- გამათბობელი იყიდე?
- კი, კაცო, სამი ბოთლი...
ასეა, გათბობის უამრავი საშუალება არსებობს და თითოეულ მათგანს თავისი მოყვარული ჰყავს. ერთი კია, კატეგორიულად გირჩევთ, სამი ბოთლით გათბობაზე გაცილებით უკეთესია, ელექტრო გამათბობელი.
საერთოდაც, მავნე ჩვევებს თუ დავივიწყებთ და დავემშვიდობებით, ისევ ჩვენთვის არის უკეთესი, თუმცა, ახლა სულ სხვა თემაზე ვისაუბროთ - მოგვადგა ზამთარი და Holst.ge გათბობის ერთ-ერთ ყველაზე ხელმისაწვდომ საშუალებას გთავაზობთ - ამჯერად ელექტრო გამათბობელი გვაქვს მხედველობაში.
რატომ არის გამორჩეული ელექტრო გამათბობელი და რა პლუსები აქვს?
კვარცის, ანუ ინფრაწითელი გამათბობლები - გათბობის მოწყობილობებია, რომელთა დანიშნულებაც მცირე ან საშუალო ზომის შენობების გათბობით უზრუნველყოფაა. არსებობს აგრეგატების ორი ნაირსახეობა:
განვიხილოთ ორივე სახეობა.
კვარცის მონოლითური გამათბობელი
გარეგნულად ჩვეულებრივ პანელის ბატარეას ჩამოჰგავს, თუმცა ძალიან თხელს. შიგნიდან ნიკელისა და ქრომის სპირალი გასდევს, რომელიც სრულად იზოლირებულია გარემოსგან და რომელიც კვარცის ღუმელს აცხელებს. კონვექციის ხარჯზე, ხდება შენობის გათბობა. დათბობის საშუალო დრო 15 წუთია, ხოლო გაგრილების - 1,5-2 საათი.
კვარცის მონოლითური გამათბობლის უპირატესობებია:
- კედელზე დამონტაჟების შესაძლებლობა;
- მცირე ზომები;
- თანაბარი გათბობა, არასაცხოვრებელ შენობებში განთავსების შესაძლებლობა;
- მიმზიდველი დიზაინი;
- უსაფრთხოება (კორპუსი ნაკლებად ხურდება, ამდენად, დამწვრობის რისკები, პრაქტიკულად, არ არსებობს);
- მაღალი თბოგადაცემა;
- ეკონომიურობა (15-16 კვადრატულის გასათბობად 0,5 ვატი სჭირდება);
- არ აშრობს ჰაერს.
ნაკლებს შორის, შეგვიძლია, მოდულის წონა მოვიყვანოთ (დაახლოებით 10-12 კგ), შეზღუდული სიმძლავრე. დიდი ოთახების გასათბობად რამდენიმე მოწყობილობის შეძენაა საჭირო.
კვარცის ინფრაწითელი გამათბობელი
შენობაში ათბობს ზედაპირებს. ეს რას ნიშნავს და დაახლოებით მსგავსი პრინციპით „მუშაობს“ მზეც: არ შეუძლია ჰაერის გათბობა, მაგრამ სამაგიეროდ, სითბო ვრცელდება მიწიდან, შენობებიდან, მცენარეებიდან და სხვა საგნებიდან. გამათბობელი ელემენტი - სპირალი, რომელიც მაღალ ტემპერატურამდე ხურდება. ლითონის ამრეკლავი კი სითბოს გარშემო არსებული საგნებისკენ მიმართავს.
გამათბობლის უპირატესობებია:
- არ აშრობს ჰაერს ოთახში;
- კომპაქტურია (მოთავსდება თუნდაც ნებისმიერ კუთხეში);
- სწრაფად აგენერირებს სითბოს (ჩართვიდან დაახლოებით 2-3 წუთში);
- შესაძლებელია კედელზე ან ნებისმიერ სადგამზე განთავსება;
- ენერგოეფექტურია - საათში საშუალოდ 1 კილოვატს მოიხმარს;
- აქვს მრავალფეროვანი დიზაინი.
გამათბობლის ნაკლოვანებებია:
- შედარებით მარტივია დამწვრობის მიღება;
- არ აქვს თერმოსტატი.
იმისთვის, რომ გამათბობელი დიდხანს გემსახუროთ, აუცილებელია არც თუ ისე რთული რეკომენდაციების შესრულება:
- არ უნდა გადაიტვირთოს ქსელი;
- ღამით გამათბობელი უნდა გაითიშოს;
- მოწყობილობის კორპუსსა და კედელს (ავეჯს) შორის უნდა იყოს მინიმუმ 50 სანტიმეტრიანი დაშორება;
- თუკი გამათბობელი რამდენიმეა, არ შეიძლება მათი ერთმანეთის პირისპირ განთავსება, მხოლოდ ჭადრაკულად;
- გამათბობელზე ქსოვილის გადაფარება კატეგორიულად არ შეიძლება;
- სადენი არ შეიძლება შეაცუროთ ხალიჩის, ლინოლეუმისა და სხვა ნებისმიერი საფარის ქვეშ.
ზოგადად, რა უპირატესობებით გამოირჩევა ელექტრო გამათბობელი?
ყველაზე მარტივი და ამასთან ერთად, ეფექტიანი მოწყობილობა სახლში კომფორტული მიკროკლიმატის შესაქმნელად გახლავთ ელექტრო გამათბობელი და ის არაერთი უპირატესობით გამოირჩევა:
- ექსპლუატაციის სიმარტივე - მუშაობა რომ დაიწყოს, საკმარისია, მოწყობილობა ელექტრო ქსელს მიუერთოთ. არავითარი დამატებითი მანიპულაცია მოწყობილობას არ სჭირდება;
- შესაძლებელია მუშაობის რეჟიმის შერჩევა, ტემპერატურის რეგულირება და ჰაერის სინოტივის შენარჩუნებაც კი;
- მოდელების მრავალფეროვნება საშუალებას იძლევა, შეარჩიოთ იდეალური ვარიანტი, რომელიც უკეთ მოუხდება თქვენი სახლის ინტერიერს;
- არ ხმაურობს, არ გამოსცემს უჩვეულო ხმებს;
- ელექტრო გამათბობლის გამოყენებას არ სჭირდება სპეციალური პირობები ან ნებართვები: მხოლოდ გარკვეული დატვირთვის გამძლე ელექტროქსელიც საკმარისია;
- გამათბობლის შერჩევა შესაძლებელია ნებისმიერ საფასო კატეგორიაში. თავისთავად, ასეთი მოწყობილობა არც ისე ძვირად ფასობს, თუმცა ყველა მწარმოებელი სხვადასხვა კლასის გამათბობლებს უშვებს. ასე და ამგვარად, სახლის გათბობა პრაქტიკულად, ნებისმიერი ბიუჯეტის პირობებში მოხერხდება.
Luxell - LX-2832 ელ. გამათბობელი კვარცის 3-რეჟიმით BLACK 1500w

- ბრენდი - LUXELL
- პროდუქტის ტიპი - ელ. გამათბობელი
- სიმძლავრე - 1500W
- გარანტია - 1 წელი
- შტრიხ-კოდი - 8694740128326
- წონა (კგ) - 3.15
- კვების წყარო - 220-240V
- მილაკების რაოდენობა - 3
- რეჟიმი - 3
- ღია სივრცე - 15m²
- დახურული სივრცე - 20m²
SCHPINDEL QH1800-ელ. გამათბობელი კვარცის 1800w 4 Tubes

- ბრენდი - SCHPINDEL
- პროდუქტის ტიპი - ელ. გამათბობელი
- სიმძლავრე - 1800W
- გარანტია - 1 წელი
- შტრიხ-კოდი - 4869005004774
- წონა (კგ) - 2.6
- კვების წყარო - 220-240V
- დამატებითი კომპლექტაცია - ჰაერის დამატენიანებელი
- თერმოსტატი - კი
- მილაკების რაოდენობა - 4
- ღია სივრცე - 13m²
- დახურული სივრცე - 24m²
SCHPINDEL QH2000-ელ. გამათბობელი კვარცის 1800w 3 Tubes

- ბრენდი - SCHPINDEL
- პროდუქტის ტიპი - ელ. გამათბობელი
- სიმძლავრე - 1800W
- გარანტია - 1 წელი
- შტრიხ-კოდი - 4869005006129
- წონა (კგ) - 2.5
- კვების წყარო - 220-240V
- თერმოსტატი - კი
- მილაკების რაოდენობა - 3
- ღია სივრცე - 13m²
- დახურული სივრცე - 24m²