ბლოგი |
სეზონური პროდუქცია
|
ბლოგი |
სეზონური პროდუქცია
|
კომფორტულად მოეწყვეთ, ზღაპრულ ნაძვის ხეებზე უნდა ვისაუბროთ
მარხილზე შემდგარი ჯადოსნური დრო, ჩვენკენ მოემართება. სანტა მოჰყავს და ყინულოვან ლაპლანდიას სერავს. საახალწლო განწყობა ქალაქსა და ჩვენს გულებშიც იგრძნობა. სასწაულების ბავშვივით გვჯერა და 31 დეკემბერს სულმოუთმენლად ველით. მანამდე საახალწლო რეკლამებით ვერთობით, ფილმებით ვტკბებით და ნაცნობ სიმღერებს ვღიღინებთ. სახლის მორთვა კი ცალკე სიამოვნებაა. სადღესასწაულო განწყობა ნებისმიერ კუთხეში უნდა იგრძნობოდეს. აღწერაც კი იმდენად სასიამოვნოა, რომ სულ დაგვავიწყდა, რა უნდა გვეთქვა. ჩვენი მთავარი პერსონაჟი ნაძვის ხეა. ახალი წელი მის გარეშე წარმოუდგენელია. პლედი და ცხელი ჩაი მოიმარაგეთ, ჯადოსნურ ნაძვის ხეებზე უნდა გიამბოთ. საახალწლო სიმღერის ჩართვაც, არ დაგავიწყდეთ!
ჯადოსნური მუხტი Holst.ge- ის ნაძვის ხეებთან ერთად
31 დეკემბერს საუკეთესო განწყობით უნდა შეხვდეთ. საახალწლო საჩუქრები ნაძვის ხის ქვეშ დაალაგოთ და ბედნიერ სახეებს დაელოდოთ. მაგრამ თუ ზამთრის სიცივეში განწყობა გეკარგებათ, თავს რითი უნდა უშველოთ ? ახალი წელი იმ დღესასწაულად დატოვეთ, როცა თქვენში ჩამალულ ბავშვს გააღვიძებთ და ფეხაკრეფით მიიყვანთ აციმციმებულ ნაძვის ხესთან. რადგანაც სიახლეები ყოველთვის კარგია, იქნებ ყველაფერი ახალი ნაძვის ხით დაგეწყოთ? განწყობასაც აუცილებლად ეშველებოდა. მითუმეტეს, Holst.ge- ზე შერჩეულს დიდი პლიუსი აქვს: გაფორმება შუა გზაზე არ გბეზრდებათ და ბოლომდე მიყვებით. ამაზეც რომ არ იწვალოთ, პირდაპირ აწყობილსაც გთავაზობთ.
აირჩიეთ მიწოდების მისამართი
შედარების დაწყება
|
ბოდიშს გიდხით შეფერხებისთვის.