ბლოგი
ბაღის მოვლა

რა შეუძლია ბენზო ხერხს და სად მთავრდება მისი შესაძლებლობები?

ხის დამუშავება და ეზოს მოვლა წარმოუდგენელია ინსტრუმენტის გარეშე, რომელმაც თავის დროზე მძიმე ფიზიკური შრომა რადიკალურად გაამარტივა. ბენზო ხერხი უბრალოდ ტექნიკა არ არის - ის ძალისა და ეფექტიანობის სიმბოლოა. ერთი შეხედვით, მისი ფუნქცია მარტივია: შეშის დაჭრა, გამხმარი ტოტების მოცილება, ხის მოჭრა და ასე შემდეგ. თუმცა, რეალურად, რა არის მისი მაქსიმუმი? რა შეუძლია ამ მძლავრ ინსტრუმენტს და სად მთავრდება მისი შესაძლებლობები?

სარწყავი შლანგი: ზომა, მასალა, წნევა და სხვა მნიშვნელოვანი დეტალები

კაცმა რომ თქვას, სარწყავი შლანგის ყიდვა უმარტივესი ამოცანაა - მიდიხართ მაღაზიაში და იღებთ პირველივე მწვანე, წითელ ან ცისფერ მოქნილ მილს. თუმცა, რეალობა მაშინ იწყება, როცა სახლში დაბრუნებული აღმოაჩენთ, რომ შლანგი წყლის წნევას ვერ უძლებს, პირველივე გამოყენებაზე იკეცება, ეზოში თრევისგან იხეხება ან სიგრძეში არ გყოფნით და ასე შემდეგ და ასე შემდეგ.

შხაპის მიღების დროს წყლის წნევა არ გაკმაყოფილებთ? ამ პრობლემას ერთხელ და სამუდამოდ მოაგვარებთ!

დრამა ერთ სცენად: მძიმე სამუშაო დღის შემდეგ შედიხართ აბაზანაში შხაპის მისაღებად. ტანზე საყვარელ გელს ისხამთ, თმას შამპუნით იქაფებთ და... და ამ დროს წყლის წნევა თითქმის ნულამდე ეცემა. რა შეიძლება, ამის მიზეზი იყოს? მაგალითად, მეზობელ ოთახში, ვინმემ ონკანი მოუშვა, ან ტუალეტის ჩასარეცხი ღილაკი გამოიყენა. ჰოდა, დგახართ ახლა თვალებდახუჭული, შამპუნიანი და ცდილობთ შხაპის ყურმილიდან მოწანწკარე თითო-ოროლა წვეთს სხეული შეუშვიროთ.

ტოპ 3 მსუბუქი და ხარისხიანი სარწყავი შლანგი

შლანგი ყოველთვის კარგად გამოსაყენებელი ხელსაწყოა, მაგრამ ზაფხულში ორმაგად მნიშვნელოვანია. ამ სეზონზე ინსტრუმენტის ხშირად მოხმარება მოგიწევთ და კარგია, როცა სახლში გეგულებათ. ხელსაწყოს მეშვეობით შეგიძლიათ მორწყოთ მიწის დიდი ნაკვეთი სრულიად უპრობლემოდ. ზაფხულში კი იმიტომ არის მნიშვნელოვანი ეს ყველაფერი, რომ გამომშრალ ნიადაგს ყველაზე მეტად სწორედ ამ დროს სჭირდება ტენი, რათა მცენარეები კარგად გაიზარდოს. გარდა ამისა, გამოგადგებათ მანქანის, ხალიჩების ან სხვა მსგავსი რაღაცების გასუფთავებისას.

როგორ გავხადოთ წყლის ტუმბო მაქსიმალურად ეფექტიანი: პრაქტიკული რჩევები

შენიშნეთ, რომ წყლის წნევამ დაიკლო, ტუმბო უფრო ხშირად ითიშება ან იმაზე მეტ ელექტროენერგიას მოიხმარს, ვიდრე წარსულში? არ შეშინდეთ, ეს იმას სულაც არ ნიშნავს, რომ ინსტრუმენტი აუცილებლად შესაცვლელია. ხშირად მიზეზი არასწორი პარამეტრები ან მცირე დეტალების უგულებელყოფაა.

3 საუკეთესო ბრენდის ბუჩქის საკრეჭი

გაზონს ყველა სეზონზე სჭირდება მოვლა, მაგრამ ზაფხულში უფრო მეტი ყურადღებაა საჭირო. ასე რომ, საკრეჭის შესაძენად ყველაზე ზუსტი დროა. ინსტრუმენტი იდეალურად მუშაობს და საქმეს გიმარტივებთ. ამ ყველაფერთან ერთად კი ზოგავთ დროს. მოკლედ, კარგი საშუალებაა და თუ შეძენა გსურთ, გირჩევთ ბლოგი ბოლომდე წაიკითხო, რადგან ბევრ სასარგებლო ინფორმაციას იპოვით.

მწვანე და ხავერდოვანი ეზო - როგორ მივიღოთ იდეალური შედეგი გაზონის საკრეჭის დახმარებით?

დაგვეთანხმებით, ლამაზი და ხავერდოვანი მწვანე გაზონი ნებისმიერი ეზოს მთავარი სიამაყეა. ის ქმნის იდეალურ გარემოს სისხამ დილით ყავის დასალევად, ბავშვების სათამაშოდ თუ მეგობრებთან ერთად დროის გასატარებლად. თუმცა, ვინც ერთხელ მაინც შესჭიდებია ეზოს მოვლას, ჩინებულად იცის: იდეალური ბალახი თავისით არ იზრდება და ამ საქმეს სწორი მოვლა და რაც მთავარია, სწორად შერჩეული გაზონის საკრეჭი სჭირდება.

რომელია Lux Garden-ის 3 გამორჩეული შესაწამლი აპარატი?

ზაფხული ყველანაირად არაჩვეულებრივი სეზონია, თუმცა ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მცენარეებისთვის მიწა კარგად იყოს დატენიანებული. როცა ტემპერატურა მაღალ ნიშნულს აღწევს და ეს პროცესი კვირეების განმავლობაში გრძელდება, აუცილებელია ტენის შენარჩუნება. ზუსტად ამიტომ არსებობს სხვადასხვა პრეპარატი და ხელსაწყო, რომელიც ამ პროცესს გაგიმარტივებთ. შესაწამლი აპარატები სწორედ ამ ფუნქციას ითავსებს და გეხმარებათ შრომატევად საქმეში. ხელსაწყოების შერჩევას თავისი წესები აქვს, ამ ყველაფერს კი ბლოგში გაეცნობით.

რომელი წყლის ტუმბო გჭირდებათ, ანუ როგორ უნდა ააწყოთ გამართული წყალმომარაგების სისტემა

21-ე საუკუნეში წყლის სტაბილური წნევა და უწყვეტი მომარაგება ფუფუნება აღარ არის, ალბათ, დაგვეთანხმებით, ეს ელემენტარული საჭიროებაა.

სწორად შერჩეული შლანგი - მწვანე და მოვლილი ბაღის საიდუმლო

ლამაზი და მოვლილი ეზო ნებისმიერი ადამიანის აღფრთოვანებას იწვევს, თუმცა მის შესანარჩუნებლად მხოლოდ მცენარეების სიყვარული არ კმარა, აქ სწორი აღჭურვილობაა საჭირო. ალბათ, დაგვეთანხმებით, რომ არაფერია იმაზე გამაღიზიანებელი, როცა მორწყვისას შლანგი იკეცება, წყლის წნევას აჩერებს ან მზეზე დნობას იწყებს. სწორედ ამიტომ, ხარისხიანი სარწყავი შლანგი არა ფუფუნება, არამედ ჯანსაღი ბაღის მთავარი საიდუმლოა.

რომელია საუკეთესო უსაფრთხოების კამერა?

სახლში თუ სხვა ადგილას, უსაფრთხოება ყოველთვის და ყველგან უმნიშვნელოვანესია. არსებობს ისეთი ხელსაწყოები, რომლებიც პირდაპირ კავშირშია ამ ყველაფერთან. ზუსტად ასეთია სათვალთვალო კამერა, რომელიც აუცილებელიც კია რომ გქონდეთ. თუმცა, სანამ ხელსაწყოს შეიძენთ, არსებობს გასათვალისწინებელი საკითხები. ამ მეთოდით უფრო მარტივად შეარჩევთ თქვენი საჭიროების შესაბამის ინსტრუმენტს.

იდეალური ეზოს საიდუმლო - როგორ ვაქციოთ ბალახი ხალიჩად

ის ხომ გახსოვთ, ფილმებში იდეალურად სწორი, ხასხასა მწვანე ეზოები რომ აქვთ ხოლმე, რომლებიც უფრო რბილ ხალიჩას ჰგავს, ვიდრე უბრალო ბალახს? როგორ ფიქრობთ, ასეთი შედეგის მიღწევა მხოლოდ პროფესიონალი მებაღეების არმიას შეუძლია, თუ საიდუმლო სულ სხვა რამეშია?

204 სტატია
holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება