიანი (კლასიკური): ეს არის ძველი, ნაცნობი სისტემა ორი „ვენტილით“ - ცხელი და ცივი წყლისთვის ცალ-ცალკე. წყლის დაკეტვაზე პასუხისმგებელია რეზინის ან კერამიკის შუასადებები. სწორედ ეს რეზინები ცვდება ყველაზე ხშირად და ხდება წვეთების მიზეზი.
- - ერთსახელურიანი (კარტრიჯიანი): დღეისთვის ყველაზე პოპულარული მოდელი. ერთი სახელურის აწევითა და მიბრუნებით არეგულირებთ როგორც ჭავლს, ისე ტემპერატურას. მის შიგნით დგას სპეციალური კერამიკული კარტრიჯი. ის გაცილებით დიდხანს ძლებს, მაგრამ თუ შიგნით ქვიშა ან ნადები ჩაჯდა, მთლიანი კარტრიჯის შეცვლა ხდება საჭირო.
- - სენსორული (უკონტაქტო): ხელის მიტანისას წყალი თავისით მოდის. იდეალურია ჰიგიენისთვის და წყლის დასაზოგად, თუმცა მისი მექანიზმი ელექტრონულია და თუ წვეთავს, აქ უკვე სენსორის ან ელექტრომაგნიტური სარქვლის ბრალია.
როგორ დავიცვათ ონკანი სწრაფად დაზიანებისგან?
იმისთვის, რომ ახალმა ონკანმა დიდხანს იმუშაოს, ეს სამი ოქროს წესი დაიცავით:
- - არ მოუჭიროთ ზედმეტად: წყალს რომ კეტავთ და მაინც წვეთავს, ძალით გადაჭერა პრობლემას კი არ აგვარებს, პირიქით, შიგნით რეზინის შუასადებს ჭყლეტს და სამუდამოდ აფუჭებს. თუ მსუბუქი მიწოლით წყალი არ წყდება, ესე იგი ნაწილია შესაცვლელი.
- - დააყენეთ უხეში ფილტრი: ჩვენს მილებში ხშირად მოდის ჟანგი, ქვიშა და წვრილი კენჭები. ეს ნაწილაკები კერამიკულ კარტრიჯში ხვდება, ხაზავს მას და იწვევს გაჟონვას. ბინის წყლის მთავარ შემსვლელთან დაყენებული უბრალო ფილტრი ონკანების სიცოცხლეს მნიშვნელოვნად გაახანგრძლივებს.
- - ებრძოლეთ ნადებს: კალციუმის ნადები ბლოკავს წყლის თავისუფალ დინებას და აზიანებს მოძრავ დეტალებს. პერიოდულად გაწმინდეთ ონკანი ძმრით ან სპეციალური საშუალებებით, განსხვავებით უხეში ქიმიკატებისგან, რომლებიც ქრომირებულ ზედაპირს აფუჭებს.
Kettler Premium-23100 ხელსაბანის შემრევი (premium) chrome

- ბრენდი - KETTLER
- პროდუქტის ტიპი - ხელსაბანის შემრევი
- შტრიხ-კოდი - 8313801423100
- წონა (კგ) - 1.25
- კარტრიჯი - 26mm კერამიკული კარტრიჯი
- კორპუსი - ლატუნი
- კომპლექტაცია 0 1/2*45cm მოქნილი მილი
- გარანტია კორპუსზე 0 1 წელი
Kettler Premium-32238 სამზარეულოს შემრევი (premium) chrome

- ბრენდი - KETTLER
- პროდუქტის ტიპი - სამზარეულოს შემრევი
- შტრიხ-კოდი - 8313805432238
- წონა (კგ) - 1.52
- კარტრიჯი - 35mm კერამიკული კარტრიჯი
- კორპუსი - ლატუნი
- კომპლექტაცია - 1/2*45cm მოქნილი მილი
- გარანტია კორპუსზე - 1 წელი
Kettler Premium-32245 აბაზანის შემრევი (premium) chrome

- ბრენდი - KETTLER
- პროდუქტის ტიპი - აბაზანის შემრევი
- შტრიხ-კოდი - 8313805432245
- წონა (კგ) - 1.55
- კარტრიჯი - 35mm კერამიკული კარტრიჯი
- კორპუსი - ლატუნი
- კომპლექტაცია - კედლის სამაგრი
- გარანტია კორპუსზე - 1 წელი