ცნობისმოყვარეობა ზოგჯერ სასარგებლოც არის, განსაკუთრებით მაშინ, როცა საქმე საკუთარი სახლის, ოჯახის, ეზოს ან სამუშაო სივრცის უსაფრთხოებას ეხება. მართალია, ყველას არ შეუძლია ერთდროულად რამდენიმე ადგილს ადევნოს თვალი, მაგრამ თანამედროვე ტექნოლოგიები ამ პრობლემის გადაჭრას გვიმარტივებს. სათვალთვალო კამერა სწორედ ის მოწყობილობაა, რომელიც მაშინაც გვაძლევს გარემოზე დაკვირვების შესაძლებლობას, როცა ადგილზე არ ვიმყოფებით.
მოძრაობის დაფიქსირება, ღამის ხედვა, მობილურ ტელეფონზე შეტყობინებების მიღება და ვიდეოჩანაწერების შენახვა - ეს ყველაფერი გვეხმარება, მოულოდნელობებს მომზადებული შევხვდეთ. მთავარია, სწორად შევარჩიოთ კამერა, რადგან ჩვენი უსაფრთხოება მხოლოდ თვალთვალით არ იწყება - მნიშვნელოვანია, რას ხედავს ჩვენი ელექტრონული თვალი და რამდენად ეფექტიანად გვაწვდის ინფორმაციას.
რისთვის არის საჭირო უსაფრთხოების კამერა?
უსაფრთხოების კამერა მხოლოდ ქურდობის ან არასასურველი სტუმრების დაფიქსირებისთვის არ არის განკუთვნილი. მისი დახმარებით შეგვიძლია, მუდმივად ვაკონტროლოთ სახლი, ეზო, ოფისი, მაღაზია ან სხვა სივრცე, მაშინაც კი, როცა იქ არ ვიმყოფებით. ეს განსაკუთრებით მოსახერხებელია მათთვის, ვისაც ხშირად უწევს სახლიდან გასვლა ან სურს, გარკვეული ადგილი დისტანციურად აკონტროლოს.
თანამედროვე კამერები გაცილებით მეტ შესაძლებლობას გვთავაზობს, ვიდრე უბრალოდ ვიდეოს გადაღებაა. მაგალითად:
- უცხო პირების დაფიქსირება: კამერა აკვირდება ტერიტორიას და საეჭვო მოძრაობის აღმოჩენის შემთხვევაში შეტყობინებას აგზავნის მობილურ ტელეფონზე;
- ღამის მონიტორინგი: ინფრაწითელი ხედვის დახმარებით შესაძლებელია ტერიტორიის კონტროლი სიბნელეშიც. ასე რომ კამერისთვის დაღამება სამუშაო დღის დასრულებას არ ნიშნავს;
- დისტანციური კონტროლი: ინტერნეტთან დაკავშირებული კამერის გამოსახულების ნახვა სმარტფონიდან, საჭიროების შემთხვევაში კი მიმდინარე სიტუაციაზე რეაგირება შეგვიძლია;
- ქონების დაცვა: ვიდეოჩანაწერები, შესაძლოა, მნიშვნელოვანი მტკიცებულება გახდეს ქურდობის, დაზიანების ან სხვა არასასურველი შემთხვევის დროს.
- ყოველდღიური პროცესების დაკვირვება: კამერა შეიძლება დაგვეხმაროს ეზოში მიმდინარე მოვლენების, ოფისში სამუშაო პროცესის ან სახლში მომვლელისა და ბავშვების კონტროლში. ამასთან ერთად, რაღა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია პირადი სივრცისა და კონფიდენციალურობის დაცვა.
ამრიგად, უსაფრთხოების კამერა მხოლოდ საფრთხეზე რეაგირების საშუალება არ არის, ის გვეხმარება, უკეთ ვიყოთ ინფორმირებული იმაზე, რაც ჩვენს საკუთრებაში ხდება. თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ კამერა უსაფრთხოების სისტემის ნაწილია და თავისთავად ყველა რისკისგან დაცვას ვერ უზრუნველყოფს.
როგორ შევარჩიოთ სასურველი უსაფრთხოების კამერა?
უსაფრთხოების კამერის შეძენისას მხოლოდ ფასით ან გარეგნობით ხელმძღვანელობა კარგი გადაწყვეტილება არ იქნება. პირველ რიგში, უნდა განვსაზღვროთ, სად ვაპირებთ მის დამონტაჟებას, რა სივრცის კონტროლი გვჭირდება და რა ფუნქციები იქნება ჩვენთვის მნიშვნელოვანი.
შერჩევისას ყურადღება მიაქციეთ შემდეგ მახასიათებლებს:
- ვიდეო გარჩევადობა: რაც უფრო მაღალია გარჩევადობა, მით უფრო დეტალური გამოსახულების მიღებაა შესაძლებელი. მაგალითად, 4MP გარჩევადობა უფრო მკაფიო გამოსახულებას გვთავაზობს, ვიდრე სტანდარტული დაბალი გარჩევადობის კამერები. ეს მნიშვნელოვანია, როცა გვინდა, ჩანაწერში ადამიანის ან ობიექტის დეტალები უკეთ გავარჩიოთ;
- ხედვის კუთხე: კამერის ხედვის არეალი განსაზღვრავს, ტერიტორიის რა ნაწილს მოიცავს იგი. ფართო კუთხე განსაკუთრებით მოსახერხებელია ეზოს, ოთახის ან დიდი სივრცის დასაკვირვებლად;
- ღამის ხედვა: თუ კამერის გამოყენებას ღამის საათებშიც ვაპირებთ, აუცილებელია ინფრაწითელი განათების ან სხვა ღამის ხედვის ფუნქციის არსებობა. გაითვალისწინეთ, რა მანძილზე შეუძლია კამერას სიბნელეში ობიექტების დაფიქსირება;
- მოძრაობის ამოცნობა: ეს ფუნქცია კამერას საშუალებას აძლევს, მოძრაობის დაფიქსირებისას მომხმარებელს შეტყობინება გაუგზავნოს. ზოგიერთ მოდელს ადამიანის ამოცნობაც შეუძლია, რაც ცხოველების ან სხვა მოძრავი ობიექტებისგან გამოწვეულ ცრუ შეტყობინებებს ამცირებს;
- ინტერნეტთან კავშირი: Wi-Fi კამერები განსაკუთრებით მოსახერხებელია, რადგან მათი დაკავშირება შესაძლებელია სახლის უკაბელო ქსელთან და გამოსახულების მობილური ტელეფონიდან ნახვა. შეძენამდე გადაამოწმეთ, შეესაბამება თუ არა კამერა თქვენს ქსელს და რამდენად სტაბილურია ინტერნეტკავშირი დამონტაჟების ადგილზე;
- ჩანაწერის შენახვა: გაარკვიეთ, სად ინახება ვიდეომასალა: მეხსიერების ბარათზე, მოწყობილობის შიდა მეხსიერებაში თუ ღრუბლოვან საცავში. გაითვალისწინეთ, რომ ღრუბლოვანი სერვისები ზოგჯერ დამატებით გადასახადს მოითხოვს;
- კორპუსის დაცვა: თუ კამერის გარეთ, ეზოში ან შენობის ფასადზე დამონტაჟებას აპირებთ, მნიშვნელოვანია მისი მტვრისა და წყლისგან დაცვის ხარისხი. გარე გამოყენებისთვის შეარჩიეთ შესაბამისი IP რეიტინგის მქონე მოდელი;
- ხმის გადაცემა: ზოგიერთ კამერას მიკროფონი და დინამიკიც აქვს, რაც ორმხრივი აუდიოკავშირის შესაძლებლობას იძლევა. ეს ფუნქცია მოსახერხებელია, როდესაც კამერის საშუალებით არა მხოლოდ დაკვირვება, არამედ საუბარიც გსურთ.
დაბოლოს, გაითვალისწინეთ მწარმოებლის რეპუტაცია, აპლიკაციის მოხერხებულობა, პროგრამული განახლებების ხელმისაწვდომობა და გარანტიის პირობები. ასევე, მნიშვნელოვანია პაროლის შეცვლა საწყისი პაროლიდან და უსაფრთხო, უნიკალური პაროლის გამოყენება, რათა თქვენი კამერა თავად არ გახდეს არასასურველი თვალთვალის საშუალება.
LN-5529 WIFI - უსაფრთხოების კამერა

- ბრენდი - LINUS
- პროდუქტის ტიპი - უსაფრთხოების კამერა
- სიმძლავრე - DC5V 1A
- სამუშაო ტემპერატურა - -20°C+50°C
- გარანტია - 1 წელი
- შტრიხ-კოდი - 2705200055529
- წონა (კგ) - 0.292
- მოხმარების სიმძლავრე - <2W
- ვიდეოს გარჩევადობა - 4M პიქსელი
- ვიდეო კომპრესია - Smart H.265+H.264
- ვიდეო კადრის სიხშირე - 25 fps
- ღამის ხედვა - ინფრაწითელი
- უსადენო ქსელი - 2.4GHz - 5GHz WIFI
- სიგნალიზაციის გამომწვევი მიზეზი - მოძრაობის შემჩნევა ან ადამიანის შემჩნევა
- რეაგირება სიგნალიზაციაზე - სნეფშოტი, ვიდეო გადაღება
- გამაფრთხილებელი შეტყობინება - მობილური აპლიკაციით
- ტენიანობა - 10% ~ 80% (არაკონდენსირებადი)
- მეხსიერების ბარათის მოცულობა - მაქს. 16GB