გარანტია

საგარანტიო პირობები

  • პროდუქციაზე, რომელსაც მოყვება საგარანტიო ტალონი, ვრცელდება მწარმოებლის ან ვებ-გვერდის საგარანტიო პირობები;
  • ტალონს, დაწვრილებით აღწერილი საგარანტიო პირობებით, მიიღებთ შეძენილ პროდუქციასთან ერთად;
  • საგარანტიო მომსახურების მისაღებად მომხმარებელმა სერვის ცენტრში აუცილებლად უნდა წარადგინოს საგარანტიო ტალონი და გადახდის ქვითარი;
  • ვებ-გვერდზე წარმოდგენილ ზოგიერთ პროდუქციაზე არ მოქმედებს გარანტია ან თუ მის აღწერაში არ არის მითითებული შესაბამისი პირობები, ამ შემთხვევაში გთხოვთ დაუკავშირდეთ ცხელ ხაზს ნომერზე: 2 300 200 ან ისარგებლეთ ონლაინ ჩათით;

1. ელექტრო ინსტრუმენტების საგარნტიო მომსახურება და შეკეთება, მწარმოებლის მოთხოვნებისა და ნორმების დაცვის შემთხვევაში წარმოებს საქართველოს ტერიტორიაზე მხოლოდ ავტორიზებულ და საფირმო შპს „ბორან ლაითი“-ს (შემდგომში holst.ge) ცენტრებში, შემდგომ სერვისული მომსახურება შპს „ბორან ლაითი“ (შემდგომში holst.ge).

  • საგარანტიო ვადა აღირიცხება მომხმარებელზე გაყიდვის დღიდან.
  • ქარხნული წუნი: კომპანია ვალდებულია ელექტრო ინსტრუმენტი შეცვალოს ახლით, გაყიდვიდან 3 კალენდარული დღის განმავლობაში - ტექნიკური სამსახურის დასკვნის საფუძველზე
  • საგარანტიო პერიოდში უფასოდ აღმოფხვრილი იქნება:
    • დაზიანებები, წარმოშობილი უხარისხო მასალის გამოყენების მიზეზით
    • აწყობის დეფექტები, დაშვებული ქარხანა - დამამზადებლის ბრალით

2. გარანტია არ ვრცელდება.

  • მექანიკურ დაზიანებებზე (ბზარები, ნამტვრევები, ნაფხაჭნები და ამგვ.) და დაზიანებებზე, გამოწვეული აგრესიული გარემოს ზემოქმედებით, მაღალი ტენიანობის, მაღალი ტემპერატურის, ელექტროინსტრუმენტის სავენტილაციო გისოსში უცხო საგნების მოხვედრისას, მაღალი წნევის ტუმბოში, აგრეთვე დაზიანებებზე, გამოწვეული არასწორი შენახვის მიზეზით (ლითონის ნაწილების კოროზია და ამგვ.) ელექტრულ კაბელებზე შიდა და გარე მექანიკური და თერმული დაზიანებებით.
  • დაუდევრად გამოყენებულ ინსტრუმენტებზე, წარმოშობილი და გადატვირთვის გამო (რის გამოც გაწვეული იქნება როტორისა და სტატორი მწყობრიდან გამოსვლა და ამგვ.) ექსპლუატაციის ინსტრუქციის მითითებების დაუცველობა და ინსტრუმენტის არადანიშნულებისამებრ გამოყენება.
  • ინსტრუმენტის ბუნებრივ გაცვეთაზე (რესურსის სრული გამომუშავება, გარე და შიდა ძლიერი გაჭუჭყიანება)
  • ბუნებრივ გაცვეთის მიდრეკილების მქონე ნაწილებზე (კუთხეების მუსები, ქონგურებიანი ღვედები, რეზინის შემკვრივებები, ბადექონები, სარქველები და ამგვ.)
    ცვლად საკუთნოებზე (ვაზნები, ცანგეები, სალტეები, ვარსკვლავები, ფილტრები, და ამგვ.) და სამუშაო აღკაზმვაზე (ქლიბები, ბურღები, საღარევები, ხერხების დისკოები, პისტოლეტები, საფრქვევებელი აღჭურვა, შლანგები და ამგვ.)
  • ინსტრუმენტზე, რომელიც საგარანტიო ვადის განმავლობაში გახსნილ ან გარემონტებულ იქნა შპს „ბორან ლაითი“-ს სერვისის გარეშე
  • მოცილებული, წაშლილი ან შეცვლილი საქარხნო ნომრით ინსტრუმენტებზე
  • ელექტროინსტრუმენტის პროფილაქტიკურ მომსახურებაზე, მაგალითად, გასუფთავება გამორეცვხა, დაზეთვა და ამგვ.
  • აკუმლატორების ბლოკებზე
  • ტექნიკური მომსახურების დროს აღმოჩენილი დეფექტები/ხარვეზების საგარანტიო პერიოდში ყოფნისას აღმოიფხვრება უფასოდ. ხოლო არასაგარანტიო დეფექტები მომხმარებელთან შეთანხმბით დადგენილ წესით. კლიენტის ხელმოწერა ნიშნავს, რომ იგი გაეცნო საგარანტიო ტალონის ორივე გვერდს, ინსტრუქციებს და ინსტრუმენტებს, მიიღო ისინი და თანხმობას იძლევა მასზედ.

3. LED ნათურები საგარნტიო მომსახურება.

3.1 საგარანტიო ვადა, ნათურის ყიდვის დღიდან შეადგენს 12 თვეს, საგარნტიო პერიოდში ნათურის გამოცვლისთვის აუცილებელია თან იქონიოთ ნათურის ყუთი და შევსებული საგარანტიო ფურცელი
3.2 გარანტია არ ვრცელდება ნათურებზე ფიზიკური დაზიანებით და თუ დარღვეულია ექსპლუატაციის, ტრანსპორტირებისა და შენახვის პირობები
3.3 გარანტია არ ვრცელდება გამოცვლილ ნათურაზე

საგარანტიო მომსახურება არ ხორციელდება/უქმდება, თუ:

  • გასულია საგარანტიო ვადა;
  • საგარანტიო ტალონი არ არის წარმოდგენილი/დაკარგულია;
  • საგარანტიო ტალონში მონაცემები წაშლილია, შეცვლილია ან გადაკეთებულია;
  • საგარანტიო ტალონში ან ნივთის კორპუსზე არ იკითხება ან ამძვრალია სერიული ნომერი;
  • ნივთის ყუთი დაკარგულია ან დაზიანებულია;
  • მოწყობილობას აღენიშნება ვიზუალური ან მექანიკური დეფექტი/დაზიანება;
  • დაზიანებულია ან ამძვრალია პლომბი ან ლუქი;
  • მოწყობილობა გამოიყენებოდა მისი დანიშნულებისთვის შეუსაბამო მიზნით;
  • დაზიანება სამონტაჟო სამუშაოების არაკვალიფიციურად შესრულებამ გამოიწვია;
  • მოწყობილობა დააზიანა მომხმარებელმა ტრანსპორტირებისას;
  • მოწყობილობა დაზიანდა მის გვერდით განთავსებული სხვა მოწყობილობის გამო;
  • მოწყობილობა დაშლილია (გახსნილია) თვითნებური შეკეთების ან რაიმე სხვა მიზნით;
  • დაზიანება მექანიზმში უცხო სხეულის ან სითხის შეღწევამ განაპირობა;
  • დაზიანება ელ.ქსელის გაუმართაობის (ძაბვის ცვალებადობა), მექანიზმის დანესტიანების, კოროზიის, მაღალი ან დაბალი ტემპერატურის ზემოქმედების, ექსპლუატაციისა და შენახვის წესების ან პირობების დარღვევის, არაკომპეტენტური პირების მიერ ჩატარებული არაკვალიფიციური სარემონტო/სამონტაჟო სამუშაოების შედეგია;

holst logo
კატალოგი
განათება
ნათურები
სანათები
ელექტრო ფურნიტურა
ხელის ინსტრუმენტები
ელექტრო ინსტრუმენტები
ბაღის მოვლა
სანტექნიკა და გათბობა
მცენარეთა მოვლა
სეზონური პროდუქცია

შეთავაზებები
ბრენდები
ბლოგი

სოც. ქსელები
facebook youtube instagram

გასუფთავება
შედარების დაწყება