ბლოგი
მცენარეთა მოვლა

სასუქი - მცენარეების ჯანმრთელობისა და უხვი მოსავლისთვის აუცილებელი ნივთიერება

სასუქი - ნივთიერება, რომელსაც იყენებენ სოფლის მეურნეობაში მცენარეების კვების გაუმჯობესებისთვის, მას ათავსებენ ნიადაგში (ან ნიადაგზე) რის შემდეგაც მცენარე იკვებება და აქვს უფრო უხვი მოსავალი. არსებობს სხვადასხვაგვარი სასუქები, ისინი განსხვავდებიან წარმომავლობით (მინერალური და ორგანული), აგრეგატული მდგომარეობით (თხევადი, ნახევრადთხევადი, მყარი), მოქმედების თვისებებით, მცენარეში შეღწევის გზითა და ასე შემდეგ. ეს ყველაფერი „ვიკიპედიაში“ წერია და თუნდაც ამ რამდენიმე წინადადებითაც ნამდვილად იოლი გასაგებია, რამდენად აუცილებელია სასუქები მცენარეების ჯანმრთელობისა და უხვის მოსავლისთვის. რაც შეეხება პრაქტიკოსებს, ისინი ერთმნიშვნელოვნად გვირჩევენ, რომ დიახ, დამხმარე ნივთიერებები მცენარეებს ისევე ესაჭიროებათ, როგორც ადამიანებს - წყალი და საკვები.

არ მოაკლოთ სასუქი მცენარეებს და მცენარეები არ მოგაკლებენ ხვავსა და ბარაქას

სასუქები - ეს არის ნივთიერებები, რომლებიც დამატებით უზრუნველყოფენ მცენარის ზრდასა და სათანადო კვებას. სასუქი გამოიყენება, მათ შორის, ნიადაგის გასანაყოფიერებლად, კულტურების ზრდის კარგი სტარტისთვის და რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, კრიტიკულ პერიოდებში, როგორც ზრდა-განვითარების სტიმულირებისთვის, ისე სტრესის შესამსუბუქებლადაც კი.

სასარგებლო რჩევები სასუქების შესახებ

წელიწადის ის დროა, როცა მიწა გამოფიტულია და მცენარეებს ჩვენი დახმარება სჭირდება. როგორ შეიძლება ყვავილებსა თუ ხეხილის ბაღებს ზურგი გავუმაგროთ? ზუსტად ამისთვის არსებობს სასუქები. სწორედ ამ ნივთიერებების მეშვეობით შეიძლება გამოფიტული მიწის სასარგებლო ნივთიერებებით გამდიდრება და გაჯანსაღება. პროცედურების შემდეგ კი მცენარეები ბევრად კარგად გაიზრდება. ახლა კი დროა სასუქების შესახებ უფრო მეტი შევიტყოთ.

თუ კარგ საქმეზე მიდიხართ, სასუქები გაიყოლეთ...

მიწათმოქმედებას რომ მოეკიდება ადამიანი, ბაღის მოვლა იქნება, ყანის, ვენახისა თუ ბოსტნის, უკიდურესად კარგი საქმეა, რასაკვირველია და თუ ასეთ კარგ საქმეზე მიდიხართ ხოლმე ყოველ სისხამ დილით, სასუქები გაიყოლეთ - აუცილებლად გამოგადგებათ.

რატომ სჭირდება სასუქი მცენარეს?

იცით თუ არა, რაოდენ მნიშვნელოვანია სასუქი მცენარეებისთვის? ბლოგში სწორედ ამ თემაზე ვისაუბრებთ, რადგან ზუსტად ის დროა, როცა ყვავილებსა თუ ხეხილის ბაღებს სასუქები უნდა დაახმაროთ.

სასუქი არ დაგავიწყდეთ და მერე კი ნამდვილად გაიხარებთ მოსავლით

სასუქის სწორი გამოყენებით შესაძლებელია, ყოველწლიურად სულ უფრო მეტი მოსავალი მიიღოთ, გააძლიეროთ კულტურების იმუნური სისტემა და გააუმჯობესოთ ნიადაგის მდგომარეობა, საიდანაც მცენარეები განვითარებისთვის საჭირო ყველა ნივთიერებას იღებენ. თუკი შესაბამისი ნივთიერებები არასაკმარისია, მცენარის ზრდა შენელდება, დასუსტდება და მავნებლებისა თუ დაავადებების მიმართ ბევრად მგრძნობიარე გახდება.

რატომ და რისთვის არის სასარგებლო სასუქები

სასუქების კლასიფიკაციისას გასათვალისწინებელია ქიმიური შემადგენლობა, მიღების მეთოდები და სხვა ნიშნები. ძირითადად, სპეციალისტები სასუქის შემდეგ სახეობებს გამოყოფენ: ორგანული, მინერალური, მინერალურ-ორგანული, ბაქტერიული და მიკრო სასუქები.

ტოპ 3 მინერალური სასუქი

მცენარეებს განსაკუთრებული მოვლა სჭირდება. მუდმივი დატენიანება და მიწის მინერალებით გამოკვება, აუცილებელი კომპონენტია. სწორედ ამიტომ, სასუქები უნდა დაიხმაროთ. სასარგებლო ნივთიერებებით გაჯერებულ პრეპარატში, ყველაფერი ერთადაა თავმოყრილი. სასუქი მიწას ატენიანებს, შემდგომ კი ჯანსაღი მცენარე იზრდება. მისი გამოყენება წელიწადში რამდენჯერმეა სასურველი. კონკრეტული სეზონი არ აქვს, სასუქის გამოყენება ნებისმიერ დროს რეკომენდებლია, თუმცა, განსაკუთრებით მაშინ, როცა მიწა ძალიან გამოფიტულია.

რატომ არის სასუქი სასარგებლო?

მცენარეები თუ კი გიყვართ და მიწასაც ხშირად ამუშავებთ, სასუქების შესახებაც გეცოდინებათ. კონკრეტულად ის, რომ სასარგებლო ნაერთებს შეიცავს და მიწას ატენიანებს. მცენარე სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ნივთიერებებს იღებს და სწორედ ამიტომაა სასარგებლო.

რატომ არის აუცილებელი სასუქი?

ვისაც ყურძნის მხოლოდ ჭამა უყვარს, ან გნებავთ, მარწყვის, კარტოფილისა თუ ზღმარტლის, წარმოდგენაც გაუჭირდება, რამხელა შრომა სჭირდება ამ ყველაფრის მოვლასა და მოწევას.

შეიტყვე, რომელია საუკეთესო სასუქი

მცენარის კარგად გასაზრდელად, სასუქი აუცილებელი კომპონენტია. არსებობს მითები, რომ მსგავსი პრეპარატები მავნებელია, მაგრამ ასე არ არის. მთავარია, ხარისხიანი სასუქები გამოიყენოთ და პირიქით, მიწას მინერალებით აავსებს. პრეპარატს ზუსტად ასეთი ზემოქმედება აქვს. მცენარეებს სასარგებლო და არსებობისთვის აუციელებელ ნივთიერებებს აწვდის. ამ ყველაფერთან ერთად, კარგად ატენიანებს და მიწასაც ზუსტად ეს სჭირდება, რათა ჯანსაღი მცენარე გაიზარდოს. სასუქების შერჩევისას მხოლოდ რამდენიმე ფაქტი უნდა გაითვალისწინოთ. ყველაფერი იმაზე მარტივია, ვიდრე წარმოგიდგენიათ. რჩევებს არ დავიშურებთ, მთავარია ყურადღებით გადაიკითხოთ.

რამდენად ეფექტურია სასუქი?

სასუქის გარეშე გაზრდილი მცენარე უსუსურია და ნელა იზრდება. ასე იმიტომ ხდება, რომ მიწას მინერალები აკლია და დამოუკიდებლად მეტს ვერ ახერხებს. მსგავს სიტუაციაში სასუქები საუკეთესო გამოსავალია. პრეპარატი ისეთ ნივთიერებებს შეიცავს, რომლებიც მცენარეებისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. ამ ყველაფრის შედეგად კი, ბევრად უკეთეს შედეგს ვიღებთ. მცენარე ჯანსაღად იზრდება და ისეთ ნაყოფს ისხამს, ყველას რომ გაუხარდება.

29 სტატია
holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება